როგორ სახლებში ცხოვრობენ 21-ე საუკუნის აფრიკული ტომები

დედამიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან ტომები, რომლებიც ველურ პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, აფრიკაში არიან ტომები, რომლებიც საკუთარი ხელით, აბსოლუტურად ბუნებრივი მასალებით იშენებენ სახლებს.

ბერბერები (ტროგლოდიტები)

ეს ტომი კლდეში კვეთას აგრძელებს. ისინი მთელ კვარტლებს აშენებენ. აქ სიცხეშიც კი გრილა. საჰარას უდაბნოს ცხელი ტემპერატურა ქვაში ვერ აღწევს. ოთახები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. ოთახების კედლებს მითიური გამოსახულებები ამშვენებს.

მასაი

ეს პირველყოფილი მეომარი ტომი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, საძოვრიდან საძოვარზე გადაჰყვათ ძროხები და ისე ცხოვრობენ, ამიტომ მათი საცხოვრებელი დროებითია, მარტივად და სწრაფად
კეთდება და იაფიც ჯდება. ასეთ სახლებს ლამაზს ნამდვილად ვერ უწოდებთ, ეს არც არაფერში სჭირდებათ, ძირითადად მხოლოდ ღამის გასათენებელი ადგილი უნდათ ხოლმე.

მურსი

შავი კონტინენტის ყველზე სისხლისმსმელი ტომი. მათ სახელი გაითქვეს "დები"-ს თეფშებით, რომელსაც ქალები ტუჩებსა და ყურებში იკეთებენ. ეს ტომი მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული. სახლებიც შესაფერისი აქვთ.

პიგმეი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადამიანები სახლებს ლერწმის ტოტებისგან იშენებენ. ძირითადად ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ, მზისგან პალმის ფოთლები იფარავთ.

მუსგუმი

ჩადისა და კამერუნის სანაპიროზე სახლის ასაშენებლად თიხის გარდა სხვა მასალა თითქმის არც არსებობს. სწორედ თიხას, ქვიშას და ჭაობის ნიადაგს იყენებენ უცნაური ფორმის სახლების ასაგებად. მსგავსი ტიპის სახლები შესანიშნავად ერგება ადგილობრივ ლანდშაფტს.


ფონი

ეს კი აფრიკული ვენეციაა. ასე უწოდებენ ამ ადგილს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები