ცათამბჯენი ხეზე, ანუ როგორ ცხოვრობს ენთუზიასტი 80 ოთახში, რომელიც მან ღვთის კურთხევით ააშენა

ამერიკელმა მამაკაცმა, ჰორაციუს ბერჯესმა საცხოვრებელი ფართის მოწყობის მეტად უჩევულო ვარიანტი შემოგვთავაზა.
როგორც თავად აცხადებს, ღვთის კურთხევით 20 მწელიწადი დასვენების გარეშე მუშაობდა, აღნიშნული შედეგისთვის რომ მიეღწია.

გატაცებულმა ენთუზიასტმა მოახერხა აეშენებინა ცათამბჯენი 80 სრულფასოვანი ოთახით, ეკლესიით, სამრეკლოთი და საკალათბურთო დარბაზითაც კი. ყველაფერი ეს მან ხეებზე განათავსა, კერძოდ კი 6 ხეზე. დღესდღეობით მისი სახლი არა მარტო გინესების წიგნშია შეტანილი, არამედ მორწმუნეების მოსალოც ადგილადაც არის ქცეული.

ტენესის შტატში, კროსვილში მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რწმენა სასწაულებს ახდენს. 1993 წელს ერთ-ერთმა მორწმუნე
მაღლი თანამდებობის პირმა ლოცვით მიმართა ღმერთს, რა დროსაც თავად ღმერთის თხოვნა მოისმინა. მას უნდა აეშენებინა სახლი ხეზე, სადაც მორწმუნე ადამიანები შეძლებდნენ მოლოცვას, დასვენებას და ბუნებასთან განმარტოებას. მამაკაცის სიტყვებით, ღმერთმა მას აღუთქვა, რომ თუ იგი ამ საქმეს ხელს მოკიდებდა არანაირი საჭიროების წინაშე არ დადგებოდა.

რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მამაკაცმა დატოვა სამსახური, თანამდებობა და გაემართა თავისი ნაკვეთისკენ, სადაც რამდენიმე ხის შორის თავს ერთი დიდი მუხა იწონებდა. მამაკაცი მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც მშენებლობა უნდა დაეწყო. მოამზადა პროექტიც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დღემდე მას არანაირი შეხება ჰქონია არც არქტიტექტურასთან და არც მშენებლობასთან.

მამაკაცს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სახლს მხოლოდ მეორადი მასალებით ააშენებდა, ამიტომაც დაიწყო ხის პადონების დახარისხება. როდესაც მარაგი ამოეწურა, მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მიტოვებული ობიექტების მოძიება და მათი დათავლიერება. მალე მოსახლეობამაც შეიტყო მამაკაცის მისიის შესახებ და თავადაც დაიწყეს მასალების შეგროვება და მისთვის მიტანა.

მიჰქონდათ ხის მორები, დაფები, ლურსმნები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რისი მშენებლობაში გამოყენებაც შესაძლებელია.
მორწმუნეებმა ამ უნიკალური შენობის შესახებ ჯერ კიდევ მისი მშენებლობის დროს შეიტყვეს და მას შემდეგ ამ საოცარ სახლს ხშირად სტუმრობენ. ყველას აინტერესებს იმ ადგილის ნახვა, რომელიც ღმერთის დავალებით ააშენა ერთმა ადამიანმა. ეკლესია მოქმედია, სადაც ჩვეულებრივად მიმდინარეობს მსახურება.

ადამიანებს უჩნდებათ სურვილი რამდენიმე დღე დარჩნენ აქ და დატკბნენ მშვენიერებით, თუმცა ხდება ისეც, რომ მორწმუნეები აქ სამუდამოდ რჩებიან. მაგალითად, ერთმა ღვთისმოსავმა გადაწყვიტა საკუთარი თავი ღმერთისთვის მიეძღვნა და ეს სწორედ ამ სახლში გააკეთა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლის მეპატრონემ ფერფლის ნაწილი სამრეკლოს ფანჯრიდან გაფანტა, ნაწილი კი მუხის ძირში დაკრძალა.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი მუხაზე უკვე დასრულებულია, მოუსვენარი მშენებელი აპირებს აქ გათბობის და სანტექნიკური კომუნიკაციების გაყვანას, ასევე ლიფტის დამონტაჟებას. ასევე გამოტყდა, რომ ოცნებობს სახლს სარტყლად ვინტაჟური კიბე შემოარტყას, ერთგვარი ზეცისკენ მიმავალი კიბე. თუმცა რამდენად გაუძლებს ამ ყოველივეს მუხის ფესვები, უცნობია. ცნობილია, რომ სპეციალისტებმა ეს მშენებლობა სახიფათოდ მიიჩნიეს და მისი მშენებლობა აკრძალეს. როგორც ხედავთ, ამ ინციდენტს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მშენებელ ენთუზიასტზე და ცათამბჯენის მშენებლობა ჩვეულებრივად გააგრძელა.


კომენტარები

ლალუკა -ს 2021-05-15 23:04
თბილისური სახლების სანახავად , მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოდის თბილისში , მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ , სამაგისო არც გემოვნება გაქვს და არც ინტელექტი !
ლელა 2021-05-10 18:51
რა მაგარია! ყოჩაღ! მართლაც,რწმენა რამდენს შეგაძლებინებს ადამიანს!
მაიკო 2021-05-10 11:27
ქრისტიანობა და კრემაცია ერთად?
ლალუკ 2021-05-10 09:16
თბილისური სახლები მეტით უკეთესია? როდის ჩამოგენგრევა თავზე არ იცი
გიორგი 2021-05-07 12:47
ძაან მაგარია

კომენტარის დამატება