იდეები აგარაკზე წვეულების მოსაწყობად

რა ჯობია ქალაქგარეთ, ბუნებაში პიკნიკს ან წვეულებას? თუ ბუნებაში გასვლას ვერ ახერხებთ, არც ესაა პრობლემა. მშვენიერი წვეულების მოწყობაა შესაძლებელი საკუთარ ეზოში, აგარაკზე.
იდეებს შემოგთავზებთ, რომელიც, იმედი გვაქვს, ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ.

 ერთჯერადი სუფრა

ამ შემთხვევაში გირჩევთ უარი თქვათ ნაჭრის სუფრაზე, ჯერ ერთი, რომ ეს ბანალურია და მეორეც, არაპრაქტიკულია. ეზოში წვეულების დროს ქაღალდის ერთჯერადი სუფრა ბევრად ლამაზადაც გამოიყურება მისი ფაქტურის წყალობით და მოხერხებულიც არის. 

ყვავილები მაგიდაზე

სადღესასწაულო სუფრას ყვავილები ძალიან უხდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა და როგორია წვეულება, როგორია სუფრა, გირჩევთ, რომ ყვავილები მაგიდაზე
აუცილებლად გქონდეთ, ეს საზეიმო განწყობას შეგმატებთ თქვენც და თქვენს სატუმრებსაც.

ბარათზე წაწერილი სახელები

იმისათვის, რომ არც ერთმა თქვენმა სტუმარმა თავი ზედმეტად ან უხერხულად არ იგრძნოს, გააკეთეთ ლამაზი ბარათები და დააწერეთ თითოეული სტუმრის სახელი, განათავსეთ ეს ბარათები თეფშებზე. ასე თქვენი წვეულება ბევრად დახვეწილი იქნება.

 ბარი

თუ წვეულებაზე ბარმენობის სურვილი არავინ გამოთქვა, მოაწყვეთ ბარი ისე, რომ თითოეულ სტუმარს ჰქონდეს საშუალება, სიამოვნებით მიუახლოვდეს მას და სასურველი სასმელი თავად მოიმზადოს.

 ხალიჩა და ბალიშები

თუ ისე ხდება, რომ სტუმარი უფრო მეტი გყავთ, ვიდრე საამისო ადგილი გაქვთ, იგულისხმება მაგიდა და სკამები, პრობლემის მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ გაზონზე გაფენილი ხალიჩა და რბილი ბალიშები.

 ფანრები და გირლანდები

ეზოს დეკორირებისას გამოიყენეთ გირლანდები და ამ შემთხვევისთვის აპრობირებული და ძალიან პოპულარული ჩინური ბურთები. ასვე შეგიძლიათ დაკიდოთ სხვადასხვა ფორმის თუ ზომის ფანრები.

ტაბლო წარწერებით

გარდა ფანრებისა, ეზოს ძალიან უხდება დაფები წარწერით, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი თქვენს აგარაკს აბსოლუტურად სხვა იერს მიანიჭებს.

მოხატეთ გაზონი

წვეულება გასართობი თამაშების გარეშე ალბათ მოსაწყენი იქნება, ამიტომ გირჩევთ შეარჩიოთ რომელიმე გასართობი თამაში და მის სათამაშოდ წინასწარ მოხატოთ გაზონი, რაც ნამდვილადსასიამოვნო ჟესტი იქნება მასპინძლის მხრიდან.

დამალეთ ბალახში ეზოს ჯუჯები

წვეულებებს და მეგობრების თუ ოჯახის წევრების თავშეყრას ძალიან ახალისებს კონკურსები, რომელიც თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ და საამისოდ აქსესუარები, ელემენტები, მაგალითად ჯუჯები ბალახში დამალოთ.

ბევრი გასაბერი ბუშტი

ბევრი ფერადი გასაბერი ბუშტი ნებისმიერ თავშეყრას კიდევ უფრო მხიარულსა და საზეიმოს გახდის, განსკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებიც იქნებიან.

ცეცხლი

ასევე ნებისმიერ საღამოს დაამშვენებს კოცონი. ასე რომ, სანამ დაგეგმავთ, როგორ უნდა მოაწყოთ ეზო, გაითვალისწინეთ ადგილი კოცონისთვის. ის ხომ მსგავსი თავშეყრის დროს თითქმის მთავარი  ელემენტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები