მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გამო ყველა დავისტრესეთ და ხანდახან აუცილებელიც კია, თავი შევაფაროთ რაღაც სასიამოვნოს, პოზიტიურს, დამამშვიდებელს. ვეცადეთ, ჩვენი მკითხველებისთვის ეს სიმშვიდე და სიმყუდროვე კვლავ მიგვენიჭებინა და მიგვეცა უკეთესი მომავლის იმედი. ჟურნალი „შინ“ ახალ, ტრადიციულად საინტერესო, საგაზაფხულო ნომერს წარმოგიდგენთ.
რჩევები ინტერიერის დიზაინერისგან და სტილი, რომელიც 2022 წელს ერთ-ერთ ტრენდულ მიმდინარეობად ითვლება - გაიცანით „ჯაპანდი“ „შინ“-ის ახალ ნომერში. გაიგეთ როგორ მოუაროთ სხვადასხვა ტიპის იატაკს, სად უნდა მოათავსოთ ქოთნის მცენარეები, რომ კარგად გაიხაროს, როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ყვავილებს ლარნაკში, როგორ შევძინოთ ახალი სიცოცხლე ნივთებს, როგორ მოვაწყოთ აგარაკი, როგორ გამოვიყენოთ პალეტები ინტერიერსა თუ ექსტერიერში, როგორც დავაპროექტოთ პატარა აბაზანა, რომ კომფორტული იყოს მოხმარების დროს და ა.შ.
ბუნებრივია, „შინ“ ითვალისწინებს მკითხველის მოთხოვნას და ცნობილების სახლების სანახავად ჟურნალის ფურცლებზე გეპატიჟებათ.
ირმა სოხაძე - კიდევ ერთი პოზიტიური და დადებითი პერსონა შევარჩიეთ თქვენთვის წარსადგენად. მისი ახალი სახლი, მოგონებები თბილისის ცენტრალურ უბნებთან და საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ბინა - არის ის, რასაც ინტერვიუში ნახავთ და ამოიკითხავთ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემაც „შინ“-ს ახალ ბინაში უმასპინძლა. როგორც ირკვევა, ნინომ რემონტის პროცესი ვერავის ანდო, ამიტომ ყველაფერს თავად უძღვებოდა და ხელმძღვანელობდა. ინტერიერის დიზაინიც საკუთარი გემოვნებითა და ხედვების გათვალისწინებით შექმნა, პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არ უსარგებლია. „სახლი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან და ჩემს პირად კომფორტთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტის ზონა“, - ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.
„შინ“-ს ფართოდ გაუღო კარი მომღერალმა და ტელეწამყვანმა ბაბი კირკიტაძემ. სახლი, სადაც ცოტა ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად მისი დედის გემოვნებითაა მოწყობილი და მომღერალი იმდენად კმაყოფილია შედეგით, რომ ამბობს შემდეგი სახლის რემონტსაც დედას მივანდობო. დაათვალიერეთ ბაბის სახლი „შინ“-ის ახალ ნომერში.
მსახიობმა გიორგი კალანდაძემ მამა-პაპისეულ სახლში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გამორჩეულ ქუჩაზე, უმასპინძლა „შინ“-ს. როგორც გაირკვა, გიორგიმ ძველ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა, სრულად გარდაქმნა და დღეს სახლი გამორჩეულია დიდი და ნათელი ოთახებით, ფერადი, ეკლექტური დიზაინით, სადაც კარგად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვეობა და სიძველე.
მეგრული ოდიდან პირამიდებამდე რადიშ თორდიას ფერწერული ტილოები, მისი სახელოსნო და საცხოვრებელი სივრცე საინტერესოდაა წარმოდგენილი ჟურნალში. კორპუსის არქიტექტორს სპეციალურად მისთვის გაუკეთებია ეს პროექტი. მანსარდის ორი სივრციდან ერთში ხატავს, მეორეში პატარა საგამოფენო დარბაზია მოწყობილი. ინტერვიუდან ბევრს შეიტყობთ ბატონ რადიშზე, ერთ-ერთ საინტერესო პასაჟს კი აქვე გთავაზობთ. „პირველი პერსონალური გამოფენის გახსნაზე მოსკოვში, ჟურნალისტმა რომ ჰკითხა, სულ ქალებს რატომ ხატავთო, მას შემდეგ ეს შეკითხვა მისთვის არაერთხელ დაუსვამთ და ისიც დღემდე პასუხობს, ქალზე უკეთესი ღმერთს არაფერი შეუქმნია და აწი თუ „რამე“ უკეთესს შექმნის, მერე იმის ხატვაზე გადავალო...“
ჟურნალში ასევე გაიცნობთ ძალიან ნიჭიერ და საინტერესო დეკორატორებს, რომლებიც ყველაფერს ალამაზებენ, რაც მათ გარშემოა.
გაისეირნებთ საქართველოს კუთხეებში - გურიასა და კახეთში. იხილავთ გარდაცვლილი შვილების სახელზე გაშენებულ ბიობაღს და მამაპაპისეული კარ-მიდამოს, რომელიც გურულმა მეღვინემ გამოაცოცხლა;
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ „შინ“-ში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესო ინფორმაციას, იდეებს და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგებათ.
ციცი ომანიძე