ბარსელონა ტურისტებისა და მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საოცნებო ქალაქია. შესაბამისად აქ უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს და უკან დაბრუნების სურვილს უჩენს. პანდემიამ ამ ულამაზეს ქალაქსაც დაატყო თავისი ხელი, თუმცა ის დღითიდღე უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს და ყოველდღიურად ათასობით ტურისტს უღებს კარს. თუ თქვენ ახლო მომავალში ბარსელონაში მოგზაურობას გეგმავთ, ეს სტატია თქვენთვისაა. ნინო მსხილაძე, რომელიც წლებია ბარსელონაში ცხოვრობს და ბევრ ქართველსაც მასპინძლობს ხოლმე, ამ ულამაზეს ქალაქში მოგზაურობის დეტალებზე გვიყვება და საინტერესო რჩევებს გვიზიარებს, რის ნახვა შეგიძლიათ მოასწროთ, როცა მცირე დროით აღმოჩნდებით ამ
ქალაქში და რა უნდა გაითვალისწინოთ.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის, მაგალითად საქართველოს მოქალაქემ, რომ ბარსელონაში ტურუსტულად შევიდეს?
- საზღვრის კვეთის დროს ტურისტს თან უნდა ჰქონდეს სასტუმროს ჯავშანი, თუ ოჯახის წევრთან მიდის, მაშინ მოწვევა, ასევე უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა, კოვიდ პასპორტი, თანხა მინიმუნ 90€ დღეზე და ყველაზე მნიშვნელოვანი QR კოდი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის გარეშეც ფიზიკურად ვერ შემოხვალ ქვეყანაში, თუნდაც ყველა საბუთი წესრიგში გქონდეს. ამას ითხოვს ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც მითითებულია შენ შესახებ ყველანაირი ინფორმაცია, რაც კოვიდს შეეხება. მაგალითად, როდის აიცერი, რომელი ვაქცინით ხარ აცრილი, ბოლო 14 დღის განმავლობაში ხომ არ გქონია კონტაქტი ვინმე კოვიდიანთან და ბოლო 14 დღის განმავლობაში სხვა ქვეყანაში ხომ არ გიმოგზაურია.
- ბევრს საუბრობენ, რომ ევროპაში ვერ კითხულობენ ქართული კოვიდ ბარათის შტრიხკოდს. ამის შესახებ თუ გაქვს ინფორმაცია და კონკრეტული შემთვევა თუ გაგიგიათ, რომ საქართველოს მოქალაქეს ამის გამო პრობლემა შექმნია ბარსელონაში?
- რაც შეეხება ქართული შტრიხკოდის ვერწაკითხვას, ესპანეთში ეგ არ არის პრობლემა, რადგან QR კოდის შევსების დროს უთითებ აცრაზე ყველანაირ ინფორმაციას და აღარ ითხოვენ შემოსვლის დროს ცალკე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მაინც აუცილებლად თან უნდა გქონდეთ კოვიდ ბარათი.
- როგორ მოვხვდეთ აეროპორტიდან ქალაქში იაფად, სად შევიძინოთ სამგზავრო ბარათი და ტურისთვის რა უფრო მომგებიანია ამ შემთხვევაში?
- ბარსელონის აეროპორტს აქვს ორი ტერმინალი, რომელიც საკმაო მანძილითაა დაშორებული ერთმანეთთან, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უპრობლემოდ იმგზავრებთ. არის რამდენიმე ვარიანტი - მატარებელი Aerobus-ი, რომელიც შედარებით ძვირი ღირს 7€, ან საზოგადოებრივი ავტობუსი (2.40€). ორივე მათგანი აეროპორტიდან კატალუნიის მოედანზე მიგიყვანთ, ასევე Aerobus-ი აჩერებს ესპანიის მოედანზეც.
რაც შეეხება ქალაქში მოძრაობას, ნებისმიერ მეტროს სადგურში იყიდება სამგზავრო ბარათები, არის 24, 48, 72-საათიანი, ასევე ბარათი, რომლითაც 10-ჯერ გაივლით და ღირს 11.35€. ერთი ბარათით მოძრაობ ყველა ტრანსპორტში, ეს იქნება ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი თუ მატარებელი.
- როგორი ეპიდვითარებაა ქალაქში, რა რეგულაციებია ტრანსპორტში, კაფეებში, მაღაზიებში და მუზეუმებში სტუმრობისას?
- რაც შეეხება კოვიდ-რეგულაციებს, ნელ-ნელა ყველა შეზღუდვა იხსნება. პირბადის ღია სივრცეში ტარება არ არის სავალდებულო, მაგრამ დახურულ სივრცეში აუცილებლად უნდა გეკეთოთ. ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. ყველგან უპრობლემოდ შეხვალთ. ამ დროს არ გჭირდებათ კოვიდ ბარათი, არც QR. ისინი მარტო საზღვარზე წარსადგენად გჭირდებათ. მოსახლეობის დაახლოებით 70-80% უკვე სრულად ორი დოზით აცრილია და ამან დიდი როლი ითამაშა რეგულაციების მოხსნაში.
- და ძალიან მნიშვნელოვანი, რა ადგილები უნდა ვნახოთ აუცილებლად ბარსელონაში?
- ეს არის საგრადა ფამილია, ტიბიდაბო, მონსერატის მთა (რომელიც ბარსელონის სიახლოვესაა), მეფის სასახლე, კატალონიის და ესპანიის მოედნები, პორტი, გაუდის პარკი და სახლი (casa batllo და casa mila), პიკასოს მუზეუმი, ცვილის ფიგურების მუზეუმი (muzeo de cera), აკვარიუმი და ზოოპარკი. ასევე, სტადიონი Camp nou და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მუზეუმი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ასევე ბარსელონის ბაზარი.
ფლამენკო? ოუ დიოს მიოს. ეს არის ნამდვილი შოკი. თუ Castle medieval-ში წახვალთ და იქაურ ფლამენკოს, დაესწრებით ბონუსად თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდების შოუსაც უყურებთ და ყვავილიც შეიძლება მოგართვან. მოკლედ, საოცარი ცეცხლი, ენერგია და ვნება აქვთ, ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ.
- მუზეუმების დათვალიერებისას არის რამე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ?
- ყოველი თვის პირველ კვირა დღეს საკმაოდ ბევრ მუზეუმში შესვლა უფასოა, ასევე არის რამდენიმე მუზეუმი, რომლებსაც ყოველ კვირა საღამოს უფასოდ ნახავთ, ასევე პიკასოს მუზეუმი ყოველ ხუთშაბათ საღამოს უფასოა. ყველა მათგანს სჭირდება ონლაინ დაჯავშნა.
მერი ბლიაძე

კომენტარები
ერიდეთ ქართველებს ბარსელონაში,გაგქურდავენ აუცილებლად.