ხშირად ხდება, რომ მაღაზიაში კონკრეტული ნივთის საყიდლად წასულები ცოტა ხანში აღმოვჩნდებით ხოლმე უზარმაზარი კალათით და მრავალი უსარგებლო თუ არასაჭირო პროდუქტით ხელში. რატომ ხდება ასე? საქმე ის არის, რომ მაღაზიებს აქვთ სპეციალური ხრიკები, რომლითაც
"გვაიძულებენ", მეტი პროდუქტი შევიძინოთ და მაღაზიიდან დატვირთულები გამოვიდეთ.
განსაკუთრებული სუნი
ბევრი მაღაზიის შესასვლელი ისე მოწყობილი, რომ მომხმარებელს ეცეს საცხობის ან გემრიელი საჭმლის სუნი, რომელიც მას კიდევ უფრო ღრმად შეიტყუებს. სუნი ადამიანს აშიებს და შედეგად ის ყიდულობს იმაზე მეტ პროდუქტს, ვიდრე იმ მომენტში რეალურად სჭირდება.
სასაჩუქრე ნაკრებები
ის
ყოველთვის შესასვლელში, კართან ახლოს არის განთავსებული, რათა მაღაზიაში შესულ მომხმარებელს თვალში მოხვდეს. იცოდეთ, რომ როგორც წესი, ასეთ შეფუთვაში მარკეტოლოგები ათავსებენ ისეთ პროდუქტს, რომელიც არცთუ წარმატებულად იყიდება. თუ მაინცდამაინც დაინტერესდებით, გირჩევთ კარგად გაარკვიოთ, რა დევს შიგნით და ღირს თუ არა ის რეალურად ის ფასი, რის გადახდასაც გთხოვენ.
წყვილი პროდუქტები
მაგალითად, ყიდულობთ სარეცხ სითხეს და მას მოჰყვება კონდიციონერი ან ღრუბელი - დარწმუნდით, რომ ის აუცილებლად გჭირდებათ და მართლა არ გაქვთ სახლში.
გრძელი გზა
რატომ არის ხილი და ხორცი მაღაზიის ბოლოში განთავსებული? რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითობა არ არის. თქვენ "გაიძულებენ" გაიაროთ შორი მანძილი და გზად შემოგხვდეთ მაღაზიის სრული ასორტიმენტი. ამ დროს ძნელია გაუძლოთ ცდუნებას და არ შეიძინოთ რაიმე ისეთი ნივთი, რომელიც აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ.
თვალის დონეზე
დაიმახსოვრეთ, რომ პროდუქტი, რომლის ამოყიდვასაც მაღაზია გეგმავს, ადვილად დასანახად არის განთავსებული, რათა მომხმარებელმა ის მაქსიმალურად მარტივად შენიშბოს. თითქოს ამაში ცუდი არაფერია, თუმცა გირჩევთ კარგად დააკვირდეთ ვადასა და ხარისხს.
დიდი ზომის ურიკები
გამოკვლევების თანახმად, დიდი ზომის ურიკა მომხმარებელს აიძულებს, 40%-ით მეტი პროდუქტი შეიძინოს, ვიდრე რეალურად სჭირდება.
მუსიკა
მაღაზიაში სეირნობის დროს ყურში ჩაგესმით სასიამოვნო, ნაზი მუსიკა, რომელსაც თქვენდაუნებურად მიჰყვებით და სულაც არ ჩქარობთ. გირჩევთ იქონიოთ ყურსასმენები და ჩაირთოთ რიტმული მუსიკა, რათა ტემპში შებრძანდეთ, იყიდოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტი და გამოხვიდეთ.
წვრილმანები სალაროსთან
თითქოს არაფერია, ერთი ცალი შოკოლადი ან საღეჭი რეზინი შეგიძლიათ თან გაიყოლიო, თუმცა დააკვირდით ფასს, ის ნამდვილად არ ღირს ისეთი იაფი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.
დაჭრილი და გარეცხილი პროდუქტი
იცოდეთ, რომ ამ სახის პროდუქტი ყოველთვის ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე დაუჭრელი. თავად თუ დაჭრით ბევრად იაფიც დაგიჯდებათ და ბევრად ჰიგიენურიც იქნება.
აქციები
ყვითელი ფერი თვალს ახარებს, გადახაზული ფასი კი გარწმუნებთ იმაში, რომ დაფიქრება არც ღირს, უნდა სტაცოთ ხელი და შეიძინოთ აღნიშნული პროდუქტი... თუმცა იცოდეთ, რომ ხშირად მაღაზიებში სპეციალურად აწერენ მაღალ ფასს და ხაზავენ, რათა რეალური ფასი შედარებით დაბალ ფასად მოგეჩვენოთ. ასე რომ, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო როდია.