სანამ სახლში როუტერს დააყენებთ, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ, ყველა ადგილი როდი გამოდგება ამ მოწყობილობისთვის.
დღევანდელი დღეს სიცოცხლე ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ზოგი სახლიდან მუშაობს, ზოგი კომუნიკაციისთვის იყენებს, ზოგი წიგნს წერს და ა.შ. ყველა სახლში მოიძებნება ადგილი როუტერისთვის, თუმცა საკითხავი ის არის, სად იქნება ის დამონტაჟებული. როგორც წესი, სახლის შესასვლელ ნაწილში გვხვდება ხოლმე. თუმცა არა მხოლოდ, შეიძლება ვიღაცას მაცივარშიც კი ჰქონდეს მოთავსებული, რა აღარ ხდება.
როუტერზე ზემოქმედება და მისი სიგნალის ჩახშობა ადვილი როდია, აი, თავად კი საკმაოდ შთამბეჭდავად ბლოკავს სხვა პორტატულ მოწყობილობებს,
როუტერის მახლობლად არც საბანკო ბარათის შენახვას გირჩევთ, რადგან ძალიან მალე გამოდის წყობიდან.
არ დაფაროთ როუტერი მეტალის საგნებით, რამეთუ ლითონი ზემოქმედებს ელექტრომაგნიტურ ველზე. მოარიდეთ ბეტონის და აგურის კედლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიგნალი ცუდად გადანაწილდება და თუ ბინაში ინტერნეტი არცთუ კარგად მუშაობს, სანამ პროვაიდერს დაადანაშაულებდეთ ჯერ შეამოწმეთ აღნიშნული შეცდომები ხომ არ გაქვთ დაშვებული.
გარდა ამისა ეცადეთ როუტერი არ იყოს განთავსებული საძინებელთან ან საძინებელში. მისი გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.
ნუ შეშინდებით, როუტერი მონსტრი ნამდვილად არ არის, თუმცა სიფრთხილის ნორმების დაცვა ნამდვილად საჭიროა.