როგორ ნაძვის ხეებს დგამენ წელს საქართველოში - რეტროსპექტივა ქართული ინტერიერებიდან

მალე დადგება 2022 წელი და არაერთხელ დავწერეთ მომავალი წლის ტრენდებზე, საახალწლო ტენდენციებზე, ნაძვის ხის მორთვის წესებზე და წლევანდელ აქცენტებზე. ამჯერად კი თვალს გადავავლებთ, დაახლოებით რა ტენდენციებია წელს ქართულ ოჯახებში და როგორ ნაძვის ხეებს დგამენ. ამაში დაგვეხმარება ჩვენი ძველი მეგობარი და პარტნიორი, რემონტის ყველაზე დიდი ჯგუფი. ჯგუფ რემონტში უკვე ნოემბრიდან აქვეყნებდნენ ჯგუფის წევრები მათი საახალწლოდ მორთული ბინების ფოტოებს. ჩვენ მათ შორის რამდენიმე შევარჩიეთ, ლამაზები, ორიგინალურები, გამორჩეულები - საერთო სურათის შესაქმნელად. მადლობას ვუხდით ყველა ფოტოს ავტორს და ჯგუფის ადმინისტრატორებს - თანამშრომლობისთვის. 

როგორც ჯგუფის ადმინისტრატორი სალომე
თხელია
ამბობს, წელს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ნაძვის ხეების არაჩვეულებრივ გამოფენას ჯგუფში:

- რაც უფრო იზრდება ჯგუფი, მით უფრო მეტი სილამაზე გვემატება, თუნდაც ახალ წელს უმშვენიერესი ნაძვის ხეების სახით. უამრავი გემოვნებიანი მორთულობა იპოსტება და გვიხარებს რემონტელებს გულს. წლიდან წლამდე მეტი ორიგინალური იდეა შემოაქვთ რემონტელებს ნაძვის ხის მორთულობაში და წელს ერთ-ერთი იყო, ერთზე მეტი ნაძვის ხის მორთვა სახლში. 2, 3 და 4-ც კი ვნახეთ - როგორც ვხვდები, ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად გაიხალისონ და გააბრჭყვიალონ მათ ირგვლივ ყველაფერი, პანდემიის დაძაბულ განწყობას სინათლის, იმედის და ნათელი მომავლის სიმბოლოებს დავუპირისპირებთ. რემონტელები და რემონტის საზოგადოება facebook-ზე თქვენს მკითხველებს და ყველას ულოცავს იმედებითა და სინათლით სავსე დამდეგ 2022 წელს!















კომენტარის დამატება