როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე 2025 წლისთვის - რჩევები ასტროლოგებისგან

2025 წელი ფაქტობრივად კარს მოგვადგა - ხის მწვანე გველის წელი ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით. ეს საშიში ცხოველი ჩინურ ზოდიაქოში მეექვსე ადგილს იკავებს და ხასიათდება სიბრძნით, ეშმაკობით, ერთგულებითა და რთული სიტუაციების მოქნილად გადაჭრის უნარით. მწვანე არის სიმშვიდისა და ჰარმონიის ფერი, ხოლო ხის ელემენტი ჩინურ კულტურაში ზრდას, წარმატებასა და განვითარებას ნიშნავს.
გველი გამოირჩევა დახვეწილი ბუნებით და ძალიან აფასებს ბუნებრივ ტექსტურებს, მდიდარ ფერებს და დეკორაციების სიუხვეს. 2025 წლის იღბლიანი ფერებია მწვანე, ოქროსფერი, წითელი და შავი. გამოიყენეთ იღბლიანი ფერები საახალწლო დეკორაციაში და განსაკუთრებით, ნაძვის
ხის მორთვისას!

ოქროსფერი


ნათელი, სადღესასწაულო ფერი, რომელიც საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია. დეკორაციის ოქროსფერი ელემენტები განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ნაძვებზე გირლანდების ფონზე. ამ ფერის აქსესუარები საუკეთესოდ გამოიყენება, როგორც მთავარი აქცენტი. ოქროსფერი დეკორი მდიდრული გადაწყვეტილებაა განსაკუთრებით დახვეწილი ინტერიერისთვის.

წითელი



წითელი კლასიკური საახალწლო ფერია. ის პოზიციებს თითქმის არ თმობს. განსაკუთრებით აქტუალურია მდიდარი, ღვინისფერ- შინდისფერი ტონალობები, რომლებიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ძალიან პოპულარულ გახდა. ამ ფერს ინტერიერში მოაქვს სადღესასწაულო ატმოსფერო და სახლის სითბო. წითელი იდეალურია როგორც მწვანე, ასევე თოვლით დაფარული ნაძვის ხეებისთვის.

მწვანე



მწვანე სიმშვიდის, ბუნებრივი ჰარმონიისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა. ეს ფერი ხშირად ხდება საახალწლო დეკორაციის საფუძველი. გველის წელში შეგიძლიათ ექსპერიმენტი გააკეთოთ მწვანე ნაძვის ხის დეკორაციების ფერებში და ტექსტურაზე. მდიდარი, ოდნავ ჩამქრალი მწვანე ტონალობები შესანიშნავად ერწყმის სუფთა და ნათელ ტონებს. აქცენტი შეიძლება იყოს ნაძვის ხის დეკორაციის უჩვეულო ტექსტურა: კლასიკური პრიალა ზედაპირიდან ხავერდისკენ. ეს დეკორი მწვანე პალიტრაში საკმაოდ უნივერსალურია და ჰარმონიულად გამოიყურება როგორც მონოქრომული იერის სახით, ასევე აქცენტის ელემენტებთან ერთად.

შავი



უჩვეულო ფერია, თუმცა ზედგამოჭრილია მისთვის, ვისაც სურს ექსტრავაგანტურად დაამშვენოს თავისი სივრცე საახალწლოდ. ეს დეკორი შესაფერისია არტ-დეკოს, მინიმალიზმის ან ლოფტის სტილის ინტერიერისთვის. შავი დეკორი შთამბეჭდავად გამოიყურება მონოქრომული ფერის პალიტრაში და სხვადასხვა ფორმისა და ტექსტურის ნაძვის ხის დეკორაციების დამატებით. ეს ფერი საუკეთესოდ არის შერწყმული თოვლით დაფარულ ნაძვის ხესთან. ასე გაფორმებული ნაძვი აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები