სოლოლაკში მდებარე ეს სახლი, ისევე როგორც ბევრი სხვა შენობა ძველ თბილისში, წარსულის ამბებს გვიყვება. ერთი საუკუნის წინ აქ სპარსეთის ელჩი ცხოვრობდა და იმ ოთახში, სადაც ახლა ბოლო ერთი წელია მხატვარ მამუკა ცუცქირიძის სამხატვრო სტუდიაა, ელჩის კაბინეტი იყო. იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ მაღალ ჭერს ულამაზესი ჩუქურთმა და მხატვრობის ნაკვალევი შემორჩენია. დიდი ალბათობით, ოთახის კედლებიც თავის დროზე მოხატული იქნებოდა...
სოლოლაკი
- სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე, გარკვეული პერიოდი საბურთალოზე ვცხოვრობდით, დაოჯახების შემდეგ კი, 20 წელია, ისევ ამ უბანს დავუბრუნდი. გარდა იმისა, რომ მხატვრისთვის ინსპირაციის
წყარო ბუნებაა, ძველი თბილისის უბნები ყოველთვის დიდ და დადებით ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე. ამ ისტორიულ და საინტერესო სივრცეში, ჩემი შემოქმედებითი მიმართულებაც შეიცვალა და უფრო მრავალფეროვანი გახდა, - ამბობს მხატვარი და მოქანდაკე მამუკა ცუცქირიძე.
თაობები
სახელოსნოს დათვალიერების დროს, მასპინძელი ბუხრის გვერდით თეთრწვეროსანი მამაკაცის პორტრეტზე მითითებს - ჩემი შვილის შესრულებულიაო. გამოდის, ისევე როგორც ხშირად ხდება, ამ ოჯახშიც ფუნჯები, საღებავები და მხატვრობის ნიჭი თაობიდან თაობებს გადაეცემა - ცნობილი მხატვრის, ლევან ცუცქირიძის გზა ჯერ მისმა ვაჟმა, მამუკამ გააგრძელა და ახლა უკვე - შვილიშვილებმა.
- მას შემდეგ, რაც თვალი გავახილე და ჩემი ცნობიერება იწყებდა ჩამოყალიბებას, წლების განმავლობაში იქმნებოდა მამაჩემის ხელოვნება და ფაქტობრივად, მე მის შემოქმედებასთან ერთად გავიზარდე.
ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მამასთან საუბრებმა, მის მეგობრებთან ურთიერთობებმა, რომლებიც შემდეგ ჩემი პედაგოგები გახდნენ, ახლა კი უფროსი მეგობრები არიან.
ორი შვილი მყავს - ლუკა და ნიკოლოზი და ორივე ხატავს. ალბათ მათზეც იმოქმედა იმ გარემომ, რამაც ჩემზე თავის დროზე და ეს ბუნებრივია. უფროსი ახლა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს - კინო-ტელემხატვრობის მიმართულებით.
ბუნება
კედლებზე გამოფენილ ტილოებზე ზაფხულის განწყობას ერთი მთავარი ფერი - ხასხასა მწვანე ქმნის. ეს რაჭაა, სულ ახალი სერია. ბუნების თემაზე შექმნილი ეს ფერწერული ნამუშევრები, ნათელ ინტერიერში, თანამედროვე არქიტეტექტურასთან კავშირში უკეთესად აღიქმება, თუმცა, ალბათ, ნებისმიერი ნახატი, რომელიც კარგ განწყობას გიქმნის და დადებით მოგონებებს გიღვიძებს, შეიძლება, ინტერიერს მოარგო.
- ზაფხულში სამი კვირა რაჭაში ვიყავი. ჩემი მეუღლის სოფელია სხვავა, ულამაზესი მთებით, სივრცეებითა და ხედებით. უზარმაზარ ეზოში დიდი ხის ქვეშ საველე სახელოსნო მოვაწყვე და სამი კვირის განმავლობაში ვქმნიდი იმ ნამუშევრებს, რომლის ნაწილი ახლა სტუდიაშია გამოფენილი. ყოველდღე უშუალოდ ბუნებიდან ვიღებდი ინსპირაციას. მანამდე კი გაზაფხულზე 2 თვე ხარაგაულში, მთელმა ოჯახმა სოფელ მოლითში გავატარეთ. ყოველდღიურად ვუყურებდი, როგორ იღვიძებდა ბუნება, საოცრად ლამაზი სურათი იყო... მაშინაც ბევრი ვიმუშავე და ხარაგაულის სერია შევქმენი...
მრავალფეროვნება
მართალია, პროფესიით მოქანდაკეა, მაგრამ 4 წლის ასაკიდან ხატავს ყველა მასალით - ზეთი, ტემპერა, გუაში, აკვარელი, აკრილი... ადრეულ წლებში ტაძრების ფრესკების ასლებს აკეთებდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. ახლა ფიგურატიული მხატვრობა, აბსტრაქციები და ირეალური პეიზაჟებია მისი ძირითადი მიმართულება.
დღეს ქანდაკებაზე არ მუშაობს, თუმცა გეგმავს:
- ვაპირებ, ქანდაკებას დავუბრუნდე, იმიტომ, რომ თანამედროვე ქანდაკება, ისევე როგორც მხატვრობა, უამრავ შესაძლებლობას იძლევა. როგორი დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს თანამედროვე ინტერიერს, ექსტერიერსა და ლანდშაფტს, მე ის მხატვრობისა და ქანდაკების გარეშე ვერ წარმომიდგენია...
მუზეუმი
... 2017 წლიდან ხარაგაულში ჩემი ინიციატივით ხელოვნების მუზეუმის შექმნა დავიწყეთ. მამას სიყვარულისა და პატივისცემის საფუძველზე დღემდე სხვადასხვა თაობის ცნობილი მხატვრების 300-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა: ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, ჭედურობა, ბატიკა და ა.შ. კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მამას ფერწერის გარდა, დაახლოებით 300 ნამუშევარს შორის არის: იაკობ ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, ირაკლი ოჩიაურის, მერაბ ბერძენიშვილის, რუსუდან გაჩეჩილაძის, ელგუჯა ამაშუკელის, ავთო ვარაზის, ესმა ონიანის, დიმიტრი ერისთავის, რადიშ თორდიას, გივი თოიძის, გოგი ჩაგელიშვილის, შალვა მატუაშვილის, ლევან ხარანაულის, ვანო აბულაძის და სხვათა ნამუშევრები... კოლექცია ხარაგაულის ისტორიის მუზეუმის მეორე სართულზეა მუდმივად გამოფენილი, თუმცა ეს დროებითი საგამოფენო სივრცეა. ახალგაზრდა ნიჭიერმა არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა შექმნა თანამედროვე მუზეუმის არქიტექტურული პროექტი, რომელშიც ამავდროულად იქნება სასწავლებელიც. ამ მუზეუმის აშენებაც იგეგმება იმავე სივრცეში, ხელოვნების მუზეუმის უკან არსებულ ტერიტორიაზე, მაგრამ პანდემიამ ეს საკითხიც გაურკვეველი დროით შეაჩერა. ვფიქრობ, ხარაგაული კულტურული და ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში. ამ ადგილას მუზეუმის შექმნა იქნება წინაპირობა საინტერესო პროექტების დასაწყისისა. პანდემიამდე ყოველწლიურად ახალ-ახალი კოლექციის პრეზენტაციას ვაკეთებდით, რომელსაც შემდეგ იმერული სუფრით აღვნიშნავდით. 2019 წელს გამოფენის ახალი კოლექციისადმი მიღძვნილ საღამოს მამაც დაესწრო. 2020 და 2021 წლებში კოვიდპანდემიის გამო ასეთი შეხვედრა ვეღარ შედგა, მაგრამ მომავალში კოლექცია კიდევ გაიზრდება და როდესაც მუზეუმი აშენდება, ის მამას სახელობის იქნება - ლევან ცუცქირიძის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
ანა კალანდაძე