უწინ, თბილისში ამ ადგილს "ჟვანიას ეზოს" ეძახდნენ. რუსთაველის 14-ის პირველ სართულზე მისი ფოტოატელიე იყო, ხოლო მეორეზე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. დღეს შენობის მემორიალური დაფა გვამცნობს: "ამ სახლში 1912-1975 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი ფოტოხელოვანი ევტიხი ჟვანია".
პროფესიული საქმიანობა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. არაერთი ისტორიული კადრის ავტორი ფოტოს დამუშავებისას იყენებდა რეტუშირების ხერხს (ფოტოგრაფიაში მუშაობა სწორედ რეტუშორის პროფესიით დაიწყო), თუმცა, მოდი, ყველაფერს თანaმიმდევრობით მივყვეთ...
ევტიხი ჟვანია აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში 1890 წელს, კონსტანტინე ჟვანიასა და დესპინე ფაღავას ოჯახში დაიბადა. წყვილი, ევტიხის ჩათვლით,
9 შვილის მშობელი ყოფილა. რთული სათქმელია, რა ინფორმაციას ფლობდა მოზარდი ევტიხი ფოტოგრაფიაზე, მაგრამ ფაქტია, რომ 15 წლის ასაკში მამამ ბათუმში ჩაიყვანა ფოტოგრაფიის შესასწავლად, მოგვიანებით კი ევტიხი თბილისში ჩამოვიდა რეტუშორის ხელობის დასაუფლებლად და ცოდნა ფოტოგრაფ სამუელ მიჩკინის სახელოსნოში გაიღრმავა. რამდენიმე წელიწადში უკვე ფოტოგრაფიაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
ევტიხის წყალობით, ისტორიას არაერთი ხელოვანის სახე შემორჩა, თუმცა მან არა მხოლოდ იმ პერიოდში ქართულ მწერლობასა და თეატრში მოღვაწე შემოქმედთა პორტრეტები, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების უამრავი ფოტო გადაიღო. თეატრში კოტე მარჯანიშვილს მიუყვანია და სწორედ ასე გახდა ქართული თეატრის მემატიანე. ევტიხი რომ არა, არც ამ დიდი რეჟისორის სპექტაკლების ფოტოები იქნებოდა შემონახული, მათ შორის - "ცხვრის წყაროსი".
მის ფოტოსახელოსნოში თავს იყრიდნენ არა მხოლოდ იმ დროის საზოგადო მოღვაწენი და სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, არამედ უბრალო გამვლელნიც, ვისაც კი სურდა, საკუთარი თუ ოჯახის წევრის ფოტო ჰქონოდა. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილი ალბათ, მაინც ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი ფოტოა: დიდი პოეტი და მოაზროვნე წმინდა ნინოს ლაზარეთში, საწოლში თეთრებში შემოსილი მოწყალების დების გარემოცვაშია. სწორედ იმ 4 ქალბატონს სთხოვა ვაჟამ ბოლოს, მთის წყაროს ცივი წყალი დამალევინeთო...
ფოტოგრაფი ჩვენი ქვეყნის ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან თარიღს ასახავდა. ევტიხი ჟვანიამ პირველი ქართველი მფრინავის - ბესარიონ ქებურიას პირველი გაფრენის ფოტომასალები შემოგვინახა; გადაღებული აქვს სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრება მცხეთაში 1917 წელს, დემოკრატიული საქართველოს ფუნქციონირების ფოტოქრონიკა, მთავრობის წევრები, ქართველი იუნკრები ფიცის მიღების დროს, ტაბახმელასთან დახოცილი გვარდიელები და იუნკრები, რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლა თბილისში და მრავალი სხვა ისტორიული კადრი...
მუსიკოსი, ოპერის მომღერალი და პედაგოგი მარიამ ნაჭყებია ევტიხი ჟვანიას შვილთაშვილია. ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილ ფოტოგრაფზე გამოცემული მცირე კრებულის - "ევტიხი" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც მარიამმა გვითხრა, წიგნი დედამისის - რუსუდან ჟვანიას ძალისხმევითა და ისტორიკოს ლევან ჟვანიას ავტორობით გამოიცა. მარიამი ასევე, მომღერლის, ტენორ ოთარ ჯორჯიკიას მეუღლეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. წინაპრების გარდა, მარიამს მის ოჯახზეც ვესაუბრე.
ევტიხი ცოლთან ერთად
- ჩემი დიდი ბებია და ბაბუა რომ დაქორწინდნენ, ბებია ძალიან ახალგაზრდა და მეუღლეზე 22 წლით უმცროსი იყო. არაჩვეულებრივი ქალბატონი, თავადის ქალი გახლდათ. მასა და ევტიხის დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ევტიხი ჟვანიამ და მისმა მეუღლემ, მერი აბაშიძემ სამი შვილი გაზარდეს: ზურაბი, ღუდუ და გივი (მურადი). მანამდე პირველი შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელიც მცირე ასაკში დაიღუპა ფილტვების ანთებით. ბავშვს რუსუდანი ერქვა და როცა ბებია-ბაბუას უფროსი შვილის, ზურაბისგან პირველი შვილიშვილი ანუ დედაჩემი შეეძინათ, გარდაცვლილის სახელი დაარქვეს. ღუდუ ჟვანია ბულგარეთში ცხოვრობდა, იქვე დაოჯახდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია. გივიმ, ანუ მურად ჟვანიამ თბილისში მამამისის საქმე გააგრძელა - ფოტოატელიე ებარა. სამწუხაროდ, მურადი უკვე ასაკში შესული იყო, როცა ატელიე გაიყიდა და ის ჩვენს ოჯახს აღარ ეკუთვნის.
- ალბათ, ბევრჯერ ჰყავდა გადაღებული მეუღლე...
- რა თქმა უნდა, ბებია არაერთხელ ჰყავდა გადაღებული. მერი ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა. გადმოცემით ვიცი, რომ ევტიხის მომავალი მეუღლე პირველად ძილის დროს გადაუღია. არ ვიცი, ოთახში შეაპარეს თუ ეს როგორ მოხდა, მაგრამ ფოტოები ჰქონია შემონახული... 5 წლამდე ჩემი დიდი ბებია მზრდიდა. მასთან ყოფნა მიყვარდა და ბებიას გარდაცვალება ძალიან განვიცადე. შეიძლება ითქვას, რომ ის 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი გახდა: გაზით მოიწამლა. მდგომარეობიდან კი გამოვიდა, მაგრამ მაინც ვერ დაიბრუნა ძველებური ჯანმრთელობა. როგორც აღვნიშნე, მეორე სართულზე ვცხოვრობდით. კიბეს ხვეტდა, თავბრუ დაეხვა, დაგორდა და თავი ქვას დაარტყა. მომხდარის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მახსოვს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე დღეში რუსთაველზე რომ გამიყვანა, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ტიტა ეწყო. როგორც მერე თქვეს, როცა ყვავილები დაჭკნა, იმ ადგილის გაწმენდის დროს, ქვეშ მოქცეულმა მომწამვლელმა ნივთიერებამ კიდევ ბევრის ჯანმრთელობაზე იმოქმედა... ბებიაჩემს "ბაბუწიკას" ვეძახდი, ასე ჩემმა ძმამ დაარქვა. იმ დღეებში რუსთაველზე ვიყავით, როცა მამაჩემი ჩემი და-ძმის შინ წასაყვანად მოვიდა და ბებიასაც უთხრა, ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ არაფრით წამოგვყვა - სახლს არ დავტოვებო. იმ დროს ბაბუა უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მახსოვს, 5 წლის ბავშვი მამამ პლედში როგორ გამახვია და ისე დავბრუნდი მშობლებთან.
- მეუღლეზე თუ საუბრობდა? გახსოვთ რამე ბებიის ნაამბობიდან?
- ძალიან პატარა ვიყავი და გამორჩეულად არაფერი დამმახსოვრებია, თუმცა ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ ევტიხი წესრიგის მოყვარული კაცი ყოფილა. კოლორიტული, განსხვავებული, გამორჩეულად იცვამდა და რიტუალივით ჰქონდა - როცა ის დაჯდებოდა სუფრასთან, მერე მიუსხდებოდნენ დანარჩენებიც. ჩემი წინაპრების სახლი ჩემთვის მუზეუმს ჰგავდა, ვის ფოტოს არ ნახავდით იქ!
- მოდი, ევტიხი ჟვანიას ხელით გადაღებული ყველაზე ცნობილი პორტრეტები ჩამოვთვალოთ...
- ყველაზე ცნობილი ვაჟას ფოტოა, რომლის გადაღების შემდეგ პოეტი რამდენიმე საათში, ლაზარეთში გარდაიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანია 1947 წელს სამშობიარო სახლში გადაღებული, მაყვალა ჩუბინიშვილის ფოტო, ორი ჩვილით ხელში. ქალი ბავშვების რძით კვების პროცესშია ასახული. ევტიხის გადაღებულია ასევე: გალაკტიონი ნაბადში, კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, ვასილ ბარნოვი, სიმონ ჯანაშია, თომა ბალიაური, პეტრე მელიქიშვილის პორტრეტი. ევტიხის ფოტოა ივანე ჯავახიშვილი სტუდენტებთან ერთად, რის შემდეგაც ისტორიკოსი რამდენიმე დღეში დააკავეს. ერთ ფოტოზე შავი ჩოხებით დგანან: კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი და ვახტანგ კოტეტიშვილი. ჩემს დიდ ბაბუასვე ეკუთვნის ყოფილი პიონერთა სასახლის ბიბლიოთეკისა და სამკითხველო დარბაზის ფოტოები, რომლებიც 1927 წლით თარიღდება. ევტიხი ჟვანიას ყველა ფოტო ნახატს ჰყავს და განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა. განაგრძეთ კითხვა