10 ნივთი, რომლებიც შემოდგომაზე უნდა შეიძინო

შემოდგომა განსაკუთრებულად საყვარელი დროა - გრილი ამინდი, გაცილებით სუფთა ჰაერი და ჭრელი ბუნება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ დროს ყველაფერი ბევრად მყუდროა. ფერადი სეზონი სიღრმისეულად რომ შეიგრძნოთ, ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, რომლებიც შემოდგომას ასეთ იდეალურს ხდის.
გთავაზობთ 10 ნივთს, რომლებსაც „გორგიაში“ შემოდგომაზე ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ და რომლებიც თქვენს ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შემოიტანს.

1. გლინტვეინის ჭიქა


არაფერი ისე არ უხდება შემოდგომას, როგორც არომატული გლინტვეინი, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობს. წითელი ღვინის, ციტრუსისა და სანელებლების მიქსი ყველაზე მოსაწყენ დღესაც კი გაგიხალისებთ. თუ სამსახურში
დატვირთული დღე გქონდათ, ბევრი დრო დაკარგეთ საცობში მოხვედრილმა, ან ყოფილმა სოციალურ ქსელში ახალ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, თქვენს დღეს ღვთაებრივი სასმელი გადაარჩენს. მოამზადეთ გლინტვეინი და აუცილებლად იფიქრეთ ესთეტიკურ მხარეზეც. გაითვალისწინეთ, რომ გლინტვეინს მინის სახელურიანი ჭიქა განსაკუთრებით უხდება!

2. კექსის ფორმა


შემოდგომა სწორედ ის სეზონია, როცა ყველაზე მეტად გვინდება, ოჯახის წევრებს ერთ მაგიდასთან მოვუყაროთ თავი და ჩაითა თუ გემრიელი კექსით გავუმასპინძლდეთ. ანდაც დავპატიჟოთ ახალგაცნობილი სასიამოვნო ადამიანი, რომელიც ძალიან მოგვწონს და სასიამოვნო საღამო გავატაროთ. კექსი ძალიან მარტივად მოსამზადებელი დესერტია და განსაკუთრებული კულინარიული უნარები ნამდვილად არ სჭირდება. მთავარია, გქონდეთ კარგი რეცეპტი, რამდენიმე ინგრედიენტი და კექსის სპეციალური საცხობი ფორმა.

3. პლედი


დასვენების დღეებში, როცა გარეთ წვიმს ან ქარია, სიმყუდროვის შესაქმნელად სრულიად საკმარისია, ჩართოთ საინტერესო ფილმი, კუბოკრული პლედი შემოიხვიოთ და გვერდით ცხელი შოკოლადი მოიდგათ. გაითვალისწინეთ, პლედში გახვევა საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრად სასიამოვნოა.

4. არომატული სანთლები


გლინტვეინი, კექსი, პლედი... ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ბუხარი იდეალური იქნებოდა! არ გაქვთ სახლში ბუხარი? - მაშინ აანთეთ მინის ჭიქებში მოთავსებული სურნელოვანი სანთლები, რომლებიც სიმყუდროვესთან ერთად, რომანტიკულ განწყობასაც შეგიქმნით და შოკოლადისა და კარამელის სურნელით აავსებს ოთახს.

5. გამათბობელი

სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სითბოა. თუ ცენტრალური გათბობა ან ბუხარი არ გაქვთ, ელექტროგამათბობელი და კონვექტორი ის აუცილებელი ნივთებია, რომლებიც შემოდგომაზე უნდა შეიძინოთ. მათი საშუალებით სახლის ყველაზე ცივ კუნჭულებსაც კი სრულყოფილად გაათბობთ.

6. ჩაიდანი


შემოდგომის დილა ცხელი ჩაით იწყება! ჩაის დასაყენებლად არ დაგავიწყდეთ მინის ლამაზი ვინტაჟური ჩაიდანი, რომელიც აუცილებლად გააცოცხლებს თქვენი ბავშვობის მოგონებებს და იმ ზემოხსენებულ სასიამოვნო ადამიანთან სალაპარაკო თემაც აღარ გექნებათ მოსაფიქრებელი.

7. დაწნული კალათი


ყურძენი, ბროწეული, კარალიოკი, კომში, მანდარინი, მსხალი, ვაშლი - ვიტამინებით მდიდარი სეზონური ხილი დაწნულ კალათში მოათავსეთ და მაგიდაზე დადეთ. ეს დეტალი სტუმრების თვალში გემოვნებიან ადამიანად წარმოგაჩენთ.

8. ფოცხი

მიწაზე ჩამოყრილ, გამხმარ ფოთლებზე ფეხით სიარული ერთგვარი თერაპიაა. თუ საკუთარ სახლში ცხოვრობთ, ალბათ, თქვენს ეზოსაც ეფინება წითელ-ყვითელი ფოთლების ხალიჩა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შეყვარებული ფოთლების შეგროვებაზე ფეხს ითრევს, გამათბობელთან პლედშემოხვეული ზის, ჩაისა და არომატული კექსის თანხლებით უყურებს საინტერესო ფილმს და დაწნული კალათიდან ხილს გემრიელად შეექცევა, თქვენს ნერვებს ფოცხი გადაარჩენს. ნუ მოიშლით ნერვებს უმნიშვნელო წვრილმანების გამო. აქციეთ ფოთლების შეგროვება სახალისო საქმედ.

9. შესანახი ყუთი ხის ეფექტით

მოულოდნელი ან ხშირი „სტუმრის“ მიღება გაცილებით კომფორტულია, როცა ოთახში ზედმეტი ნივთები არ არის მიყრილ-მოყრილი, ამისთვის ნივთების შესანახი ლამაზი ყუთი ნამდვილად გამოგადგებათ.

10. ხის სტენდი მცენარეებისთვის


შემოდგომაზე სახლის მცენარეების მოვლა არ დაგავიწყდეთ. დროა, აივნიდან ქოთნები შინ შემოიტანოთ. ქოთნის მცენარეების ლამაზად დასაწყობად დაგჭირდებათ ხის სტენდი რომელიც ოთახში სასიამოვნო და მყუდრო გარემოს შეგიქმნით. მთავარია, ფილმის ყურებით გართულს, მათი მორწყვა არ დაგავიწყდეთ!

კომენტარები

zoia 2021-10-20 11:29
ოღონდაც ვინმე და რამე გააკრიტიკოთ,კარგით რაა! შედევრის პრეტენზია აქვს ვისმე? იყიდე 10 ნივთიო და მორჩა , თუ გინდა იყიდე, თუ არ გინდა და რა გაძალებს ბინმე?
მიხოს 2021-10-19 22:11
ფოცხი ფოცხია, ცოცხი - ცოცხი :) რა უაზრო შენიშვნა დაწერე თუ იცი? :)) თუ ფოცხი არ იცი რა არის? :)
istoria 2021-10-18 18:07
გლინტვეინიო!

არაფერი ისე არ უხდება შემოდგომას, როგორც არომატული გლინტვეინი, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობს. წითელი ღვინის, ციტრუსისა და სანელებლების მიქსი ყველაზე მოსაწყენ დღესაც კი გაგიხალისებთ

ბიჭო, ვინ ადგენთ ამას? ან საიდან იწერთ?!
ბიჭო, აზრზე მოდით!
ლია 2021-10-18 11:30
კრიტიკა უადგილოა, ფოცხი სხვაა, ცოცხი სხა!!!!
2021-10-17 04:41
გლინტვეინის კი არა მაჭარის დროა

კომენტარის დამატება