"სადგური 34“- ასე ჰქვია მოქანდაკე ერეკლე წულაძის გამოფენას, რომელიც გალერეა "გამრეკელი მოდერნში“ აპრილში გაიხსნა და დღემდე გრძელდება. რეტროსპექტული ექსპოზიცია ხელოვანის 30-მდე ნამუშევარს აერთიანებს და ეს მისი რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა. ამ ცოტა ხნის წინ 34 წლის სკულპტორმა დედაქალაქს საჩუქარი გაუკეთა და თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე "კუს" ქანდაკება დადგა. ეს ერთადერთი სკულპტურა იყო საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხის ხელოვნური ქვისა და უჟანგავი ფოლადისაგანაა დამზადებული. ახლა კი დედაქალაქს იმავე ტექნოლოგიით მეორე ნამუშევარიც შეემატა - 2015 წელს, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი სიმბოლო ჰიპოპოტამი
ბეგი, რომელიც სტიქიას გადაურჩა. წელს, 13 ივნისს კი "მზიურის პარკში“ ერეკლე წულაძის ახალი ნამუშევრის "ბეგის" ქანდაკების გახსნაა დაგეგმლი. კომპოზიცია უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ცხოველის ფიგურაა, მტრედებთან ერთად, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ.
ერეკლე წულაძე:
- გამოფენა "სადგური 34“ 17 აპრილს, ბებიაჩემის დაბადების დღეს გაიხსნა და ექსპოზიცია სწორედ მას ეძღვნება. ბებიაჩემი ჩემი სულის მალამოა, ლამარა ჰქვია, მაგრამ ბავშვობიდან ბუკას ვეძახი. გამოფენაზე ერთ-ერთი ნამუშევარია მიკი მაუსი. 1987 წლის 26 ივნისს დავიბადე და ამბობენ, რომ იმ დღეს კამოზე, სამშობიაროში მხოლოდ ერთი ბიჭი გაჩნდა. სწორედ იმ დღეს ბუკამ ცოტა არ იყოს, დაუხვეწავი, ხელით შეკერილი პატარა მიკი მაუსის სათამაშო იყიდა, რომელიც შემდეგ ჩემთვის რელიკვიასავით ძვირფასი გახდა. წლების შემდეგ კი გავაკეთე მიკი მაუსის სახე სარკის ფონზე, რომელიც, ფაქტობრივად, ერთგვარი პორტალია, დროის კარიბჭე.
კომპოზიცია ისეა ჩაფიქრებული, რომ მნახველი და ფიგურა ერთმანეთს უყურებენ. შეიძლება ღრმად მოხუცებულობაში ამ ფიგურას შევხედო და ის ჩემი ბავშვობისა და წარსულის ანარეკლი გახდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლებში დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ პანდემია რომ დაიწყო, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩაიშალა. 2019 წელს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჩემი გამოფენა "ერეკლექტიკიდან“ დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ცხოვრების სტილი და პანდემიამაც გარკვეული გავლენა იქონია ამ ყველაფერზე. ახლა გამოფენაზე "სადგური 34“ თავი მოვუყარე ყველაფერ იმას, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გავაკეთე. წარმოვადგინე როგორც ქანდაკება, ისე ფერწერა. მიმდინარე გამოფენის კურატორი დავით ანდრიაძეა, ხოლო გალერისტი - ხათუნა მელიქიშვილი.
- ამ ცოტა ხნის წინ, კუს ტბის ტერიტორიაზე, შენი ქანდაკება გაჩნდა...
- ეს ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო. კუს ტბაზე გავიზარდე, იქ ხშირად ვთამაშობდი. გადავწყვიტე კუს ქანდაკება გამეკეთებინა და ქალაქისთვს მეჩუქებინა. არ მინდოდა, ტრადიციული ბრინჯაოს რეპტილია ყოფილიყო, არამედ განსხვავებული გამოსულიყო, რომელსაც ექნებდა როგორც კუს ფორმა, ასევე ერთგვარი ხომალდისაც. ყველაზე მთავარია, ყოფილიყო ინტერაქციული, რომ მასში ადამიანი ჩანდეს. ისევე როგორც საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს ყველამ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, ისე ამ სარკის ეფექტის მქონე ქანდაკებაზე დაკვირვებისასაც, უნდა დაფიქრდეს ადამიანი და ეს ყველაზე მთავარია. განაგრძეთ კითხვა