იცოდით, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კოშკებს შორის სვანური კოშკებიც არის? სხვადასხვა უცხოური გამოცემა ხშირად ადგენს სიებს ყველაზე ლამაზ, დიდ, ორიგინალურ შენობებს შორის. ეს სია კი ყველაზე ცნობილი კოშკების გამოსავლენად შეადგინეს და 13 კოშკს შორის, მთელი დედამიწიდან, სვანური კოშკებიც მოხვდა.
საქართველოში კოშკებს ბევრგან აგებდნენ: თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში.
სვანური კოშკი თავდაცვითი ნაგებობაა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად 6 სართულისგან. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია
სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული (მურყვამი ანუ კოშკიანი სახლი), ან ცალკე დგას. სვანური კოშკები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.
ახლა კი გავიცნოთ ყველაზე ცნობილი კოშკები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან:
გალათას კოშკი თურქეთში, რომელიც 1348 წელს აშენდა და ულამაზეს ქალაქ სტამბოლში მდებარეობს. ცხრასართულიანი კოშკის სიმაღლე 67 მეტრია.
ბოლონიის ორი კოშკი მე-12-მე-13 საუკუნეების ნაგებობაა იტალიის ქალაქ ბოლონიაში. კოშკების სახელებია აზინელი და გარისენდა. აზინელის სიმაღლე 97 მეტრია.
ჯამის მინარეთი მე-12 საუკუნის ძეგლია ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში. მისი სიმაღლე 65 მეტრია. გამომწვარი აგურით აგებულ კოშკებს შორის სიმაღლით მეორეა, დელის კუტბ-მინარის კოშკის შემდეგ.
ტორე-დე-ბელენი, იგივე ბელენის კოშკი პორტუგალიაში, ლისაბონთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ტეჟუზე. აგებულია 1515-1521 წლებში. ოთხსართულიანი ნაგებობის სიმაღლე 35 მეტრია.
ქუთბ-მინარი გამომწვარი აგურით აგებული ყველაზე მაღალი მინარეთია მსოფლიოში და დელიში მდებარეობს, ინდოეთში. აგებულია 1193 წელს. მისი სიმაღლე 72 მეტრია.
სამი პაგოდა _ ასე ჰქვია ამ მშვენიერ ნაგებობებს, რომლებიც ჩინეთში, დალში მდებარეობს. ყველაზე მაღალი პაგოდის სიმაღლე 69 მეტრია. აგებულია 824-840 წლებში.
სპირალური მინარეთი ერაყის ქალაქ სამარაშია და დიდი მეჩეთის არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია. კოშკი მე-9 საუკუნეშია აგებული და 52 მეტრია სიმაღლით.
CN tower - ასე ჰქვია ამ უშველებელ, 553-მეტრიან კოშკს, რომელიც კანადის ქალაქ ტორონტოში მდებარეობს. 1976 წელს არის აგებული და ამ ქალაქის სიმბოლოდ მიიჩნევა.
სან-ჯიმინანოს კოშკები - იტალიაში მდებარეობს ტოსკანაში, ქალაქ სან-ჯიმინანოში. ამ ქალაქ ყველაზე მეტად კოშკებმა გაუთქვა სახელი, რომლებიც მე-11-მე-13 საუკუნეებშია აგებული. ამ პატარა ქალაქში 70-ზე მეტი კოშკია. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 50 მეტრს აღწევს.
ბიგ-ბენის კოშკი ლონდონის მშვენებაა. 2012 წლიდან ოფიციალურად ელისაბედის კოშკი ჰქვია. ამ კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა. კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა. მისი სიმაღლე 96 მეტრია.
პიზის დახრილი კოშკი სამრეკლო კოშკია, პიზის ეკლესიის ანსამბლის ნაწილი და ცნობილია შემთხვევითი დახრილობის გამო. კოშკის დახრა მშენებლობის დასრულებისთანავე დაიწყო და დახრის პროცესი დასრულდა 2008 წელს. კოშკი აგებულია მე-12-მე-14 საუკუნეებში. სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს 55,86 მეტრია, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს - 56,7 მეტრი.
ეიფელის კოშკი ლითონის კონსტრუქციაა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და რა ხანია, პარიზის სიმბოლოდ იქცა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. აშენების დრო 1889 წელია.
წყარო