ერთი შეხედვით სრულიად უვნებელია ნივთებია, თუმცა, ცრურწმენების მიხედვით, ამ ნივთებს ოჯახისთვის უსიამოვნების მოტანა შეუძლია.
ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ცრურწმენები. გაგიკვირდებათ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის ცრურწმენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ცრურწმენებს თავის ლოგიკური ახსნაც გააჩნია. შემოგთავაზებთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთაც ვერასდროს ნახავთ ცრუმორწმუნე ადამიანის სახლში.
ცული
ქალაქში ცული ოჯახში საჭირო ნივთი ნამდვილად არ არის, მაგრამ სოფელში ამ ნივთის გარეშე სახლი წარმოუდგენელია. არადა ითვლება, რომ მას ოჯახისთვის უსიამოვნების მოტანა შეუძლია.
ციცინათელა
თუ აგარაკზე ბავშვებმა ციცინათელები დაიჭირეს, ქილაში მოათავსეს და სახლში მოიტანეს,
გირჩევთ სასწრაფოდ გაუშვათ, რადგან ციცინათელა ელვას მოასწავებს. თუ გარეთ გაილევებს და ამ დროს სახლში ციცინათელა იქნება, ცუდი რამ მოხდებაო, ამბობენ.
მკვდარი დეკორი
მკვდარ დეკორად ითვლება არა მხოლოდ ხელოვნური ან გამხმარი ყვავილები, არამედ ცხოველის ფიტული და ზღვის ნიჟარაც კი. ამ ნივთერბის სახლში გაჩერება არაფრით შეიძლება, მათ სახლში მკვდარი ენერგეტიკა შემოაქვთ.
ძველი ცოცხი
ახალ სახლში გადასვლის დროს არ შეიძლება ძველი სახლიდან ცოცხის წაღება. ცრურწმენის თანახმად, ძველ ცოცხს სახლიდან სიხარული და ბედნიერება გააქვს.
წითელი და თეთრი ფერი
ცალკე ეს ორი ფერი რამდენიც გინდათ, მაგრამ ერთად ამის გაკეთებს არ გირჩევთ. გადმოცემის ტანახმად, ამ ორი ფერის ერთმანეთთან შეხამება სახლში ავის მომასწავებელია. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ამ ორი ფერისგან შემდგარი თაიგული გაქვთ, შეურიეთ მას სხვა ფერიც და ამ ფერთა შეხამების განეიტრალება მოხერხდება.
გახსნილი ქოლგა
სახლში გშლილი ქოგის შეტანა უბედურების მომასწავებელიაო, ამბობდნენ ძველად, თუი გჯერათ ცრურწმენების, გაითვალისწინეთ და თავი დაიზღვიეთ.
ნახატები ბრძოლისა და კატასტროფის სცენებით
სტიქიური უბედურება, ბუნებრივი კატაკლიზმები, შებრძოლება - არ გირჩევთ სახლში მსგავსი სცენის არც ნახატის, არც ფოტოს და ან სხვა რამის გაჩერებას, მას უარყოფით ემოციები და მუხტი მოყვებაო.
საქანელა სავარძელი
თუ ამ ნივთის მუდმივი მომხმარებელი ხართ, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ და იქანაოთ რამდენიც გინდათ, მაგრამ თუ საქანელა სავარძელი მემკვიდრეობით გერგოთ, მასში არავინ ჯდება და ის უბრალოდ ინტერიერს ალამაზებს, გირჩევთ სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან. ძველი ირლანდიური ლეგენდის თანახმად, გამოუყენებლი საქანელა სავარძელი ოჯახში ბოროტ სულებს იზიდავს.
კაქტუსი
ეს კი საკამათო თემაა. ერთი მხრივ ფენ-შუი გვირჩევს მოვაშოროთ სახლიდან ეს ეკლიანი მცენარე, არავის უნდა ოჯახში ჩხუბი და არეულობა, მაგრამ თუ ამ მცენარეს სწორად მოათავსებთ - ფანჯარაში ან შესასვლელში, ის სახლიდან ნეგატიურ ენერგიას განდევნის.

კომენტარები