ესპანურ ქალაქ კორდობაში ყოველ წელს იმართება საოცარი ზეიმი, რომელიც გაზაფხულის დადგომას ემთხვევა - ეს არის ფლორისტების ფესტივალი ”ყვავილების ორთაბრძოლა”. ქალაქის მცხოვრებლები შიდა ეზოებს შადრევნებით და ყვავილოვანი ღობეებით რთავენ, კედლებზე, აივნებზე - ყველგან ყვავილებია, რომლებიც ქალაქს ალამაზებენ და სურნელს ანიჭებენ.
დღესასწაული მაისში იმართება და ორ კვირამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ქალაქი ყვავილებშია ჩაფლული და ტურისტებს ვერ აუდის. მართლა საოცარი სანახაობაა!
კომენტარები