თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ამჯერად საცხოვრებელი ფართები 41 ოჯახს სამგორის რაიონში დაუკანონდება, მთაწმინდის რაიონში – ექვს ოჯახს, ისნის რაიონში – სამ ოჯახს, ვაკის რაიონში – ორ ოჯახს, გლდანის რაიონში – ერთ ოჯახს, კრწანისის რაიონში – ერთ ოჯახს, ხოლო ჩუღურეთის რაიონში – ერთ ოჯახს.
აღნიშნული პროექტი 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება. ვის შეუძლია თვითნებურად დაკავებული ფართის დაკანონება, რა პროცედურებია
გასავლელი და რა ვადებში ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.
- თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს. აღნიშნული პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და დღემდე სიმბოლურ 1 ლარად ფართი საკუთრებაში 1.400-მდე ოჯახს გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მიერ ხდება თვითნებურად დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ფართებში ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ ფართის დაკანონებას. კონკრეტული წლები განსაზღვრული არ არის, რადგან ეს ფასდება ინდივიდუალურად. ზოგიერთი ოჯახი 10 წელი ცხოვრობს, ზოგი – 30, და შემდეგ დაუკანონდათ ფართები. მინიმალური დრო არის 10 წელი. ყველა შემთხვევას სწავლობს გამგეობა, შემდეგ მზადდება მონაცემები და გადის მთავრობის სხდომაზე, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება.
- ვის შეუძლია აღნიშნული პროექტით სარგებლობა?
- თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე წლების განმავლობაში მწვავედ იდგა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართებში ხანგრძლივი დროით მცხოვრებთა პრობლემა. სწორედ ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას. თუმცა ეს არ ეხება დევნილებს, აღნიშნულ საკითხზე მათ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
- სად და რა სახის საბუთები უნდა წარადგინოს მოქალაქემ?
- მოკვლევას აწარმოებენ გამგეობები. საჭიროა მოქალაქის განცხადება, დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
გამგეობის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე ფართის გადმოცემის მოთხოვნის წერილი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ფართების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის შემდგომ კი სსიპ ქონების მართვის სააგენტო ინიცირებას უკეთებს პროექტს და წარადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ვადებს რაც შეეხება, განსაზღვრული არ არის.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ აგრძელებს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.
მერი ბლიაძე