უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თითქმის ყველა ადამიანისთვის აქტუალურია, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ასე მომრავლდნენ თაღლითები და ცდილობენ ადამიანების მოტყუებას სახლის გაყიდვის ან თუნდაც ქირაობის დროს.
უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი აგენტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, ახალ-ახალ ხრიკებს იგონებენ გულუბრყვილო ადამიანების მოსატყუებლად და სამწუხაროა, მაგრამ გამოსდით კიდეც და ძალიან ხშირად ადამიანები იმედგაცრუებულები და უბრალოდ მოტყუებულები რჩებიან, და რაც მთავარია, ჯიბეგაფხეკილები.
გთავაზობთ პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული რამდენიმე სასარგებლო, გასათვალისწინებელ რჩევას, რომელთა გათვალისწინებამაც შესაძლოა აგარიდოთ უსიამოვნებები.
არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება
ბინის ყიდვის ან თუნდაც ქირაობის დროს.
პირველ რიგში, სანამ ბინის თქვენს სახელზე გაფორმებას დაიწყებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი მფლობელი ჰყავდა ბინას.
უნდა დაგაფიქროთ ბინის მეპატრონეების ხშირმა ცვლამ. მეორე კითხვის ნიშანს აჩენს სახლში ჩაწერილი საეჭვოდ ბევრი ადამიანი. თუ ოჯახი დიდია, მათთვის პრორიტეტული დიდი ბინაა, შესაძლოა იმაზე დიდი, ვიდრე თქვენ გაქვთ შემოთავაზებული.
მესამე სერიოზული პუნქტი ფასია. ფასი აუცილებლად უნდა იყოს ადექვატური იმ ფასებისა, რასაც უძრავი ქონების ბაზარი გთავაზობთ, არც ბევრად იაფი და არც ბევრად ძვირი. ბუნებრივია, რომ ფასი განსხვავებული იქნება, თუმცა თუ ბაზარზე შემოთავაზებულ საშუალო ფასთან მიმართებაში სხვაობა 15%-ს აღემატება, ეჭვი აუცილებლად უნდა გაგიჩნდეთ.
ეს არის მთავარი ფაქტორები, თუმცა არსებობს კიდევ წვრილმანი, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალები.
1. სახლის ბიოგრაფია
საგულდაგულოდ შეისწავლეთ სახლის ყველა საბუთი, თუ ვის მფლობელობაშია იგი, რამდენი პირია ჩაწერილი, რამდენი მათგანია არასრულწლოვანი და ხომ არ განაცხადებს მოგვიანებით ვინმე სახლზე პრეტენზიას.
კარგად უნდა გადაამოწმოთ, ხომ არ არის სახლი სადმე ჩადებული ან ვინმესთვის შეპირებული.
2. თუ გაჩქარებენ
თუ სახლის ყიდვის დროს გაჩქარებენ, არ გაძლევენ საშუალებას სათანადოდ შეაფასოთ ყველა დეტალი, აწონ-დაწონოთ ყველა დადებით და უარყოფითი ფაქტორი, მიმართავენ მანიპულაციას, რომ კიდევ ბევრი მსურველი ჰყავთ და თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, სხვას მიყიდიან, ე.ი საქმე მთლად კარგად ვერ არის.
3. ფული წინასწარ
ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანია იმისა, რომ საქმე გაქვთ თაღლითებთან. მეპატრონე ან აგენტი გეუბნებათ ფრაზას, ჯერ თანხა და მერე გადაფორმება. ეს ავტომატურად უნდა ნიშნავდეს აღნიშნულ ბინაზე უარის თქმას. დაგვიჯერეთ, მსგავს რისკზე წასვლა არ ღირს, დიდი ალბათობაა, რომ ფულის გარეშე დარჩებით. თუ ბინას ქირაობთ, ერთი თვის საფასურით არ გაკოტრდებით, მაგრამ თუ საუბარი ბინის ყიდვას შეეხება, მაშინ საფქრალი არაფერია, უარი უნდა თქვათ.
4. მეპატრონე
აუცილებლად გაარკვით სახლის მეპატრონე აღრიცხვაზე ხომ არ არის აყვანილი სადმე და ხომ არ არის უნარშეზღუდული ან იმდენად ხანდაზმული, რომ უძლურებაშია, თუ ასეა, ასევე დიდი ალბათობაა იმისა, რომ საქმე თაღლითებთან გაქვთ, რომლებიც სახლის მეპატრონეების შეზღუდული შესაძლებლობებით სარგებლობენ.
მოგვიანებით მათ შეიძლება სასამართლოში გიჩივლონ, რომ ბინის გაყიდვის დროს მესაკუთრე ვერ ააანალიზებდა, რას აკეთებდა და ბინა ისევ მას ეკუთვნის და დიდი ალბათობით ვერც იმას დაამტკიცებთ, რომ თქვენ ამ სახლში ფული გაქვთ გადახდილი, თუ ეს ნოტარიულად არ გექნებათ დამტკიცებული.
ასევე ბინის ყიდვის დროს დარწმუნდით, რომ თუ რამე გადაკეთებულია ან მიშენებული, კანონიერი გზით არის გაკეთებული და არა თვითნებურად, რომ ყველა კომუნალური გადასახადი გადახდილია და არანაირი დავალიანება არ არსებობს, რომ ბინას არ ადევს ყადაღა.
საგულდაგულოდ შეამოწმეთ ყველა საბუთი, ყველა დეტალი, კარგად გაიკითხეთ ფასები უძრავი ქონების ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.
როცა დამქირავებელი ბინის ქირას არ იხდის ან ბინას დაზიანებულს ტოვებს, რა უფლებები აქვს ბინის მეპატრონეს - იურისტის პასუხები

კომენტარები