აზიისა და ევეროპის გასაყარზე არსებული ქალაქი საუკუნეების განმავლობაში მთელი სისავსით ითვისებდა როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ ღირებულებებს და მულტიკულტურულ გარემოში ინდივიდუალური, სრულიად უნიკალური იერსახით წარმოგვიდგა. თბილისი ყოველთვის ატარებდა ამიერკავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. მთავარ სავაჭრო ცენტრს თათრის მოედანი და შუა ბაზარი წარმოადგენდა, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი გენერალ ლესელიძის) ქუჩას მიუყვებოდა მეიდნამდე. ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო სავაჭროები და სახელოსნოები. ძველი თბილისის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო უბანი - რასტაბაზარი, მდებარეობდა დღევანდელი ერეკლე II-ისა და სიონის ქუჩებზე,
მათ სიახლოვეს იყო გადახურული სავაჭრო მოედანი, „პატარა ჩორსუ“. მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა (ალაფების) დუქნების რიგს ალაფხანა ეწოდებოდა. ფარჩით, ბამბით, მატყლითა და მაუდით მოვაჭრეთა დუქნების რიგს კი ბაზაზხანას ეძახდნენ (ბამბის რიგს). ბზის მოედანზე (რიყის სამხრეთ ნაწილში) ყიდდნენ თივის ზვინებს თბილისში შემოსული აქლემების, ცხენებისა და სახედრებისთვის. იქვე იყო პირუტყვის სადგომი. მექვაბეების რიგი ახლანდელი შარდენის ქუჩაზე იყო. მოგვიანებით აქ მაუდითა და ფარჩით მოვაჭრეები განლაგდნენ, მექვაბეთა დუქნებმა კი რიყეზე გადაინაცვლა. ოქრომჭედელთა სახელოსნოებიც ერთ ქუჩაზე იყო ჩამწკრივებული, რომელიც დიღმის კარიდან იწყებოდა და დღევანდელ ვერცხლის ქუჩას მიუყვებოდა.
კარგად განვითარებულ ვაჭრობასა და ხელოსობასთან ერთად ქალაქში გავრცელებულ რიგ პროფესიებს გეოგრაფიული მდებარეობაც განსაზღვრავდა, მაგალითად, მდინარე მტკვართან სიახლოვე, რაც მეთევზეობას უწყობდა ხელს. სასმელ წყალს წყლით მოვაჭრეები - თულუხჩები ეზიდებოდნენ (თულუხი ხარის ტყავისგან დამზადებული რუმბია). ან გოგირდის ცხელი წყლები, რომელთა წყალობითაც თბილისის აბანოების მექისეებს „ქურუმებიც“ კი შეარქვეს. თბილისს ჰყავდა ხელოსნები, მედუქნეები, მუსიკოსები, თერძები და კიდევ უამრავი პროფესიის წარმომადგენლები, მაგრამ ყველაზე საინტერესო და სასიხარულო ის არის, რომ ზოგიერთი ძველი პროფესია დღემდე არსებობს და უკვე ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს.
ინტერნეტსივრცეში მცირე ზომის ფილმები გამოჩნდა ძველი თბილისური პროფესიების გამგრძელებლების შესახებ. სწორედ ამ ვიდეოამბების ფონზე გვესაუბრება საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ანა შანშიაშვილი:
- ჩვენი ასოციაცია რეწვის ოსტატებთან მუშაობს, ალბათ, დაახლოებით, სამასამდე წევრი გვყავს გაერთიანებული, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თბილისში ბევრი ოსტატია და ჩვენი საქმიანობა ისედაც უკავშირდებოდა მათ. ამასთანავე, UNESCO-ს ინიციატივა იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაეკეთებინა საპილოტე პროექტი, ურბანულ გარემოში ინვენტარიზაციის პროცესის წარმოჩენის, ტრადიციის თაობიდან თაობაზე გადაცემის შესახებ. ამ ქალაქებს შორის თბილისიც მოხვდა. შევქმენით ონლაინკითხვარი, სადაც ჩამოვწერეთ პროფესიების დიდი სია. მოსახლეობა გამოვკითხეთ, თუ რომელი ელემენტები ასოცირდება ჩვენს თბილისურ იდენტობასთან. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა - აბანოს ტრადიცია, ხალიჩებით ვაჭრობა, ოქრომჭედლობა, აგრეთვე ქალაქური მუსიკა, მაგალითად, დუდუკი, რომელიც თბილისური მუსიკის განუყოფელი ნაწილი იყო. მედუდუკეთა ანსამბლები აფორმებდნენ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას: ქორწილებს, ნათლობებს, დღეობებსა და სამგლოვიარო პროცესებს. ამ ტრადიციას დღეს ყველასთვის ცნობილი ანსამბლი „ქსოვრელები“ აგრძელებს და ცდილობს, ცოცხალი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გადასცეს. აგრეთვე მეარღნეობა, - არღანი არ არის ქართული საკრავი, მაგრამ თბილისისთვის მეტად დამახასიათებელია. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კოვიდით გარდაცვალა ბატონი ელგუჯა ომიაძე, შესანიშნავი მეარღნე და აკორდეონზე შემსრულებელი მუსიკოსი. ერთ-ერთი ვიდეო სწორედ ბატონ ელგუჯას ეძღვნება. იგი მოგვითხრობდა საკუთარ ამბავს, საუბრობდა იმაზე, თუ რა როლს ასრულებდა არღანი ძველი თბილისის ყოფაში, რა იყო მისი თანამედროვე დანიშნულება და როგორ ჰქონდა წარმოდგენილი ამ პროფესიის მომავალი. საკუთარი საქმიანობით ბატონი ელგუჯა აცოცხლებდა თბილისს, ის მეტად დააკლდება ქალაქს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოებში სწორედ ბატონი ელგუჯა ომიაძის მიერ შესრულებული ქალაქური მელოდიებია გაჟღერებული, რამაც მათ ძალიან განსხვავებული ხასიათი შესძინა. ერთ-ერთი ვიდეო მიეძღვნა ხალხურ საკრავთა პედაგოგს და მუსიკალური საკრავების ოსტატს ბატონ ნუკრი კელაპტრიშვილს, იგი გვესაუბრა ქალაქურ საკრავებსა და მათი დამზადების ტექნოლოგიაზე.
არც აბანოა ქართული მოვლენა, მაგრამ თბილისში სხვანაირად ტრანსფორმირდა. მექისეობა და ზოგადად, გოგირდის აბანოს კულტურა ძველი თბილისის იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და კოლორიტული რესპონდენტი იყო მექისე ელჩინ ალაჰვერდოვი. იგი მეექვსე თაობაა, თბილისში ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები აბანოებში მუშაობდნენ და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს.
დიასპორების წარმომადგენლებს მივმართეთ, რადგან არსებობს პროფესიები, რომლებიც კონკრეტულად რომელიმე ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის იყო დამახასიათებელი. მაგალითად, ხალიჩებით ვაჭრობა. ძველი თბილისი მთელ ამიერკავკასიაში ხალიჩებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ვაჭრობდნენ ქართველებიც, მაგრამ ისტორიულად, მეტწილად - აზერბაიჯანელები. ჩავწერეთ ანარ მამად-ზადე, რომელიც ხალიჩების სამყაროში გაიზარდა და ტრადიციულ საქმიანობას აგრძელებს, აგრეთვე - მანანა არქანია, ხალიჩა-ფარდაგების მაღაზიის მფლობელი.
ძალიან საინტერესო იყო აშუღი ქალი, ნარგილე თინა მეჰთიევა, რომელიც საზზე უკრავს და თვითონვე წერს თავისსავე სიმღერებს. ერთგვარი პოეზიის და მუსიკის კომბინაციაა. აშუღური ტრადიციები ძალზე გავრცელებული იყო ძველ თბილისში. გვყავდა როგორც ასაკოვანი, ასევე ახალგაზრდა რესპონდენტები, მაგალითად, რამინ პირმამედოვი, 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც თარზე უკრავს.
შთამბეჭდავი იყო მესაათის არტურ პეტროვის ამბავი, რომელიც ყოველდღე მიდის, ზეთავს, მართავს და უვლის საკრებულოს საათს. მისი მამაც რამდენიმე ათეული წელი იყო ამით დაკავებული და სწორედ მან დაუბარა, რომ საკრებულოს საათი ქალაქის გულია და ის არასოდეს არ უნდა გაჩერდეს.
...თითქოს ძველ თბილისში ბრუნდები, როდესაც ტრადიციული საბრძოლო საჭურვლისა და ზარნიშის ოსტატის, ბატონი თეიმურაზის სახელოსნოში შედიხარ, რომელიც აბანოთუბანში მდებარეობს. ბატონი თეიმურაზ ჯალაღონია დღესაც აგრძელებს ძალიან რთული, შრომატევადი და ძვირად ღირებული ტექნიკით მუშაობას, რომელსაც ზარნიში წარმოადგენს და რომელიც, მარტივად რომ ავხსნათ, წვრილი ვერცხლისა და ოქროს მავთულის ჩასმასა და ჩაჭედვას გულისხმობს მეტალში.
იგი იარაღის დეკორატიული გაფორმებით არის დაკავებული, ხოლო უშუალოდ პირების დამზადება სხვა ხელობაა და მჭედლის კომპეტენციას განეკუთვნება. ჩავწერეთ მჭედელი, გიგა გორგიაშვილი, რომელიც სიონის სამჭედლოში მუშაობს და ცივი იარაღის დამზადების ტრადიციებს აგრძელებს
ძველი თბილისი ვერცხლის მხატვრული დამუშავების ცენტრი გახლდათ. ამ მხრივ გამოირჩეოდა ვერცხლის ქუჩა, სადაც მსგავსი სახელოსნოები იყო განლაგებული. ნანა აზიზიანის სახელოსნო სწორედ ვერცხლს ქუჩაზე მდებარეობს - ქალბატონი ნანა ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს.
მამის, ილია თვაურის პროფესიას აგრძელებს ოქრომჭედელი ჯონ თვაური, იგი ლითონის მხატვრული დამუშავების სხვადასხვა ტექნიკაში მუშაობს, ამზადებს თასებს, სამკაულს,
- კიდევ რომელ პროფესიებს შეეხეთ პროექტის ფარგლებში?
- სამწუხაროდ, ჩვენ თვალწინ იკარგება მეაბრეშუმეობა, რამაც კარგად გვაჩვენა, თუ რა სწრაფად, სულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეიძლება დავკარგოთ ეს განვითარებული დარგი, სათანადო ყურადღების გარეშე. მეაბრეშუმეობა თბილისსა და მის შემოგარენში საკმაოდ განვითარებული დარგი იყო, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ თანდათან საფრთხის წინაშე დადგა და დღეს სპეციალისტები წლიდან წლამდე ცდილობენ ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის გადარჩენას.
ძალიან მნიშვნელოვანია ძველი პროფესიების შენარჩუნება, რათა ყველაფრის დაკარგვისა და განადგურების გზით არ წარიმართოს პროცესები და არ დავკარგოთ, მაგალითად, ისტორიული აბანოს შენობები, ქარვასლის შენობები. გასაგებია, რომ თავად ეს ფუნქცია იცვლება, და ვთქვათ, აქლემებით აღარ ჩამოვლენ და ამ ფორმით აღარ გაგრძელდება, მაგრამ სავაჭრო ან სასტუმრო ფუნქცია რაც ჰქონდა ხოლმე ისტორიულად ქარვასლებს, შეიძლება შენარჩუნდეს. ევროპის ქალაქებში რამდენიმე საუკუნის კაფეებს ვხვდებით და როდესაც იქ ჩავდივართ, აუცილებლად მათ სანახავად მივდივართ. ჩვენ გვქონდა „ქიმერიონი“, ისტორიულად მნიშვნელოვანი ბევრი ადგილი, რომლებიც იყო და აღარ გვაქვს. რეალურად არც ერთი ძველი კაფე აღარ დარჩა, არც ერთი ძველი დუქანი, ლაღიძის წყლებიც კი გავაუქმეთ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ცოცხალი კულტურა, სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს ადგილების და ძეგლების შენარჩუნება.
- ცოტა უტოპიური ხომ არ არის დღეს ცოცხალი მემკვიდრეობის შენარჩუნება იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ?
- თუ ჩვენ თავადვე არ შევცვალეთ ჩვენი დამოკიდებულება, არ დავინახეთ კავშირები ცოცხალ მემკვიდრეობასა და თუნდაც არქიტექტურულ მემკვიდრეობას შორის, შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს ის, რაც დარჩა და რაც ძალიან ფასეულია. ჩვენ გვითანამშრომლია რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებითაც და ვნახეთ, რომ თუნდაც ბათქაშის ოსტატები თითქმის აღარ გვყავს, რადგან ყველა თანამედროვე მასალებითა და ტექნოლოგიებით მუშაობს, რომელთა გამოყენებაც სრულიად გაუმართლებელია ისტორიული შენობის რესტავრაციის დროს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხის აივნების ოსტატებზე. მაშინ, როდესაც ლაზერული ტექნოლოგიები არსებობს, ხელით ამის კეთება, რა თქმა უნდა, არავის უნდა და ეს საქმიანობა დავიწყების საფრთხის წინაშე დგას, თბილისური აივნები კი, მოგეხსენებათ, თბილისის სავიზიტო ბარათია. ჩვენი ერთ-ერთი ფილმი სწორედ ამ ხის ჭვირული აივნების ოსტატზე, ლაშა დევაძეზეა. ჭვირული აივნები ძველი თბილისური სახლების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ოსტატი ხის დეტალების რესტავრაციითაა დაკავებული, მის პროფესიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თბილისის ძველებური იერსახის შენარჩუნებაში, რათა არ დაიკარგოს ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნება და განუმეორებელი ხიბლი.
თეა იაკობაშვილი