ულამაზესი იყო შარშან საახალწლოდ ორბელიანის მოედანი, ათონელის ქუჩა, სადაც ადამიანები სპეციალურად მიდიოდნენ, რომ ფოტოები გადაეღოთ. იმ სილამაზის ავტორი ვანო ჭელიძე და მისი გუნდი იყო... ვანოს ნახელავი ბევრჯერ, ბევრგან უნახავთ, მოსწონებიათ, მაგრამ მასობრივად არ იცნობენ, რადგან საჯაროდ გამოჩენას ყოველთვის გაურბის. მიაჩნია, რომ მისი საქმე მხოლოდ სხვების გახარებაა და ამისთვის კადრს მიღმა, თუ კულისებში თავდადებული შრომაა საჭირო. როცა მუშაობს, არადა, სულ მუშაობს, მაქსიმალურად იხარჯება და გუნდიც ასეთივე ჰყავს.
წელს პარლამენტთან მთავარი ნაძვის ხე დადგა. სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ვანო
ჭელიძემ ინტერვიუს ჩასაწერად ექსკლუზიური შანსი მომცა.
ის სოხუმში დაიბადა, ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მაგრამ ისე მოხდა, რომ არქიტექტურული ფაკულტეტის ნაცვლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა იქვე კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო, სადაც თსუ-ს ღონისძიებებს მხატვრულად აფორმებდა. მოგვიანებით, მის მიერ შექმნილი დეკორაციებითა და დიზაინით არაერთი ხელოვანი დაინტერესდა. 90-იან წლებში სატელევიზიო პროექტებისთვის სტუდიების მომზადებაში აქტიურად ჩაერთო. 2003 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა სატელევიზიო გადაცემა "ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად".
2007 წლიდან ამერიკელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით, დავით გოგიჩაიშვილთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, "ღამის შოუ სტუდია" დაარსდა. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ვანომ დეკორაციების მომზადება სხვადასხვა გადაცემისთვის - "შაბათის შოუ", "კომედი შოუ" და სხვ. მასტერკლასებს გადიოდა ამერიკულ სატეველიზიო კომპანიებში: Warner Brothers, CBS, NBC, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და სატელევიზიო სტუდიებისთვის დეკორაციის მომზადების სპეციფიკის შესწავლა. 2007 წლიდან მისი მონაწილეობით პოპულარული სერიალი "შუა ქალაქში" დაიწყო, რასაც სატელევიზიო სივრცეში არაერთი მაყურებლისთვის საყვარელი პროექტის ჩაშვება მოჰყვა...
ვანოსთან საუბარს აფხაზეთის თემით ვიწყებ. ეს მისთვის მძიმე საკითხია. "ერთი სული მაქვს, ნაძვის ხეს სოხუმში როდის დავდგამ" - ამბობს მხატვარ-დეკორატორი. თუ რატომ ნაძვის ხე, იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისის საახალწლო გაფორმებაში აქტიურად არის ჩართული.
"სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მივიწყებას მიეცა აფხაზეთის თემა, მაგ მიმართულებით არავინ აქტიურობს. რა ხდება იქ, ქართველებმა არ ვიცით... ცოტა ხნის წინ ვუყურე, აფხაზეთში ახალ წელს როგორ შეხვდნენ. სევდიანი იყო," - გვეუბნება რესპონდენტი...
- როგორც ჩანს, ხელოვნების სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და დღეს მოთხოვნადი სპეციალისტი ხარ... რა განაპირობებს ამას?
- უბრალოდ, საქმეს ზედაპირულად არ ვუდგები. რასაც ვაკეთებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, პროფესიონალიზმმა უკან გადაიწია და "ხალტურამ" თავი წამოყო...
- თვლა არ აქვს პროექტებს, ღონისძიებებს, რაზეც თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე გიმუშავია...
- კი, ბევრია... ჩემთვის მუშაობისას მთავარია, ყველაფერი ქართულ ხასიათში შევქმნა და მინდა, სულ ახალ-ახალი იდეა იყოს...
- რა არის შენი წარმატების ფორმულა?
- როგორც ვთქვი, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. თუ რამის კეთებას ვიწყებ, მასში თავიდან ბოლომდ ვერთვები. ვალი მოვიხადო და ისე გავაკეთო საქმე, - ეგ არასწორი დამოკიდებულებაა. დირექტორი კი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს მაინც ჩემი ხელით ვაკეთებ - ასეა, როცა ხარისხიანი შედეგი გინდა. ზოგი ამბობს, ეს არასწორი მენეჯმენტიაო. ეგ არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ერთი, თუ გინდა, კარგი გამოვიდეს, შრომა არ უნდა დაგეზაროს! ამ მიმართულებით რაღაც ფორმულები ალბათ არის, მაგრამ მას რომ წაჰყვე, მერე ყველაფერი დაშტამპული გამოდის და ერთმანეთს ჰგავს. განაგრძეთ კითხვა