80-იანი წლების მიწურულს მხატვარი ამირან კუპრავა მხატვრის სახლში არსებულ სტუდია-სახელოსნოში საქმიანობდა. სწორედ აქ მიიქცია ყურადღება, როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერმა მხატვარმა. 90-იან წლებში უცხოეთში მიიწვეს. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური ვითარების გამო შეთავაზებას დათანხმდა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისმა ხელოვნებამ, ნიჭმა იმთავითვე მიიქცია ყურადღება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. წლების განმავლობაში ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნულ მუზეუმში და ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, რუსეთში ლევ ტოლსტოის სახლ-მუზეუმში. ასევე, ნამუშევრები
დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველოში, აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიასა და ბელგიაში. 21 წლის შემდეგ, 2013 წელს მხატვარი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და სამშობლოში გააგრძელა საქმიანობა.
- სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. 1993 წელს მიმიწვიეს მიუნხენში. აქედან დაიწყო ჩემი საქმიანობა გერმანიაში. 21 წელი ვიცხოვრე იქ. არაერთი გამოფენა მქონდა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 2015 წელს გამოიცა წიგნი „მეტამორფოზი“. სწორედ მაშინ გაიმართა გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა მასალაში შესრულებული რეტროსპექტული ნამუშევრები, როგორც ფერწერა, ისე ფერადი გრაფიკა, ქანდაკება და ინსტალაცია. გაიმართა კატალოგის პრეზენტაციაც. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი გერმანიიდან. მასალა არ მქონდა და ცხონებულმა დიმა ჯაიანმა ძალიან დიდი სამსახური გამიწია. აფხაზეთის სამინისტროში გამომიყო ოთახი, სადაც ვმუშაობდი.
წარმოშობით ფოთიდან ვარ, მაგრამ 1970 წლიდან ვცხოვრობდი თბილისში. ახლა ისევ მივუბრუნდი ფოთს და მამისეულ სახლ-კარს. შემდეგ ახალი სახლიც ავაშენე, გავაშენე ლამაზი ბაღი. მინდა ადგილობრივ ბავშვებს სიკეთე გავუკეთო, ვასწავლო ხატვა, ვამეცადინო. ამასთან, აქ მეტი შესაძლებლობა მაქვს დიდ, მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაო. ასევე, ჩემი დიდი სურვილია დასავლეთ საქართველოს მხატვრებს მოვუყარო თავი, ვუმასპინძლო და განვახორციელოთ სანტერესო პროექტები.
- ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვრობის ნიჭი?
- ჩვენ შვიდი და-ძმა ვიყავით. ზამთარი იყო. დაორთქლილ ფანჯარაზე თითით ვხატავდი. დავხატე პორტრეტი და რომ ჩამოიღვენთა, თურმე ტირილი დამიწყია. დედას უთქვამს, ნუ ტირი, ხვალ გიყიდი ფანქრებს და ფურცლებსო. აქედან დაიწყო ჩემი მხატვრობა. მას შემდეგ ერთი დღეც არ მიმიტოვებია ხატვა. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. მე ვერ შევაქებ ჩემს მხატვრობას, სათქმელი თავად მხატვრობამ უნდა თქვას.
- თქვენი საქმიანობის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარეთ. ევროპამ როგორ მიგიღოთ?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა რთულია. ევროპაში საკმაოდ დიდი წარმატებები მხვდა წილად, შემდეგ -საქართველოში. მე მიხარია, რომ თქვენ შეამჩნიეთ ჩემი ხელოვნება, ნამუშევრები და დამიკავშირდით.
პირველი მიწვევა მქონდა მიუნხენში და ეს ჩემთვის ძაალიან საინტერესო იყო. მაშინ ენაც არ ვიცოდი და მომიწია შესწავლა. წარმოიდგინეთ, ექვს თვეში შევძელი ენის შესწავლა. მაშინ უკვე 40 წლის ვიყავი და მოგეხსენებათ, რთულია ამ ასაკში უცხო ენის შესწავლა. აქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა. ძალიან ბევრი საქველმოქმედო, საინტერესო გამოფენა მქონდა ეკლესიებში. იყო ჩემს ცხოვრებაში საინტერესო შემთხვევა, არაკანონიკური საეკლესიო, რელიგიური თემები მქონდა შესრულებული. ეს იყო შემოქმედებითი პროცესი. მღვდელმთავარი შემოდიოდა და ლოცვებს ატარებდა, მგალობლები გალობდნენ ჩემს ნამუშევრებთან, ამ დროს მე გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი. მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნებში ვმართავდი გამოფენებს.
ამ ყველაფრის პარალელურად ჩამოვდიოდი თბილისში და მონაწილეობას ვღებულობდი ძველ გალერეაში გამართულ გამოფენებში, ხელოვნების მუზეუმში და კიდევ სხვადასხვა გალერეებში. მიღებული მაქვს რამდენიმე პრემია. ალბათ გამიჭირდება თითოეულის ჩამოთვლა, რადგან ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს.
- ამ ხნის განმავლობაში შემოქმედებითი პაუზა არ გქონიათ?
- ახლა სახელოსნოს ვიშენებ და ამის გამო ყველაზე დიდი, ექვსთვიანი პაუზა მქონდა. მთელი ეს დრო სახელოსნოს მშენებლობას და ბაღის კეთილმოწყობას დავუთმე. მე ამაშიც ვხედავ ხელოვნებას, რადგან ვაკეთებ სხვადასხვა ობიექტს, ხეში მაქვს გამოკვეთილი საინტერესო ნამუშევრები, პატარა ქვები, მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ, ეს მხოლოდ ჰობია.
- ბაღის გაშენება როდის დაიწყეთ?
- ვინაიდან მამისეული სახლი ძალიან მოძველებული იყო, დავანგრიე და პარალელურად ახალ სახლს ვაშენებდი. გავაშენე ლიმონი, სხვადასხვა ხეხილი, რასაც მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა. რაც ჩამოვედი გერმანიიდან, ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას და ეს ყველაფერი ჩემი ორგანული ნაწილი გახდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წინა ცხოვრებაში მებაღე ვიყავი (იღიმის). ინტუიციით ვმოქმედებდი და საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ რაც არ უნდა დავრგო, ყველაფერი ხარობს. ეს ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. მე, როგორც მხატვარი ისე ვუდგები ამ საქმიანობას და მსამოვნებს შედეგის ხილვა. ჩემი ხელით ვთიბავ, ვრგავ, ვმარგლავ და ა.შ. ეს გადაედო მთელ ჩემს სამეგობროს და სამეზობლოს.
- ბაღს აქვს საბოლოო სახე?
- ვფიქრობ, ბაღს საბოლოო სახე არასოდეს არ აქვს, რადგან მას სულ სჭირდება გაკრეჭვა, ფორმირება, მცენარეების დამატება და ა.შ. ის ყოველთვის განიცდს სახეცვლილებას.
სამწუხაროდ, ადამიანები მოვწყდით ბუნებას. იცით რამხელა ენერგეტიკის მომცემია მიწა, ბალახი, მეცანარე? ისე უხარიათ დღეს ჩემს დედმამიშვილებს, მათ შვილებს მამა-პაპისეულ კარ-მიდამოში სტუმრობა, ვერ წარმოიდგენთ და ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ვცდილობ საინტერესო გარემო შევქმა ევროპელი სტუმრებისთვის, ჩვენი მხატვრებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ჩემი მიზანია ეს იყოს საინტერესო, შემოქმედებითი გარემო და არა ჩვეულებრივი, რიგითი ბაღი.
მერი ბლიაძე

კომენტარები