ყოველ გაზაფხულზე კუროკების ბაღი ნამდვილ სანახაობად იქცევა ხოლმე. ისინი იაპონურ დასახლება სინგომში ცხოვრობენ. იაპონიაში ჩასული ათასობით ტურისტი არ იზარებს და ჩადის ამ დასახლებაში საოცარი ბაღის მოსანახულებლად. სახლის ირგვლივ მიწა სულ ვარდისფერია ყვავილების წყალობით, რომლებიც ხალიჩასავით არიან გაფენილი მიწაზე.
გარდა ამ საოცარი სანახაობისა, სტუმრებს მასპინძლების თბილი დახვედრა და საუბარიც ელოდებათ. წყვილი ყველას დიდი სიამოვნებიტ უყვება საკუთარი ბაღის შესახებ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ყოველთვის ასე როდი იყო.
ამ ბაღის ისტორიას საფუძველი 60 წლის წინ ჩაეყარა. წყვილი 1956 წელს შეუღლდა. ისინი ერთმანეთს არც
ცოლ-ქმარი ტკბილად ცხოვრობდა. სამი შვილი შეეძინათ, რომელთაც სითბოსა და სიყვარულში ზრდიდნენ. მათ სახლში სულ ჟრიამული და სიცილ-კისკისი იყო.
ცოლ-ქმრის საარსებო წყარო საქონელი და რძის პროდუქტების დამზადება გახლდათ. საქონლის მოვლა, მოგეხსენებათ, ძალიან რთული საქმეა, შრომატევადი. საქონელს სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება, მათი სუფთად შენახვა კი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
- მიუხედავად ამისა, - იხსენებს ქმარი, - არასდროს მინახავს ჩემი ცოლო მოწყენილი და ცუდ ხასიათზე მყოფი. ყოველთვის პოზიტიური იყო, სამუშაოდ მომართული, სულ ახერხებდა ჩემს გამხიარულებასა და გაცინებას.
30-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ წყვილმა ჩათვალა, რომ დამსახურებული დასვენების დრო დაუდგათ. ბავშვები გაიზარდნენ და მშობლების თავდაუზოგავი შრომის წყალობით ფეხზე მყარად იდგნენ. ასე რომ, ცოლ-ქმარს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა დამსახურებულ დასვენებაზე.
ტოსიუკი და იასუკო ფულს აგროვებდნენ, რათა ემოგზაურათ იაპონიაში და დაეთვალიერებანთ საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. წყვილი ამაზე მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა. ის იყო, ოცნება რელობად უნდა ქცეულიყო, რომ ცხოვრებამ მოულოდნელი განსაცდელი მოუვლინა.
1986 წელს იასუკოს მხედველობა საგრძნობლად დაუქვეითდა. ქალს აღარაფერი ახალისებდა და დეპრესიაშიც კი ჩავარდა. ქმარი ყველანაირად ცდილობდა საყვარელი მეუღლის გახალისებას, ყველანაირად გვერდში ედგა, თუმცა უშედეგოდ, იასუკოს სულიერი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, სულ უფრო და უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. ძალიან მალე კი საერთოდ გაწყვიტა კავშირი გარე სამყაროსთან, საერთოდ ხმას არ იღებდა. არავის ეკონტაქტებოდა.
გაზაფხულის ერთ მზიან დღეს ქმარმა შენიშნა, რომ მის ეზოში ახლად აყვავებულმა ვარდისფერმა ყვავილებმა გამვლელების ყურადღება მიიქცია. ასე მოხდა მეორე-მესამე დღესაც. საბოლოოდ კი მის ეზოს ისე არავინ ჩაუვლიდა, რომ არ შეჩერებულიყო და არ აღენიშნა მისი ყვავილების სილამაზე.
ქმარს დიდებული აზრი მოუვიდა. ხალხი აღფრთოვალებული იყო მის ეზოში დარგული ყვავილების სილამაზით. ისინი მოდიოდნენ მის სანახავად. რადგან მეღლე უარს ამბობდა სახლიდან გასვლაზე და ადამიანებთან ურთიერთობაზე, ისინი თავად მოვიდოდნენ მასთან და გაახალისებდნენ. ბევრი არ უფიქრია, გადაწყვიტა, მთელი ეზო ამ ყვავილებით გაეფერადებინა.
საკუთარი იდეის განხორციელებას ტოსიუკომ 2 წელი მოანდომა, გააშენა წყლის არხები, მთლიანად გადაგეგმა თავისი ნაკვეთი.
იდეამ გაამართლა, ბაღი საუცხოო გამოვიდა საუცხოო სურნელით, იმ ბილიკებზე სეირნობას არაფერი ჯობდა. ამ ბაღის სანახავად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა. აღფრთოვანებას ვერავინ მალავდა და სასუბროდ ეძახდნენ პატრონს.
ხალხთან ერთიერთობამ იასუკო მიახვედრა, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ არაფერი დასრულებულა და ისევ ისეთივე საინტერესო და სასიამვნო შეიძლება იყოს ადამიანებისთვის, როგორც რამდენიმე წლის წინ. მან საკუთარი თავის კიდევ ერთხელ ირწმუნა და დაუბრუნდა სიცოცხლეს. ქალმა კვლავ გაიღიმა.
ამჟამად საუცხოო ფლოქსების ხალიჩა 3.000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. მათი ყვავილობის პერიოდში ამ ბაღს შაბათ-კვირას დაახლოებით 5.000 ტურისტი სტუმრობს.
თითოეული ფლოქსი ქმრის ცოლისადმი უდიდესი სიყვარულის და პატივისცემის სიმბოლოა.
კომენტარები