ვის ეკუთვნის ჩიკას ეკრანული სახლი და რატომ დასცინოდნენ თამრიკო ჭოხონელიძეს, როცა სააგარაკე მიწა იყიდა? - კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი და სახლი ზამთრის "შინ"-ში

თვითიზოლაციის პერიოდში კიდევ უფრო რთულია გაიფერადო და გაიხალისო ზამთრის მოღუშული დღეები. თუმცა, არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც გიმაღლებენ განწყობას და ხალისიც ბრუნდება. სახლური ოფისიდან "დაბრუნების" შემდეგ რომ ვეღარ იგებ, რა აკეთო, ზუსტად მაშინ ნათდება გონება, იფარებ პლედს და იწყებ "შინ"-ის ზამთრის ნომერში მოგზაურობას.

როგორც ყოველთვის ამჯერადაც ჟურნალი დატვირთულია უამრავი საინტერესო ინფორმაციით, ეს იქნება ინტერიერის დიზაინერის რჩევები, 2021 წლის ახალ-ახალი ტენდენციები, რეკომენდაციები რემონტზე, გამწვანებაზე და მცენარეების მოვლაზე, ხელოვანი ადამიანების ინტერვიუები, ლამაზი ბაღები, პრაქტიკული რჩევები თუ სხვა.
წინ ახალი წელია და ბუნებრივია,
ეს თემაც უფრო მეტ აქტუალობას იძენს, როგორ შევხდეთ თეთრი ხარის წელს, რომ იღბლიანი იყოს ჩვენთვის, როგორ გავაწყოთ სუფრა და როგორ მოვაწყოთ სახლი - ჟურნალში ამ თემაზე ვრცელ სტატიას წაიკითხავთ და ასევე იმაზე, თუ როგორი იქნება ინტერიერის დიზაინის ტენდენციები მომავალ წელს.
ტრადიციულად, ამ ნომერშიც გთავაზობთ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების სახლებს.

რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ჟანრი ლოლაშვილმა და თათული დოლიძემ "შინ"-ს კარი ფართოდ გაუღეს და "მუდმივმოქმედი გამოფენის" დასათვალიერებლად კარგი მეგზურობა გაუწიეს. სახლი, სადაც მსახიობები უკვე 30 წელია ცხოვრობენ, ქალბატონი თათულის იდეით ყოფილა აშენებული და მოიცავს ორ ძირითად სართულს, დიდ სხვენს, ქვედა სივრცეს, სადაც ბატონი ჟანრის სახელოსნო და სამუშაო ოთახია, საუნას, აუზს და ბაღს, რომელსაც ქალბატონი თათული თავადვე უვლის. როგორც წესი, ბატონი ჟანრი სახელოსნოში დიდ დროს ატარებს, შეიძლება ითქვას, ეს მისი სამფლობელოა, სადაც ოჯახის წვერებიც კი მხოლოდ ნებართვის აღების შემდეგ შედიან. თუმცა "შინ"-ისთვის გამონაკლისი დაუშვა და ჩვენი ჟურნალის მკითხველს საშუალება ეძლევა, დაათვალიეროს ადგილი, სადაც მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ნახატები იქმნება. დიახ, ასეთი შანსი ყველას არ აქვს, ეს კიდევ ერთი დიდი მიზეზია იმისთვის, რომ სასწრაფოდ გაეცნოთ თქვენი სახლის ჟურნალს.

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" და მისი "უსვეტსკესი" ჩიკა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქართული ბომონდის სახეა. ჩიკას ეკრანული სახლი, სადაც შაგუსთან ერთად ცხოვრობს, თურმე არც მეტი არც ნაკლები, ნატალია ჩხეიძეს ეკუთვნის, დიახ, იმ ნატალიას, "მასტერშეფში" რომ მონაწილეობდა. სახლის ისტორიას ნატალია მეუღლესთან - დიმიტრი ჩხეიძესთან ერთად გიყვებათ. 16 წლის იყო ნატალია, როცა ჩუმად დიტოზე დაინიშნა და მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ. 

"შინ"-ის ფურცლები კიდევ ერთ სახლში გამოგზაურებთ, ეს თამრიკო ჭოხონელიძის აგარაკია საგურამოში. მუსიკოსმა და ფოლკლორისტმა დაახლოებით ოცი წლის წინ, საგურამოდან 3 კმ-ში მდებარე სოფელ არაშენდაში მიწის ნაკვეთი იყიდა. ეჩხუბებოდნენ, რად გინდა, სახლს ხომ მაინც ვერ ააშენებო. ისე მოხდა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სახლს საძირკველი ჩაეყარა და მშენებლობაც დაიწყო. 


ჟურნალში ასევე იხილავთ არსენ გვენეტაძის სახლს, რომელიც საკუთარი ხელით აუშენებია. ყველა ოთახში მასპინძლის ნახატებს შეხვდებით (აბაზანაშიც კი). თითოეული გარკვეული კონცეფციის გამომხატველია, ყველა ერთად კი ერთი აბსტრაქციის - ბედნიერების - ქვეშ ერთიანდება.

მხატვარი ირმა კუსიანი "შინ"-ის ფურცლებიდან სტუდენტობის პერიოდზე და საკუთარ შემოქმედებით გზაზე საინტერესო ამბებს მოგიყვებათ. ასევე გაეცნობით ბევრ საინტერესო ხელოვანს, მათ ორიგინალურ სახლებსა და ნამუშევრებს.

რელიკვიებზე სასაუბროდ ამჯერად ჯემალ ღაღანიძემ უმასპინძლა ჩვენს ჟურნალს. ბზისგან დამზადებული არყის სერვიზი, ანტიკვარული ბუფეტი, პრიზი "იპო", რუსთაველის თეატრის 1988 წლის მაისის აფიშა ხელმოწერებით - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ნივთს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობის ბატონი ჯემალ ღაღანიძის სახლში შეხვდებით.
სივრცე, სადაც "პოეტების მეფემ: სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა - გალატკიონ ტაბიძის სცხოვრებელი სახლი "შინ"-ის მეშვეობით წარსულში გამოგზაურებთ. პოეტმა აქ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

ამ მოკლე მიმოხილვით ალბათ დარწმუნდით, რომ ჟურნალი "შინ" სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვის ერთნაირად მიმზიდველია. აქ ნებისმიერი იპოვის, მისთვის საინტერესო ინფორმაციას და გაეცნობა თანამედროვე ტრენდებს.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ideodub 2024-10-17 18:54
Chronic fatigue and immune dysfunction syndrome See Chronic fatigue syndrome, 133 p963 buy priligy in the us EVIDENCE SYNTHESIS In total, 42 studies and 30407 patients were included

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები