სტალინის ყოფილი სახლი 100 მილიონად იყიდება - დაათვალიერეთ

მოსკოვში მდებარე სამსართულიან სახლში ეს ბინა თავის დროზე სტალინის საკუთრება იყო. მერე გენერალს მიხეილ მალინინს უსაჩუქრა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი გმირობის გამო.

სახლი, სადაც აღნიშნული ბინა მდებარეობს, 1945 წელს არის აშენებული. შენობის ჭიშკარს ლომების სკულპტურა ამშვენებს, ამიტომაც ამ სახლს ლომებიან სახლს უწოდებენ, ან გენერლების სახლს. აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ცნობილი სამხედრო პირი, გენერალი თუ მარშალი ცხოვრობდა.


ბინას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი წყობა. დიზაინი შეცვლილია, თუმცა ბევრი ნივთი დატოვეს ხელუხლებელი.

სახლში არის კაბინეტი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულოსთან არსებული სახლის საიდუმლო გასასვლელი, ორი საძინებელი, დახურული სამზარეულო,
აბაზანა, სტუმრის ოთახი და დიდი ჰოლი. სახლის საერთო ფართი 204 კვ.მ-ია. ჭერის სიმაღლე 3,5 მ. ფანჯრები ერთდროულად სამ ქუჩაზე გადის.

სახლი ანტიკვარული ავეჯით არის გაწყობილი, აქვე არის ძველისძველი ძვირფასი ნახატები, საოცარი როიალი, პრინც ვილჰელმის საჩუქარი.
სახლი ონლაინ აუქციონზე 7 სექტემბრიდან არის გამოტანილი და შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი 100 მლნ რუსული რუბლია.






სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი

სტალინის აგარაკი სოჭში

კომენტარები

ჯოყოლა 2022-02-22 13:56
სტალინი ეპოქალური პიროვნება იყო ო..., ასე შეაფასა ჩეჩილმა. იქნებ როგორმე გააბანძოთ ჩერჩილის წერილი და ხალხს თვალი აუხილოთ. 200 კვ.მ შეშურდებათ ჩვენი მთავრობის ახლანდელ წევრებს.
სიმართლე. 2022-02-22 08:57
ზურაბ ნე დურაკ, ონ კრუპნი აფერისტ.
Zaza 2022-02-20 21:59
200 კვ ბინაა მეფურად ცხოვრება ამას მარტო ბრმა თუ იტყვის.ისე დღეს როგორ ცხოვრობთ ბარიგები,ვითომ პოლიტიკოსები,და ვაი ექსპერტები კლიჩკებით რო გიცნობთ ხალხი.
ასდ 2022-02-20 20:58
მერე გენერალს მიხეილ მალინინს უსაჩუქრა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი გმირობის გამო.
ვისაც რა ესიზმრება იმას ხედავს!!!
ერთი წვეთი ქართული სისხლი აღარ დაგიტოვათ ლიბერასტურმა პოლიტიდეოლოგიამ,
წინასწარ მადლობას ვუხდი რედაქციას პასუხის გამოუქვეყნების გამო!!!!!
Irakli 2022-02-20 20:03
რა ვიცი აბა ფანი ბრბო დღემდე იმას ამტკიცებს 1941 წლს რომ ჩექმები ჩაიცვა 1953 წელს მაგით მოკვდაო და ხო იღლიებში გამოხეული შინელი ეცვა სიკვდილამდე თავისი ხელით კემსავდა თურმე საწყალი ვაი თქვენს პატრონს

კომენტარის დამატება