როგორ იქცა ძველი ქარის წისქვილი კოლორიტულ სახლად

ძველი წისქვილის კოლორიტულ სახლად ქცევის პროექტი ერთ-ერთმა ცნობილმა პოლონელმა არქიტექტორმა ჯერ კიდევ 2014 წელს შეიმუშავა, თუმცა მისი რეალიზაცია სულ ცოტა ხნის წინ მოახდინა. ძველი წისქვილის მფლობელმა გადაწყვიტა, კოლორიტული სახლის მეპატრონე გამხდარიყო.

ეს ძველი წისქვილი პოლონეთის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს, რომელსაც თანამედროვე პოლონელი არქტექტორები ეწვივნენ და სტატუსიც შეუცვალეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს წისქვილი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობად ითვლება და მისი იერ-სახის შეცლა არ შეიძლება, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, მისთვის პროფილი შეეცვალათ, გარეგნულად კი ხელუხლებელი დატოვეს.
არქიტექტორებმა თავ
დაპირველად ზედმიწევნით ღრმად შეისწავლეს შენობის ტექნიკური მახასიათებლები, ადგილობრივი პირობები და დამკვეთის სურვილები.

სულ რამდენიმე წელიწადში კი ისტორიულ შენობას, რომელიც ადგილობრივი ლანდშაფტის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად ითვლებოდა, ახალი სიცოცხლე შთაბერეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ძველი შენობა სანდო არა იყო, ფიცრები სულ დამპალი იყო, გადაწყვიტეს წისქვილი მთლიანად დაეშალათ, ის ელემენტები, რომელიც აღდგენას ექვემდებარებოდა, აღედგინათ, ხოლო დანარჩენი ახალი მასალით ჩაენაცვლებინათ, რათა სახლი მყარი და საიმედო გამოსულიყო. მთავარი ამოცანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წისქვილისთვის პირვანდელი ვიზუალის შენარჩუნება გახლდათ.

ხის კარკასი რკინა-ბეტონმა ჩაანაცვლა. შენობას გაუკეთდა პანორამული ფანჯრები.
არქიტექტორებს ეს ძველი წისქვილი საცხოვრებლად უნდა გადაეკეთებინათ, რაც ამოცანას ართულებდა, რადგან მათ ვერტიკალური სივრცე უნდა აეთვისებინათ. პროფესიონალებმა მოახერხეს სამი შიდა სართულის მოწყობა სხვენის სივრცეში. მიწის ქვედა ნაწილი კი აითვისეს ატოფარეხის, ტექნიკური სართულის და დიდი სასტუმრო ოთახისთვის.


სახლს ასევე აქვს დიდი ღია ტერასა. პირველ სართულზე არის სასადილო, სამზარეულო და ბიბლიოთეკა. სწორდ ამ სართულს აქვს პანორამული ფანჯრები და ტერასაზე გასასვლელი.


დანარჩენ ორ სართულზე კი საძინებლები და სველი წერტილებია განთავსებული, როგორც ოჯახის წევრთათვის, ისე სტუმრებისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები