ძველი მანქანების "სასაფლაო" ფასანაურში - ის, რაც არ გინახავთ

თბილისიდან ყაზბეგისკენ გზად მიმავალმა მანქანიდან შემთხვევით ძველი მანქანების სადგომი შევნიშნეთ და გაჩერება გადავწყვიტეთ. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ფასანაურში ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, უჩვეულო მუზეუმი აღმოვაჩინე. ალბათ ეს ადგილი ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ ჩემთვის მართლაც აღმოჩენა იყო. ჟანგმოკიდებული, ძველი მანქანის ხილვა არავის გაუკვირდება, მაგრამ აი, ხავსმოკიდებული მანქანები, სადაც ხეები და ბუჩქებია წამოზრდილი, ნამდვილად საკვირველი და მისტიური სანახავია. კოლექცია ჯიმშერ პატაშურს ეკუთვნის, რომელსაც 100-ზე მეტი ძველი მანქანა ყავს. მის უჩვეულო კოლექციაში ნახავთ საბჭოთა დროინდელ პაბედებს, ვოლგებს, ზიმებს, ჩაიკებს, სხვადასხვა ანტიკვარულ მანქანებს, მსუბუქ რეტროავტოებს. ასევე არის
დიდი პიკაპები, ძველი დროის პოლიციის მანქანები და სამხედრო ტექნიკაც კი. ალბათ ყველას გახსოვთ „ჯარისკაცის მამა“. როცა გიორგი შვილის საძებნელად ფრონტზე მიემართება, ერთ ძველს მანქანაზე შემოსვამენ მეზობელები და მერე მთელი სამეზობლო აწვება, რომ დაიქოქოს. სწორედ ეს მანქანა ინახება დღეს ამ კოლექციაში. აქვე ნახავთ, ოპელის ფირმის მანქანას, რომლითაც სავარაუდოდო ჰიტლერი, მისი მეუღლე და ძაღლი გადაადგილდებოდნენ. ასე, რომ ყაზბეგისკენ თუ აიღებთ გეზს, ეს ადგილი აუცილებლად მოინახულეთ.



მანქანა ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"

მერი ბლიაძე

კომენტარები

ფ.ი. 2021-07-15 01:09
მაგ მანქანებს პასპორტები აქვს!?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები