რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბინას კარგ ფასში ვერ გაყიდით


უკანონო გადაკეთება, ცუდი განათება და კიდევ რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბინას კარგ ფასში ვერ გაყიდოთ. მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ ჩამონათვალს.

შეუთანხმებელი გადაკეთება
ნებისმიერი უკანონო გადაკეთება, აივნის მოშენება ან ამოსენება, სადარბაზოს ნაწილის მიერთება მომავალში, გაყიდვის დროს მხოლოდ პრობლემას შეუქმნის საცხოვრებელი ფართის პატრონს. მყიდველს, რომელსაც ბინის ყიდვა სურს, ბანკი იპოთეკას უბრალოდ, არ მისცემს. ვისაც ბინის ყიდვა კრედიტის გარეშე შეუძლია, რემონტის გაკეთება ყოველთვის თავად ურჩევნია.
თუ სახლი უკვე გადაკეთებული გაქვთ ისე, რომ მერიაში არ შეგითანხმებიათ, უმჯობესია გააფორმოთ შესაბამის ორგანოებში და მოაგვაროთ აღნიშნული პრობლემა.
სავარაუდოდ, მოგიწევთ ჯარიმის გადახდა.
ნებიმეირ სახლის გაყიდვა შესაძლებელია, უბრალოდ ისეთ სახლს, რომელშიც ვერ იცხოვრებ, მყიდველი შედარებით გვიან გამოუჩნდება. ამიტომ, გაყიდვამდე გირჩევთ სახლს მინიმალური კოსმეტიკური რემონტი მაინც ჩაუტაროთ.

გამორჩეული რემონტი


ერთ დროს აქტუალური და მოდიდან გადასული თაბშირის ფიგურებიანი ჭერი, თაროები - ყველაფერი ეს საკმაოდ მოძველებულია და ასეთ მდგომარეობაში სახლის გაყიდვა ნამდვილად გაგიჭირდებათ.
ბნელი და უსინათლო სახლი არც ისეთი დაბრკოლებაა, როგორც მაგალითად შეუთანხმებელი გადაკეთება, თუმცა არანაკლებ დისკომფორტს უქმნის მყიდველს.

ძველებური ატრიბუტები


მოძველებული სანტექნიკა, ძველი აქსესუარები არავის იზიდავს, ამიტომ, თუ სახლის გაყიდვას გადაწყვეტთ, ეცადეთ ეს ნივთები სახლიდან მოაშოროთ და მხოლოდ ამის შემდეგ aანახოთ პოტენციურ მყიდველს.

ზედმეტად ბევრი ავეჯი



ბევრი ავეჯი, გადატვირთული სახლი სივრცეს ყოველთვის აპატარავებს, ამიტომ თუ სახლს ყიდით, ეცადეთ განტვირთოთ სახლი და სივრცე მეტად გამოაჩინოთ.

ობი, ნესტი და სხვა


თუ სახლში ობი ან ნესტია, ჭერზე ან კედლებზე, გირჩევთ სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პროლმა, რადგან ისე სახლის გაყიდვა ნამდვილად გაგიჭირდებათ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები