თითოეული ადამიანის გონებაში აუცილებლად იმალება რაღაც გატაცება, ოცნება, მისწრაფება, რომელიც არასდროს გტოვებს და ადრე თუ გვიან ან შენ აღმოაჩენ მას, ან თვითონ გიპოვის. ასე მოხდა ფოტოდოკუმენტალისტ ნათელა გრიგალაშვილის ცხოვრებაში. ბავშვობიდან იზიდავდა ოპერატორობა, ფოტოგრაფია, თუმცა პროფესიონალი მასწავლებელი არ ჰყოლია. ყველაფერი მარტომ დაიწყო, თავად შეისწავლა, ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და ასე ჩამოყალიბდა წარმატებულ ფოტოგრაფად. დამოუკიდებელი ცხოვრება 16 წლის ასაკში დაიწო. ბევრი იმოგზაურა, აღმოაჩინა საუცხოო ადგილები, ადამიანები და კადრებად აღბეჭდა მათი ყოფა. ნათელა გრიგალაშვილის სახელი დღევანდელ ფოტოჟურნალისტიკაში, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ, კარგად
არის ცნობილი. მისი თითოეული ფოტო ისტორიას მოგვითხრობს და თითოეული ფოტო სერია წიგნივით იკითხება.
ნათელა გრიგალაშვილი (ფოტოგრაფი ვახტანგ ქურდიანი)
- თქვენი თითოეული ფოტო ქმნის ისტორიას, გვიყვება ამბავს. მოგვიყევით თქვენი შემოქმედების შესახებ.
- ცალკეულ ფოტოებზე არ ვმუშაობ, ვაკეთებ ფოტოპროექტს, ვიღებ ფოტოსერიებს. ეს სერიები წინასწარ კარგად მაქვს გააზრებული, ნაფიქრი და ვიღებ იმას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც მაღელვებს და მაწუხებს. შემთხვევით არ ვიღებ ფოტოებს, ვიღებ ისეთ თემებს, რაც იმ პერიოდისთვის აქტუალური და საზოგადოებისთვის ყურადსაღებია.
- სანამ ვრცლად ვისაუბრებთ ფოტო პროექტების შესახებ, მანამდე თქვენი ბავშვობის შესახებ მოგვიყვეთ. როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
- დავიბადე ხაშურის რაიონში, სოფელ თაგვეთში. ეს არის ძალიან პატარა სოფელი, მითუმეტეს ახლა, როცა სანახევროდ დაცლილია. დღეს ძალიან სევდიანი, საწყალი და უპატრონოა. ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, დიდად არ მიყვარდა თანატოლებთან თამაში. მიტაცებდა კითხვა, ვხატავდი კიდეც და ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი. 16 წლიდან, როცა სკოლა დავამთავრე, წამოვედი თბილისში სასწავლებლად და დავრჩი აქ, რადგა სხვა გზა არც იყო.
- დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ, საკმაოდ რთული გზაც განვლეთ. რა სირთულეებს აწყდებოდით, რისი დაძლევა მოგიხდათ შემოქმედებით გზაზე?
- მგონია, რომ ეს ჩემი გზა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამევლო. ამ გზის გარეშე, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ძალიან პატარამ დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა რაიმე განსაკუთრებული უნარები თვითგადარჩენის არ მქონია. ერთადერთი, რაც ყოველთვის მქონდა, რასაც სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს იყო ის, რომ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი და მხოლოდ ჩემი თავის იმედი მქონოდა, უკან არასოდეს დამეხია. რასაც მიზნად ვისახავდი, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა, რა თქმა უნდა არ იყო მარტივი.
- ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდით და როგორ აქციეთ ეს საქმე თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?
- როცა სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან მიყვარდა დოკუმენტური კინო. სულ მინდოდა, რომ ოპერატორი გავმხდარიყავი. ვიცოდი, რომ ამისთვის უნდა მესწავლა ფოტოგადაღებაც და მისაღებ გამოცდებზე ჩამებარებინა. ასე დავიწყე ფოტოგრაფიის შესწავლა. თუმცა ეკონომიური მდგომარეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და დავრჩი ფოტოგრაფიაში. მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით.
- თქვენი ფოტოების უმეტესობა რეგიონებშია გადაღებული. როგორ და რის მიხედვით არჩევთ გადასაღებ ადგილებს, ადამიანებს?
- დიახ, მე ძირითადად ვიღებ რეგიონებში. თუ ოდესმე ქალაქში გადამიღია, ისიც რაიონიდან ჩამოსული ადამიანი ყოფილა. ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონაც ამ გარემოში გავიზარდე და იმაზე უფრო ახლოსაა სოფელი ჩემთან, ვიდრე ქალაქი. ყოველთვის ვგრძნობ, რომ სოფელი და ის ადამიანები, ვინც ბუნებასთან არიან ახლოს, ჩემთვისაც ძალიან ახლობელია. ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანაა და ბევრი რამ არის გარშემო, რაც შეიძლება გადაიღო. თანდათან გარემო იცვლება და თითქოს ერთმანეთს ემსგავსება, ამიტომ ვცდილობ განსხვავებული დეტალები გადავიღე. ალბათ ეს ის ადგილებია, რომლებმაც შეინარჩუნა ყოფის გარკვეული სტილი. როგორც გითხარით, სწრაფად მიდის ცვლილებები და ალბათ ის, რაც არის დღეს, 10 წლის მერე საერთოდ ვეღარ ვნახავთ. ძალიან სწრაფად იცვლება სოფლებიც. თუნცად ადამაინები დაბრუნდნენ სოფლად, იქ მაინც აღარ იქნება ის ყოფა, რაც იყო წლების წინ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ სოფელი, რომელიც განსაკუთრებით სევდის მომგვრელი იყო თქვენთვის?
- გამიჭირდება ერთი კონკრეტულის გამორჩევა, რადგან ასეთი ბევრია. თუმცა ყველაზე მეტ სევდას ალბათ მაინც ჩემი სოფელი მგვრის. ახლახანს ვიყავი და სულ მაგონდებოდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „უბედურება“, სადაც სოფლის გასაჭირია აღწერილი. ვინც იქ დარჩა, იმათ უბრალოდ გასაქცევი არსად აქვთ. მე ვფიქრობ, რომ ამაში ყველა დამნაშავეა. ხელისუფლებამ ეს ადამიანები ბედის ანაბარა მიატოვა.
- ყველაზე მეტად რა აწუხებთ, რა სატკივარი აქვთ სოფლად დარჩენილ ადამიანებს?
- ყველაზე მეტად ეს ადამიანები უჩივიან მარტოობას, უადამიანობას და შემდეგ ყოფით პრობლემებს. შესაძლოა ამას სიტყვებით არ გამოხატავენ, მაგრამ ისინი მარტო არიან, ყველასგან მიტოვებულები. თითქოს არავის არ ადარდებს მათი ყოფა. ახალგაზრდებს არ აქვთ კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა. აქ საუბარი არ არის უმაღლეს განათლებაზე, მნიშვნელოვანია შეისწავლონ ხელობა. როდესაც უამრავი ტრეინიგები ტარდება მაგალითად თბილისში, ან ლოპოტას ტბაზე და მსგავს ადგილებში, ამ დროს ამ სოფლებში საერთოდ არაფერი არ ხდება. არანაირი სიახლე არ ინერგება. ამ ადამიანებისთვის არ არის არავითარი ხელშეწყობა. ქალაქში ძალიან დიდი შესაძლებლობაა, იქ კი მართლა ბედის ანაბარად არიან ადამანები მოტოვებული. მათ აქვთ უფლება იპოვონ უკეთესი ცხოვრება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ იცლება ჯერ სოფლები, ქალაქები და შემდეგ ქვეყანა.
- სოფლის ფოტო კლუბები დააარსეთ. ამ ფაქტორმაც ხომ არ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება? როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?
- ესაა პროექტი, რომელიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის სწავლებას გულისხმობს. მე მაშინ ვიყავი ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში, სადაც ვიღებდი დუხობორების ცხოვრებას. სოფელში იყო სამი სკოლა, ქართული, რუსული და სომხური. სოფელი რაიონიდან დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და თითქმის არაფერი არ ხდება აქ. ახალგაზრდებისთვის არ იყო არც გასართობი, არც შემეცნებითი აქტივობები. ყოველთვის ვფიქრობდი, როცა სოფელში ვცხოვრობდი, არაფერი ხელმოსაჭიდი არ მქონდა, ყველა გზას ჩემით მივიკვლევდი. რა კარგი იქნებოდა, მოსულიყო ვინმე ჩემთან და ესწავლებინა მაგალითად ფოტოგრაფია. სწორედ ამ ფიქრების შემდეგ გაჩნდა ამ პროექტის იდეა და პირვლი პროექტი სწორედ ჯავახეთში განვახორციელე. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ისე სომეხი და რუსი ადამიანები. გორელოვკაში მოვაწყეთ მათი ნამუშევრების გამოფენა. გარდა ამისა ვაჩვენეთ ფილმი დუხობორებზე, გაიმართა კონცერტი. ყველამ თავისი ეროვნული სამზარეულო წარმოადგინა. იქ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ სოფელში აქვთ ძალიან კარგი კლუბი, თუმცა 20 წელია არანაირი ღონისძიება არ გამართულა. შემდეგ მათივე მონაწილეობით თბილისში გავმართეთ გამოფენა. ვფიქრობ, რომ მათთვის ეს იყო დაუვიწყარი დღეები. თვითონვე უკვირდათ, რომ თურმე შეიძლება შენს სოფელში გადაიღო ფოტო, რომელიც შესაძლოა მერე კედელზე დაკიდო და ადამიანები მოვიდნენ ამის სანახავად. ამ გამოფენის საშუალებით მათ გადადგეს დიდი ნაბიჯი ხელოვნებისკენ. მათ შეძლეს ერთფეროვან გარემოში ენახათ თუ რამდენი მნიშვნელოვანი დეტალი იმალება. რასაც თვალი ყოველდღიურად უყურებს, თითქოს ვეღარ გრძნობ მის მნიშვნელობას, ელფერს, თუმცა ეს სხვებისთვის არის ძალიან საინტერესო.
- თქვენი ერთ-ერთი სერია, რომელმაც საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა არის „პანკისელი ქალები“. მოგვიყევით ამ ფოტო სერიის შესახებ...
- პანკისში ფოტოკლუბის ფარგლებში მოვხვდი. მაშინ გავიცანი ქისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები. სულ სხვა წარმოდგენა მქონდა მათზე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ღიად და თავისუფლად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მეც უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამ ხალხის. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ეს ფოტო სერია.
- „დედაჩემის წიგნი“ - ფოტო პროექტი, რომელიც დედათქვენს ეძღვნება. როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა?
- ეს არის ჩემი პერსონალური პროექტი. ალბათ იმ დღიდან ვუღებდი დედას ფოტოებს, რაც ფოტოაპარატი ავიღე ხელში. რა თქმა უნდა, თავიდან პროექტად არ მქონდა ჩაფიქრებული, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით მოხდა. დედაჩემი გარდაიცვალა ორი წლის წინ, მანამდე უკვე მქონდა ხელნაკეთი წიგნის სახით. ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სერიაა მათ შორის, რაც კი გამიკეთებია. ამავე დროს მტკივნეულიცაა. დედას გარდაცვალების მერე საერთოდ დავხურე და აღარც კი ვუყურებდი. ამ სერიით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება, გრძნობები დედაჩემის მიმართ, რადგან არასდროს მეხერხებოდა მის მიმართ ჩემი გრძნობების გამოხატვა.
- თქვენს ფოტოებს მხოლოდ ქართველი შემფასებელი არ ჰყავს. დიდი პოპულარობით სარგებლობთ საზღვრებს გარეთაც. რას გწერენ, რა შთაბეჭდილება ექმნებათ საქართველოს შესახ?
- ყველაზე ხშირად მწერენ, რომ უნდათ საქართველოში ჩამოსვლა. სურთ იმ ადგილების მონახულება, რასაც ჩემს ფოტოებზე ხედავენ. ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის.
- სულ ახლახან თქვენმა ფოტოსერიამ „დუხობორების მიწა“ ამერიკული ფოტოფესტივალის Eyes on Main Street გრანტი მიიღო. ელოდით ამ შედეგს?
- დავიწყებ იმით, რომ ქართველი ფოტოგრაფები არ ვართ განებივრებული ფინანსური მხარდაჭერით. ზემო აჭარის ფოტო სერიას ვიღებ საკუთარი სახსრებით. დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია იცხოვრო, იარსებო და გარადა ამისა პროექტებზე იმუშაო. ეს უცხოური გრანტი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, მუშაობა გავაგრძელო ამ სერიაზე, რომელსაც 2013 წლიდან ვიღებ. დიახ, უახლოეს მომავალში ვაპირებ გავაგრძელო დუხობორების სერია. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ალბათ ველოდი გამარჯვებას. როცა არ ველოდები, არც ვაგზავნი ხოლმე.
- ამ ეტაპზე რა პროექტზე მუშაობთ?
- ახლა ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. ერთ-ერთი პროექტი არის პატარ-პატარა ფილმების სერია. უნდა გადავიღოთ 10 ფილმი. უკვე გადაღებული გვაქვს სამი ფილმი. ეს არის ჩემი და მწერალ გიორგი კეკელიძის ერთობლივი პროექტი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ვიღებთ ადგილობრივი ადამიანების ყოფას. ასევე ვაგრძელებ მაღალმთიანი აჭარის პროექტს. ამასთან ვიღებ ახალგაზდრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ, არ ვჩერდები. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც ავდგები და გადასაღებად წავალ.
მერი ბლიაძე