რითია გამორჩეული ამერიკული სახლები

ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები საზღვარგარეთ, რითი განსხვავდებიან ჩვენგან, რა გვაქვს საერთო. მოდით, დღეს ამერიკაზე ვისაუბრობთ, კერძოდ, როგორ ცხოვრობენ ამერიკელები, როგორი სახლები აქვთ.


ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი განათებაა, ჭაღები არავის უკიდია, მათ ნაცვლად ჭერში ვენტილატორები კიდია, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს განათება.
დიდი ფანჯრების ხარჯზე თითქმის ყველა სახლი ნათელია, მზის სხივების დეფიციტი არ იგრძნობა, ამიტომაც ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯი საჭირო აღარ არის.
თუმცა თითქმის ყველა ამერიკული ოჯახის საძინებელში მოიძებნება კედლის ბრა ან დახვეწილი ტორშერი საღამოს გასანათებლად.

ამერიკული სახლებისთვის კიდევ ერთი სახასიათო
ნიშანია მაღალი საწოლები და ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ თავად საწოლში როდია, ისინი, როგორც წესი საწოლზე დებენ 2, ხან კი სამ სხვადასხვა სახის მატრასს მაქსიმალური კომფორტისთვის. სწორედ ამით აიხსნება მათ საძინებელში პუფების და პატარ-პატარა კიბეების არსებობა, ასეთ საწოლზე ასვლა-ჩასვლა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.

რამდენიმე საპირფარეშოს არსებობა ამერიკულ სახლში არავის უკვირს.

აბაზანას და საშხაპეს ერთად იშვიათად შეხვდებით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აბაზანის კარი ყოველთვის შიგნით იღება.
რაც შეეხება დეკორის ელემენტებს, ჩვენთვის ნაცნობი ფარდების მაგივრად ისინი უპირატესობას ჯალუზებს ანიჭებენ. ფანჯრები თითქმის ყოველთვის ღია აქვთ.

ამერიკული სამზარეულოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორი ასევე გამწოვისა და მიკროტლღურის ერთობლიობა. ეს კარგი საშუალებაა როგორც სივრცის დასაზოგად, ისე ბავშვების უსაფრთხოების გათვალისწინებით.

თითოეული ამერიკული ოჯახის გული სასადილო ოთახი გახლავთ. დიახ, ეს მხოლოდ ფილმებში როდია. ისინი ძალიან აფასებენ ოჯახურ თავყრილობებს და ცდილობენ ერთად იტრაპეზონ ხოლმე.



რატომ არ აქვს ამერიკაში კერძო სახლებს არანაირი მესერი და გალავანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები