ჟურნალისტმა თამაზ სულაძემ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში, წინაპრების დანატოვარ სახლში გვიმასპინძლა. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სახლი XIX საუკუნის მიწურულს არის აგებული და ბატონი თამაზის ბებიას ეკუთვნოდა. შენობა, რომელმაც ასწლეულს გაუძლო და არაერთი ამბის მოწმეა, დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურება, რაც მისი მეპატრონის დამსახურებაა.
- ვცხოვრობ მთაწმინდაზე, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე (ყოფილი ზუბალაშვილების) 22 ნომერში. ამ ძველ თბილისურ ეზოში დავიბადე და გავიზარდე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სამშობლო ამ სახლიდან და ამ ეზოდან იწყება. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ. 90-იან წლებში დავაარსე გაზეთი „ჯორჯიან
თაიმსი“. შემდეგ თვითმმართველობის პირველი მოწვევის დეპუტატი გახლდით (1998-2002 წლები) და ამავე პერიოდში - ევროპის საბჭოს კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეც. 2005 წლიდან ვარ ტურიზმის სფეროში (კომპანიის დირექტორი, მენეჯერი, გიდი).
- როდის შეიძინეთ სახლი მთაწმინდაზე და რა ისტორია, მოგონებები გაკავშირებთ მასთან?
- სახლში, რომელშიც ვცხოვრობ, ჯერ კიდევ ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, ქეთევან ტყემალაძე-ჯაფარიძისა ცხოვრობდა. სახლი აშენებულია 1895 წელს და იმ პერიოდში, XIX საუკუნის მიწურულს, ჩვენი ქუჩა და თავად სახლის მდებარეობაც, საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. ქუჩას თავდაპირველად „სუდებნაია“ (სასამართლოს) ქუჩა ერქვა, რადგან აქ მდებარეობს თბილისის არქიტექტურის ერთ-ერთი თვალასაჩინო ნაგებობა უზენაესი სასამართლოს სახით. შემდეგ იყო, ათარბეგოვის სახელობის და ბოლოს ეწოდა ძმები ზუბალაშვილების სახელი. თუმცა, ქუჩის ნაწილს, რომელზეც მე ვცხოვრობ, რატომღაც ზურაბ ჟვანიას სახელი უწოდეს. მყავს მეუღლე რუსუდან სტურუა, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ორი ქალიშვილი თინათინი (რომელიც თავის მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ამჟამად ვაკეში ცხოვრობს) და ნუცა, რომელიც ჩვენთან ერთადაა. რაც შეეხება ისტორიებს, ისეთივეა, როგორიც ოდითგან ყველა ძველ თბილისურ ეზოში, რომელშიც მრავალი ეროვნებისა და სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ცხოვრობდნენ - ერთი დიდი ოჯახი, სადაც სიხარულიც და ტკივილიც ყველასთვის ერთი იყო!.
- მრავალ წელს ითვლის თქვენი სახლი, წლების განმავლობაში რა შეცვალეთ, ან რას შეუნარჩუნეთ პირვანდელი სახე?
- სახლი მართლაც უხუცესია, მესამე საუკუნეშია გადასული და ვცდილობ შევუნარჩუნო იდენტურობა ყველა სახით. რამდენიმე წლის წინ ჩემი სადარბაზო კარის რესტავრაცია დავიწყე და შარშან, პანდემიის პერიოდში დავასრულე კიდეც. ყოველგვარი ტრაბახის გარეშე უნდა გითხრათ, რომ მართლაც მშვენიერი გამომივიდა - ფერებიც კარგად შევურჩიე და როგორც იტყვიან, თავიდან დაიბადა კარი. ჩვენ ეზოს ხშირად სტუმრობენ ტურისტები და ყველას აქვს სურვილი ამ კარის ფონზე გადაიღოს სურათი. რაც მეც მახარებს, რაღა დაგიმალოთ!
- მეცარეებით, ყვავილებით როდის დაინტერესდით და როდის დაიწყეთ მათი გამრავლება?
- თითქმის ოც წელზე მეტია, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ფლორასთან დავიწყეთ ურთიერთობა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდით სხვადასხვა მცენარის რაობას, მის თვისებებს და უფრო მეტად საინტერესო ხდებოდა ჩვენთვის ბუნების ეს საოცარი სამყარო. სახლის წინ პატარა საყვავილეც ავაშენე, ძველი თბილისური აგურით, რომელშიც დღეს ვარდების სხვადასხვა ჯიშის ბუჩქებს ვახარებ. აქვე მაქვს ჩარგული გორტენზიაც. ეზოში მაგიდაზეც მაქვს სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ეზო გამშვენიერდა. ეზოს ბავშვებსაც ვასწავლი ზოგჯერ მათთან ურთიერთობას და კმაყოფილები არიან ამით. უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ყვავილებთან, მცენარეებთან ურთიერთობა და ერთგვარად სულიერად მამშვიდებს ეს გარემო. ალბათ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და პასუხი კითხვაზე - რატომ ვარ ამით გატაცებული! აქვე დავძენ, რომ ჩვენი სახლის წინ, ქუჩაზე არის მესერით შემოღობილი საყვავილე, რომელსაც ასევე მე და ჩემი მეზობელი, ასევე ფლორისტიკით გატაცებული გოგი დავითაშვილი, ვუვლით. ვრგავთ ახალ ნარგავებს, ვასუფთავებთ და ვქმნით სასიამოვნო გარემოს გამვლელთათვის. მინდა, ჩემი გამოცდილებიდან ერთი რჩევა მივცე ვარდების, ან თუნდაც სხვა ყვავილების მოყვარულებს. ხშირია, განსაკუთრებით თბილისის ეზოებში, მოხეტიალე კატების „სტუმრობა“ ნარგავებთან, რომლებიც ძალზე არასასიამოვნო კვალს ტოვებენ... მრვალი ხერხი ვცადე, ლიმონის ქერქის, ნიორის დაყრის და მათი დაფრთხობის სხვა საშუალებების გამოყენებით, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. ბოლოს მივედი იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კატებს აქვთ ფაფუკი და მგძნობიარე თათები და ძალზე არ ესიამოვნებათ ეკლებზე დაბიჯება... აქედან გამომდინარე, საყვავილეში, მიწაზე დავყარე ვარდის დიდი ეკლიანი ტოტები და გავუკეთე მცირე სიმაღლის მავთულის მესერი, რამაც შედეგი გამოიღო! კატები უფრთხიან თათების დაზიანებას და აღარ მოძვრებიან ყვავილნარში!
- პირადად ხართ ჩართული მცენარეების გამრავლების, მოვლის პროცესებში?
- გამრავლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ვარდის ნერგს ვახარებ, ვნახოთ რა გამოვა. ვარდი ძალიან პრეტენზიული მცენარეა და დრო სჭირდება მისი ჩითილის დაფესვიანებას. ველოდები... ისე, მეყვავილეებთან დავდივარ ხოლმე და მათთან ვარჩევ ჩემთვის სასურველ ამა თუ იმ მცენარეს.
- ამჟამად რამდენი სახეობის მცენარე ბინადრობს თქვენთან?
- თითქმის 30-მდე სახეობის სხვადასხვა მცენარეს ვახარებთ. აქედან ცხრა სახეობის მხოლოდ ვარდი მაქვს.
- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ, რომელიც თქვენს მცენარეებს, ბაღს უკავშირდება.
- სიმართლე გითხრათ, არავითარი სამომავლო გეგმა არ მაქვს, ყვავილებთან დაკავშირებით. ზოგჯერ უცბად „მომივლის“ და შეიძლება რაიმე შევცვალო, ან ახალი მცენარე მოვიტანო, ან სილამაზისთვის რაიმე დეტალი დავუმატო ყვავილნარს. ყველაფერი განწყობაზეა და იმ წუთის სურვილზეა დამოკიდებული.
დაბოლოს, ყველას, მიუხედავად ასაკისა და სქესისა, ვურჩევ იმეგობრონ მცენარეებთან, ყვავილებთან! ძალიან კარგ და დადებით მუხტს აძლევს ადამიანს!
მერი ბლიაძე