როგორ აქცია ახალგაზრდა წყვილმა ძველი საკონდიტრო ფეშენებელურ ბინად

ლონდონში უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ყველა ხერხს მიმართავენ, საკუთარი ჭერი ჰქონდეთ - ზოგი სატვირთო კოტეინერს ყიდულობს, ზოგი - ჩამოწერილ ავტობუსს და მათ საცხოვრებელ ადგილებად იწყობენ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ძველ ქარხნებს გარდაქმნიან სახლებად.
ამ ბრიტანელმა წყვილმაც გადაწყვიტა არცთუ მარტივ გზას დადგომოდა და ძველი საკონდიტრო მშვენიერ, თანამედროვე ორდონიან სახლად აქცია.

ეს ძველო ფაბრიკა ლონდონის ცენტრში, ბეტნალ-გრინზე მდებარეობს. შენობა 1895 წეელს არის აშენებული. ლონდონის საზომებით, მსგავსი ტიპის საცხოვრებელი მეგაპოლისის ცენტრში, კერძოდ კი 60 კვ.მ., სულ მცირე 654 ათასი
დოლარი ღირს, ამიტომ ახალგაზრდა წყვილი აღფრთოვანდა, როდესაც მსგავსი სივრცის შეძენის საშუალება მიეცა.


წყვილმა გათვალა, რომ თუ ამ ძველ შენობას ფუნქციურ სახლად გადააკეთებდა, დიდი წარმატებით გააქირავებდა ყოველთვიურად სულ მცირე 2,5 ათას დოლარად ან ძალიან სარფიანად გაყიდდა და საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა. შენიბის დემონტაჟის დროს თაბაშირ-მუყაოს ქვემოთ წყვილმა ძალიან საინტერესო არქიტექტურული თავისებურებები აღმოაჩინა, კერძოდ - ორფეროვანი აგურის წყობა. სწორედ ამ წყობამ განსაზღვრა ახალგაზრდა არქიტექტორების სამომავლო ხედვა.


დიდი ყურადღება დაეთმო შესანახი სისტემების ორგანიზებას, დაწყებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საოჯახო ტექნიკის და სარეცხი საშუალებების გათვალისწინებითაც კი.

წყვილმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ამ სახლის მცხოვრებლებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ.

საბოლოოდ ტრანსფორმაციის შედეგად მიიღეს თანამედროვე, დახვეწილი და კომფორტული ბინა შესასვლელით, სასტუმრო ოთახით, საძნებლით ქვედა დონეზე, ხოლო ამაღლებულ ადგილზე, სამზარეულოსა და მეორე, სასტუმრო საძინებლის თავზე - სამუშაო ზონა, ოფისი. ინტერიერი მინიმალისტურია. მასალა მაქსიმალურად ნატურალურია შერჩეული.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები