მანსარდაზე, პირამიდის ფორმის სახელოსნოში მზის სინათლე ჩრდილოეთის მხრიდან შემოდის. ხის კიბესთან ქოთანში მუშმალა ხარობს, რომელიც მასპინძელს აბაშიდან აქვს ჩამოტანილი. ხატვა ფეხზე მდგომს ურჩევნია.
ყოველთვის ასე იყო და ახლაც, 85 წლის ასაკში. ღია იისფერ საღებავში მოსვრილი ფუნჯით, ქერა ქალის ფიგურის ფონი იფარება. „იისფერი 2022 წლის ფერი ყოფილა, იცოდით?“ - ვეკითხები. „არა, ეს არ ვიცოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს იისფერს ხშირად მივმართავ“... - მპასუხობს რადიშ თორდია, რომლის ნამუშევრებში ბევრი ფერი ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ადრე აქვს ნათქვამი, ნარინჯისფერი განსაკუთრებით მიყვარსო და მაშინვე
ეს სიტყვები გამახსენდა, როცა თბილ, ნარინჯისფერ შალის ჟილეტში შემოსილი დავინახე ჩვენი მასპინძელი.
მხატვარი ხატავს ფიგურას, რომელიც მის შემოქმედებაში ყველაზე ხშირია. პირველი პერსონალური გამოფენის გახსნაზე მოსკოვში, ჟურნალისტმა რომ ჰკითხა, სულ ქალებს რატომ ხატავთო, მას შემდეგ ეს შეკითხვა მისთვის არაერთხელ დაუსვამთ და ისიც დღემდე პასუხობს, ქალზე უკეთესი ღმერთს არაფერი შეუქმნია და აწი თუ „რამე“ უკეთესს შექმნის, მერე იმის ხატვაზე გადავალო...
საპენსიო ასაკს სანამ მიაღწევდა, მანამდე აკადემიაში სტუდენტებთან მუშაობა არ ისურვა, რადგან იცოდა, ეს ყველაფერი უზარმაზარ დროსა და ადამიანურ რესურსს ითხოვდა. როგორც კი 65 წლის გახდა, სახალხო მხატვარი აკადემიაში მიიწვიეს და ახალგაზრდებს ასწავლიდა მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო დღის წესრიგი აირია, სამხატვრო აკადემიის პედაგოგი აღარ არის, რადგან მიაჩნია, რომ ფერწერის ონლაინსწავლა შეუძლებელია.
ახლა სულ შინაა, სადაც, ამავდროულად, მისი სახელოსნოცაა. კორპუსის არქიტექტორს სპეციალურად მისთვის გაუკეთებია ეს პროექტი. მანსარდის ორი სივრციდან ერთში ხატავს, მეორეში პატარა საგამოფენო დარბაზია მოწყობილი. იქვე კედელზე მიყუდებული ორი ტილოა, რომელიც მისი ხატვის სტილისგან სრულიად განსხვავებული მეჩვენა შავ ფონზე ამავე ფერის წარწერაა: „არა-ფერი და ფერადზე - ყველა-ფერი“. „როცა არაფერია, იქ სიბნელეა, როცა ფერი შემოდის, იქ - ნათელი. ასეთი ნამუშევარი პირველად გავაკეთე, მხოლოდ შრიფტია. ასე ვაფასებ დღევანდელობას. ეს მხოლოდ პანდემიის გამო არ არის, ვფიქრობ, საქართველო ისეთ მძიმე დღეში არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“... - ამბობს რადიშ თორდია.
14 წლამდე აბაშაში, სოფელ ნორიოში ცხოვრობდა, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა და იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელში ისწავლიდა, შემდეგ - სამხატვრო აკადემიაში. ფერწერას ცნობილი მხატვრების პედაგოგობით დაეუფლა:
სერგო ქობულაძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, უჩა ჯაფარიძე, დავით ურუშაძე... ოჯახში სამ ძმას შორის უფროსი იყო. ის და მისი მომდევნო ძმა აბაშაში ომამდე დაიბადნენ, უმცროსი კი შემდეგ გაჩნდა. ბავშვობაში ერთი პატარა ფოტოაპარატი ჰქონია, რომლითაც არაერთი კადრი აღბეჭდა. გადაღება და ფოტოების გამჟღავნება კლასელის მამამ ასწავლა. ერთ გაზაფხულზე, სწორედ იმ აპარატით გადაიღო თავისი სოფლის სახლი, რომელიც წლების შემდეგ მხატვრის ალბომშიც შევიდა.
ბავშვობიდან ხატავდა. იმ წლებში ფანქარი და რვეული ფუფუნება იყო, ამიტომ ოდასახლის გვერდით მდებარე სამზარეულოს კედლები ნახშირითა და აგურის ნატეხებით ჰქონდა მოხატული. ფურცლის მაგივრობა ხშირად გაუწევია აბრეშუმის ჭიის გამოსაყვან მუქი ფერის ქაღალდებს. ბებია ქაღალდს შვილიშვილს უნაწილებდა, ისიც მათ რვეულივით კინძავდა და ზედ ხატავდა. მელნის მაგივრობას ანწლის ნაყოფის წვენი უწევდა. მოგვიანებით ერთად ჩაუვარდა ხელში ფანქარი, „ნამდვილი“ რვეული და გაიხარა. ერთხელაც გაზეთში ამოიკითხა, რომ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მისი ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ და მშობლებს იქ ჩაბარების სურვილი გაანდო. მამამ თბილისში წამოიყვანა, დეიდასთან...
- თბილისში რომ ჩამოვედი, ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობდი, დეიდაჩემთან. აბაშა სულ მენატრებოდა. ღამის 10-ის ნახევარზე ფოთი-თბილისის მატარებელი გადიოდა, რომელსაც აბაშაში მივყვებოდი. ხშირად ხომ ვერ ვივლიდი და როცა ამას ვერ ვახერხებდი, თითქმის ყოველდღე, სადგურში ფეხით მივდიოდი, თუ ვინმე ნაცნობს ვნახავდი, გამოველაპარაკებოდი, თუ არადა მატარებელს ხელს შევახებდი, ვიცოდი, დილას უკვე აბაშაში იქნებოდა. ასე ვიკლავდი მონატრებას და შინ დაბრუნებული უფრო მშვიდად ვიძინებდი.
- ის სახლი ნორიოში დღემდე დგას? თბილისში ხომ არ გაქვთ იქიდან წამოღებული რაიმე ნივთი?
- დიახ, დგას, მაგრამ სახეცვლილი. ჩემი ძმები ახლაც იქ არიან. სხვათა შორის, სამივე ხელოვნების მიმართულებით წავედით. უმცროსი ქორეოგრაფი გახდა, შუათანა თეატრში მუშაობდა. ჩვენი სახლის აივნის ხის ჩუქურთმები ბაბუაჩემის გაკეთებული იყო, რომელიც ცნობილი დურგალი გახლდათ. იმ სახლიდან თბილისში დიდი ქვის კეცები მქონდა წამოღებული. დედა გახურებულ კეცზე ჩააცხობდა მჭადს, ხაჭაპურს. თუნუქს დააფენდა, ღადარს გადააყრიდა, შემდეგ - ნაკვერჩხალს და ცხვებოდა უგემრიელესი მჭადი და ხაჭაპური.
- ის ბაბუა იყო დურგალი, წლების შემდეგ რომ დახატეთ „ბაბუაწვერა“, მოხუცი ბაბუაწვერით ხელში?
- არა, ის სხვა ბაბუაა. მიყვარს ეგ ჩემი ნახატი „ბაბუაწვერა“, რადგან მასზე განსაკუთრებით ბევრი მაქვს ნაფიქრი. ორი ვარიანტი მაქვს შექმნილი, ერთი კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, ხოლო მეორე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია. ერთ ვარიანტში ბაბუა ზის და მის უკან თეთრი ხარები და ცაზე ამავე ფერის ღრუბლებია, მეორეში კი მხოლოდ მოხუცია ბაბუაწვერათი ხელში.
ბებია 22 წლის დაქვრივდა, მაშინ მეორე გოგონაზე იყო ორსულად, პირველი, ანუ დედაჩემი კი 2 წლის იყო. ბაბუაჩემის ძმამ ძმიშვილების გაზრდა თავის თავზე აიღო. მკაცრი კაცი იყო, ხარები ჰყავდა და დღედაღამ მუშაობდა. იშვიათად მინახავს გაღიმებული, მაგრამ უკეთილშობილესი ხასიათი ჰქონდა. მას ვლადის ეძახდნენ. ყველაზე მეტად ის მიყვარდა, დედ-მამაზე მეტადაც კი. აბაშიდან 12 კილომეტრის მოშორებით იყო ყანები, სადაც ბაბუას კარავი ედგა. დაახლოებით 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა მასთან ყოფნისას დოქით ცივი წყლის მიტანა მთხოვა. უკან დაბრუნებული ასეთ სურათს წავაწყდი: ბაბუა ჩემკენ ზურგით მწვანედ აბიბინებულ ბალახზე იჯდა. თავის დიდ ხელში პატარა ღია ცისფერი, ლურჯში გარდამავალი მინდვრის ყვავილი ეკავა და ეფერებოდა. დიდხანს ვუყურე. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. თვალი რომ მომკრა, ყვავილი მაშინვე გადააგდო. ბაბუას ხასიათი და შინაგანი ბუნება მაშინ შევიცანი. ეს ამბავი სულ გონებაში მიტრიალებდა, ფოტოგრაფიული სიზუსტით მინდოდა ამ კადრის სურათად ქცევა, შთაბეჭდილების მონა ვიყავი, რამდენჯერმე დავხატე კიდეც, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
- და ეს სცენა 25 წლის შემდეგ მაინც დახატეთ და პრობლემებიც კი შეგიქმნათ ამ ნამუშევარმა. ეს ის დრო იყო, როცა რეჟიმი ინდივიდუალიზმის გამოვლინებას ახშობდა და კრძალავდა...
- დიახ... 1968 წელს დავხატე „ბაბუაწვერა“ და იმავე წელს გამოიფინა ცისფერ გალერეაში. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ შემორჩენილი იყვნენ „სოციალისტური რეალიზმის“ მქადაგებლები, რომლებმაც დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი გააგდეს აკადემიიდან. სოცრეალიზმის სამი მქადაგებელი ჩემი ნახატის წინ გაჩერდა და დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ახალგაზრდამ ბაბუაწვერა დახატოს, სულს შეუბერავ, გაქრება და ეს არარაობის სიმბოლოაო. ყრილობაზე მხატვართა კავშირიდან ჩემი გარიცხვის შესახებ წერილიც კი მივიდა, რომ ეს დასჯა მაგალითი ყოფილიყო სხვებისთვის. მაშინ მომივიდა აზრად, მეთქვა, ბაბუაწვერას ნიავი რომ დაუბერავს და გააქროლებს, მისი თესლი სადაც დაეცემა, იქ მეორე ამოდის, ანუ კი არ ქრება და იკარგება, არამედ მრავლდება, ახალი სიცოცხლე იბადება-მეთქი.
ამ ინციდენტის შემდეგ, მის ცხოვრებაში საზღვარგარეთ ვიზიტებისას არაერთხელ ჩაერია „კაგებე“, „ცეკა“, კვლავ იწუნებდნენ ნახატებს და ცხადია, ეს მხოლოდ რადიშ თორდიას არ ეხებოდა, რეჟიმი იყო ისეთი, რომ მასავით „არაჯანსაღად“ მოაზროვნე ხელოვანებად ბევრს მიიჩნევდნენ. წლები გავიდა და ხელოვნება გათავისუფლდა, მერე აღარავინ უკონტროლებდა მხატვარს ფუნჯს...
...რადიშ თორდიას არაერთი ნამუშევარია საზღვარგარეთ, როგორც კერძო კოლექციებში, ისე გალერეასა და მუზეუმში. რაც შეეხება სამშობლოს, მხატვრის ბინა-სახელოსნოს გარდა, რადიშ თორდიას რამდენიმე ათეული ნამუშევარი მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი ნამუშევარი შექმნა. იქნებ სამომავლოდ ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებამ რეტროსპექტული გამოფენის სახით იხილოს.
გამოგვაცილებს თუ არა, ალბათ, ისევ სახელოსნოს დაუბრუნდება, სადაც კლასიკური მუსიკის - ვივალდის, შოპენის, მოცარტის, მალერის და ქართული საგალობლების ფონზე, ტილოზე მორიგი ნამუშევარი შეიქმნება და თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ფერებში მედიტაცია დაუსრულებლად გაგრძელდება...
ანა კალანდაძე