ცრურწმენები თუ...
ახალი წლის ღამე განსაკუთრებული და ჯადოსნურია, ამიტომაც მას განსაკუთრებულად ლამაზად და ყველა წესის გათვალისწინებით უნდა შეხვდეთ.
მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება არ შეიძლება ახალ წელს, თუ გვინდა რომ ახალი წელი ფინანსურად სტაბილური და მოწესრიგებული იყოს.
არ შეიძლება ფულის სესხება
ალბათ გაგიგიათ გამოთქმა, როგორც შეხვდებით ახალ წელს, ისეთი იქნება მთელი წელიო. თუ ნასესხები ან გასესხებული ფულით შეხვდებით, მთელი წელი ვალებთან გამკლავება მოგიწევთ. ამიტომ ეცადეთ, ვალები 2 იანვრამდე გაისტუმროთ და ნურც სხვას ასესხებთ.
ვისაც სჯერა, შეუძლია თეფშის ან სუფრის ქვეშ რკინის მონეტა მოათავსოს. ასე
ფულს მიიზიდავთ.
ნუ შეხვდებით ახალ წელს მარტო
იმისათვის, რომ მთელი წლის მარტოობაში გატარება არ მოგიწიოთ, ეცადეთ შეკრიბოთ მეგობრების წრე და ახალი წლის საღამო მათთან ერთად გაატაროთ.
ნუ ჩაიფიქრებთ უარყოფითი კონტექსტის სურვილებს
ეცადეთ სურვილის ჩაფიქრების დროს არ გამოიყენოთ ნაწილაკი "არ". ეს არასასურველია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ "არ" ნაწილაკს ჩვენი ტვინი ვერ აღიქვამს სათანადოდ. მაგალითად, თუ იტყვით, მე ეს არ მინდა, თქვენი ტვინი ამას საპირისპიროდ აღიქვამს. მაგალითად, ჯობს ჩაიფიქროთ ვიყო ჯანმრთელად, ვიდრე - არ გავხდე ავად.
ასევე ეცადეთ ფრაზები იყოს მაქსიმალურად მარტივი და ადვილად აღსაქმელი.
ნუ ისაუბრეთ ჩაფიქრებულ სურვილზე
ამის შესახებ თითქმის ყველამ ბავშვობიდან ვიცით. ნურც თქვენ ისაუბრებთ საკუთარ სურვილებზე და ნურც სხვას ჩაეძიებით.
ეს არის ძირითადი მომენტები, რის გათვალისწინებასაც გირჩევთ.
თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც თქვენზეა დამოკიდებული.
ამბობენ, რომ საახალწლო სუფრაზე პური დაბნელებამდე უნდა დაიჭრას.
არ შეიძლება ახალი წლის წინა დღეებში ფეხსაცმლის შეკეთება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ წელს ახალს ვერ იყიდით.
არ შეიძლება საახალწლოდ ნაყიდი ახალი ნივთების ახალ წლამდე ჩაცმა.
არ შეიძლება ნაგვის გადაყრა, ეცადეთ ყველაფერი დაბნელებამდე დაასრულოთ და ნაგავიც გადაყაროთ.
ეცადეთ ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე სახლი საფუძვლიანად დაალაგოთ.
არ შეიძლება ახალი წლის ღამეს ღილის დაკერება. ითვლება, რომ ასე ძველი პრობლემები ისევ თქვენთან დარჩება.