ზამთრის მობრძანებასთან ერთად გამოვიდა ყველაზე „სახლური“ ჟურნალის „შინ“ ახალი ნომერი. ბუნებრივია, ჟურნალში ერთ-ერთი მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს 2022 წლის ინტერიერის ტრენდებს, საახალწლო სამზადისსა და სახლის მორთვას. თუმცა, აქვე ამოიკითხავთ რჩევებს მცენარეების, მათთვის ქოთნის სწორად შერჩევის და იმ წვრილმანების შესახებ, რომელზეც აქამდე შესაძლოა, არც კი დაფიქრებულხართ.
„შინ“ ამჯერადაც გამოგზაურებთ ცნობილი ადამიანების სახლებში და მათ შინაურ გარემოს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
აი, მაგალითად, მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა თავისი გემოვნებით მოწყობილ სახლში მიგვიღო, რომლის რემონტზე და მოწყობაზე თავად იზრუნა. „ეს ბინა ორი წლის წინ შევიძინე. არც
ისეთი მარტივი აღმოჩნდა ბინის შერჩევა, როგორც მეგონა. რაც მთავარია, კორპუსი ხარისხიანად შენდებოდა, ადგილი იყო ჩემთვის მისაღები და სასურველი, ოთახები - კარგად განლაგებული და ნათელი. ბინა ზუსტად იმ ვადებში ჩამაბარეს, რაზეც შევთანხმდით. მხოლოდ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა იცოდა, რომ ბინა შევიძინე. ჩემმა მშობლებმა და დამ არ იცოდნენ. მინდოდა, მათთვის სიურპრიზი ყოფილიყო და პირდაპირ გარემონტებულ ბინაში მოვიყვანე. ვუთხარი, რომ ჩემს მეგობართან მივდიოდით და უცბად გაიგეს, რომ ჩემს სახლში იყვნენ. ძალიან ემოციური აღმოჩნდა ეს მომენტი. დედამ ცოტა იტირა კიდეც სიხარულისგან.“ - აღნიშნა ნოდიკომ სახლზე საუბრისას.
მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მეუღლესთან, ტელეწამყვან ნუცა ქავთარაძესთან და უსაყვარლეს შვილთან, სანისთან ერთად ისეთ კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც თბილისისთვის ცოტა უჩვეულო ხედი აქვს - „აივანზე რომ გამოვდივარ, წინ არც ერთი კორპუსი არ დგას და სივრცე იშლება. თბილისში ხედი თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ აქ სივრცე მაქვს, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ეს ბინა გვეყიდა. თან, ქალაქის ცენტრშია, სამსახურთან ახლოს ვარ და რაც მთავარია, არ არის ხმაურიანი უბანი".
როგორც მსახიობი "შინ"-თან ინტერვიუში აღნიშნავს, სარემონტო სამუშაოებში უფრო მეტად ნუცა ყოფილა ჩართული, რადგან იმ პერიოდში თვითონ ამისთვის ვერ იცლიდა. დეტალებს წყვილი ერთად ათანხმებდა და შემდეგ ნუცას სისრულეში მოჰყავდა ჩანაფიქრი. მათი მყუდრო ბინის ამსახველ ფოტოებს ჟურნალში დაათვალიერებთ.
ჩვენი ჟურნალის ფურცლები ხშირად ეთმობა გამოჩენილი ადამიანების შთამომავლებს, რომლებიც ცდილობენ წინაპრების საცხოვრებელი შეინარჩუნონ და ახალი იერი შესძინონ. ამჯერად „შინ“-ი წარმოგიდგენთ მიხეილ თუმანიშვილის შვილიშვილს ნინა მენთეშაშვილს, რომელმაც 20 წლის მიტოვებულ ბაბუისეულ აგარაკს ახალი სიცოცხლე შესძინა. „ნინა პროფესიით მარკეტოლოგია, ასევე ერთ-ერთი ქართული კომპანიის თანადამფუძნებელი და ფიტნეს მწვრთნელია. სახლი, რომელიც ნინამ მოაწყო და გაარემონტა, თბილისთან ახლოს, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს და ის ნინას ბაბუას, ცნობილ ქართველ რეჟისორს, მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნოდა. შენობა 20 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, თუმცა ნინამ მას ახალი სული შთაბერა და იქაურობა ნამდვილ წალკოტად აქცია. „ეს სააგარაკო მიწა 40 წლის წინ ბაბუაჩემს, მიშა თუმანიშვილს, კომუნისტებმა გადასცეს. რამდენიმე წელიწადში აშენდა სახლიც და ზაფხულობით ოჯახი დავდიოდით დასასვენებლად, თუმცა იმის გამო, რომ წყალი არ გვქონდა, ცუდი მისასვლელი გზა და არცთუ სახარბიელო საცხოვრებელი პირობები იყო, შევწყვიტეთ იქ სიარული და 20 წელზე მეტხანს დაკეტილი იყო. შარშან ზაფხულს მეუღლესთან ერთად ჩავედი სახლის მოსანახულებლად. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა, ჩამტვრეული მინებით, ჭიაშეჭმული იატაკით და ეზოში მუხლამდე ბალახით, თუმცა მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძველი აგარაკისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა და მალევე შევუდექით რემონტს“, - აღნიშნა ნინამ საუბრისას.
თუ გსურთ „შინ“-თან ერთად დროში მოგზაურობა, მაშინ გულდასმით წაიკითხეთ სტატია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შესახებ, რომელიც თავს ილიას სტუმრად გაგრძნობინებთ. სახლის კარს შეაღებ თუ არა, სხვა ეპოქაში ინაცვლებ. წითელი ხალიჩით დაფარული კიბით იმ კედლებში ხვდები, სადაც ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი 1888- 1901 წლებში ცხოვრობდნენ. თუმცა, ბუნებრივია, ამ ოჯახის სამოღვაწეო მასშტაბებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ამ სახლს მხოლოდ ეს ორი ადამიანი არ „ახსოვს“... ორსართულიანმა შენობამ, დიდი შუშაბანდითა და ბაღით, ახალი სიცოცხლე დაიწყო...
ილიას კიდევ ერთი თანამედროვეს - უდიდესი ქართველის, მიხეილ გედევანიშვილს სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ, სადაც მისი შვილიშვილი ცხოვრობს. სწორედ ქალბატონი მანანა გედევანიშვილი გვიამბობს ამ სახლის და მის მობინადრეთა საოცარ ისტორიას.
კარლო კაჭარავა ზოგისთვის უპირველესად ხელოვნებათმცოდნე იყო, კრიტიკოსი, ზოგისთვის კი მხატვარი და პოეტი. ეს გახლდათ კაცი, რომელიც ნახატებისა და ტექსტების კომბინაციით ახდენდა ყოველდიურობასთან, აწმყოსა და არტსამყაროსთან კომუნიკაციას. კარლოს დას, ლიკა კაჭარავას უნდოდა, კარლოს ნამუშევრების განსათავსებლად გარკვეული ფართი ჰქონოდა და თურმე მოულოდნელად, 2017 წელს, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა შტეფან ვაკვიტცმა მას სოფელ წინამძღვრიანთკარში ნაკვეთი აჩუქა. ბუნებრივია, მშენებლობის დასაწყებად საჭირო იყო თანხა, ლიკასთვის გალერისტ და მხატვრის სახელის პოპულარიზატორს ირინა პოპიაშვილს უთქვამს, - ნუ ღელავ, კარლო თავის თავს მიხედავსო, და ასეც მომხდარა. ჰონორარებითა და ნამუშევრების გაყიდვით შემოსული თანხით, კარლო კაჭარავას სახლის მშენებლობა დაიწყო. მართალია 30 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ბევრის „თქმა და გაკეთება მოასწრო“ სწორედ მის არტჰაუსს იხილავთ ჟურნალის ფურცლებზე.
„შინ“ -ს ასევე უმასპინძლა ქეთი დოლიძემ, მის მშობლიურ სახლს და ძვირფას ნივთებს, რომლებიც სახლის ბიდანართა ისტორიას ჰყვებიან ზამთრის ნომერში იხილავთ.
რასაკვირველია, იხილავთ ასევე ბევრ საინტერესო და ორიგინალურ სახლს, გაეცნობით ქართველ ხელოვანებს, წაიკითხავთ რჩევებს რემონტზე, მცენარეების მოვლაზე, ინტერიერის დიზაინზე და 2022 წლის ტრენდებზე. ასევე იმაზე, თუ როგორ შეეგებოთ ვეფხვის წელს.
ციცი ომანიძე

კომენტარები