"რა საჭიროა ავეჯსა და პროდუქტში ფულის გადახდა, ნაგავში ყველაფერს იპოვი" - იაფად ცხოვრების წესები ნიუ-იორკელი ქალისგან


თუ თვლით, რომ ეკონომიკური ადამიანი ბრძანდებით და ყველაფერზე ეკონომიის გაკეთებას ცდილობთ, შევეცდებით გაგაოცოთ - ჩვენ აღმოვაჩინეთ ქალბატონი, რომელმაც ეკონომიის მხრივ ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
მოკრძალებული ბუღალტერი თითქმის ყველაფერში ზოგავს ფულს.

ნიუ-იორკი ყველა იმ გოგონას ოცნებაა, რომელიც უყურებს სერიალს "სექსი დიდ ქალაქში". ბევრი ჩვენგანი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ სერიალის მთავარი გმირის როლის შემსრულებელს, სარა ჯესიკა პარკერს, თუ როგორ დადის საყიდლებზე უძვირფასეს მაღაზიებში და როგორ სტუმრობს უძვირეს რესტორნებს. ერთი სიტყვით, ნიუ-იორკი ის ქალაქია, სადაც ადამიანები უამრავ ფულს ხარჯავენ.
ამბობენ, რომ ამ ქალაქში
ცხოვრება, საიჯარო ფართის გადასახადის გარეშე 1341 დოლარი ღირს, ჩვენი მასალის გმირი კი აქ ცხოვრებას სულ რაღაც 200 დოლარად ახერხებს.

ქალბატონი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ქვის ჯუნგლებში თვეში სულ რაღაც 200 დოლარად არსებობას.
მას ცხოვრებაში ერთი უმთავრესი პრინციპი აქვს და რომელსაც გულმოდგინედ მიჰყვება - თუ ფულის დახარჯვაა საჭირო, ვცდილობ ისე მოვიქცე, რომ ეს არ გავაკეთო. მაქსიმალურად ვცდილობ დავხარჯო მინიმალური თანხა, სულ ეს არის.
მაშ ასე, რჩევები კეიტ ჰაშიმოტოსგან, როგორ ვიცხოვროთ ნიუ იორკში თვეში 200 დოლარად.

1. არ არის საჭირო ავეჯის შეძენა. ქალი სახლს სანაგვეზე აღმოჩენილი ნივთებით ავსებს, რაც მას, როგორც თავად ამბობს, ათასობით დოლარს აზოგინებს.
2. საწოლი არაფერში სჭირდება, მშვენივრად სძინავს სასადილო მაგიდაზე გაშლილ იოგას ხალიჩაზე.
3. სხვათა შორის, მისი სასადილო მაგიდა წიგნების და ჟურნალების გროვისგან არის გაკეთებული.

4. გაგიკვირდებათ, მაგრამ ნიუ იორკის მკვიდრი ქალბატონი 2012 წლიდან არც ტუალეტის ნივთებს ყიდულობს. შიდა საცვლები კი ბოლოს 1998 წელს შეიძინა. მართლაც შესაშური გამძლეობის პროდუქცია ჰქონია.

5. ყურადღებით ადევნებს თვალს სარეკლამო აქტივობებს, საჩუქრებს და უფასო სეანსებს კოსმეტიკურ სალონებში, რაც საშუალებას აძლევს მოამარაგოს პირადი ჰიგიენის ნივთები.

"ძალიან მიყვარს ყველანაირი სინჯები, კოსმეტიკურს ვგულისხმობ, შეიძლება ითქვას, რომ მე ექსტრემალი სემპლერი ვარ," - ამბობს ქალბატონი.

6. ჭუჭყიან ტანსაცმელს კეიტი ჰიგიენური პროცედურების დროს რეცხავს, იყენებს რა დაბანის დროს არსებულ საპნის ქაფს, რათა მაქსიმალურად შეამციროს ხარჯები.

7. გოგონა არ ყიდულობს ტუალეტის ქაღალდს ან ხელსახოცს, ცდილოიბს მსგავსი პროცედურები საზოგადოებრივ საპირფარეშოში მოაგვაროს. სხვათა შორის, ხშირად შხაპსაც სწორედ იქ იღებს ხოლმე.

8. ფულს არც საჭმელში ხარჯავს და დადარაჯებულია სუპერმარკეტებსა და კაფეებში. ნარჩენებს აგროვებს. ცდილობს საკვები მაქსიმალურად ჯანმრთელი იყოს და უპირატესობას ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა ნარჩენებს ანიჭებს. უყვარს ასევე დელიკატესები.

9. ცდილობს არც ისეთ მეგობრებთან ერთად წავიდეს რესტორანში, რომლებიც საკუთარ ხარჯს არ გადაიხდიან.
10. ასეთი იაფი ცხოვრების შესაძლებლობის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი კი საკუთარი საცხოვრებელი ფართია.

"კოლეჯის დამთავრების შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიმუშავებდი, - საუბრობს კეიტი საკუთარი ცხოვრების შესახებ - თუმცა, როგორც სხვა მრავალმა ადამიანმა, მეც დავკარგე სამსახური და თანამედროვე პრინციპების და გარემოების ტყვედ ვიქეცი ".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები