სარკეს არაერთი მაგიური თვისება უკავშირდება. ფენ-შუის თანახმად კი სარკეს აქვს უნარი სახლში დადებითი ან უარყოფითი აურა შექმნას.
ძველისძველი სწავლების მიხედვით სარკე შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფორმის - ოვალური, მრგვალი, კვადრატული და ა.შ, მთავარია, სად დაკიდებენ.
სარკის მდებაარეობის ოდნავ შეცვლითაც კი ყოფილა შესაძლებელი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება.
პოზიტიური ეფექტი
აუცილებლად უნდა ეკიდოს სარკე სახლის შესასვლელში. სწორედ შესასვლელია მთელ სახლში ენერგიის გადამანაწილებელი ადგილი. ენერგია სახლში შემოსასვლელი კარიდან შემოდის, აირეკლება სარკეში და იფანტება მთელ სახლში. თუმცა სარკე არ უნდა უყურებდეს პირდაპირ შემოსასვლელ კარს.
ძალიან კარგია სარკის სახლის ჩრდილოეთ ნაწილში დაკიდება,, რადგან ჩრდილოეთი სიმდიდრის ღმერთად ითვლება.
ბიზნესმენებს შემოსავლის გასაორმაგებლად შეუძლიათ სარკე სალაროსთან ან სეიფთნ ახლოს განათავსონ. ასევე კარგია სარკის ფულის ხის მოპირდაპირედ დაკიდება.
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სარკე აღმოსავლეთ კედელზე დაკიდეთ, ასე ის ნეგატიური ენერგიის გაფანტვაში დაგეხმარებათ.
ოღონდ აქ არა
სამხრეთ-დასავლეთი - ეს ცეცხლოვანი ზონაა და აქ დაკიდებულმა სარკემ შესაძლოა სახლში კონფლიქტები და გაუგებრობა გამოიწვიოს.
არ გირჩევთ ასევე სარკეების ერთმანეთის საპირისპიროდ დაკიდებას. ასეთმა განთავსებამ შესაძლოა გამოიწვიოს აურზაური და ფორიაქი.
არც საძინებელია ის ადგილი, სადაც სარკის დაკიდება ივარგებდა.
შენიშვნა: სარკე რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიწმინდოს, კვირაში ერთხელ მაინც. ითვლება, რომ მის ზედაპირზე გროვდება ნეგატიური ენერგია.
ნებისმიერ სახლში უნდა იყოს ერთი ისეთი ზომის სარკე, რომელშიც ოჯახის ყველა წევრი თავიდან ბოლომდე გამოჩნდება.