ნივთები სახლში, რომელიც კარმას აბინძურებს და სიმშვიდეს გირღვევთ


საკუთარ სახლში თავს მყუდროდ ვეღარ გრძნობთ, აღარც ძილი გაქვთ სრულფასოვანი, ყველაფერი ხელიდან გიცვივათ და თავს მუდმივად გადაღლილად გრძნობთ? მაშინ გადაათვალიერეთ სახლი, იქნება რამე კარმას გიფუჭებთ? რა შეიძლება იყოს ეს? მოდი, ვნახოთ.

გატეხილი ნივთები


ყველას გვსმენია, რომ გატეხილი სარკე ოჯახში ცუდის მომასწავებელია, თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ სარკეს როდი ეხება, გატეხილი ჭურჭელი და ტექნიკაც კი აფუჭბს სახლში აურას და ნეგატიურ განწყობას ქმნის.

ოთახის მცენარეები


ოთახის მცენარეები ძალიან ლამაზი და სასარგებლოც კი არის იმ შემთხვევაში, თუ უბედურების მაგნიტად არ ქცევა. ამიტომ,
სანამ ოთახის მცენარეებს შეიძენთ, კარგად შეისწავლეთ ღირს თუ არა სახლში მათ გაჩერება. ასევე არ გირჩევთ სახლში გამხმრი ყვავილების ქონას.

გაურკვეველი წარმომავლობის ნივთები


ძველისძველი ან მოგზაურობიდან ჩამოტანილი ნივთები, რომლის შესახებაც პრაქტიკულად არაფერი იცით, ჯობს სახლიდან სწრაფად მოაშოროთ. ის ნამდვილად არის ნეგატიური, უარყოფითი აურის მატარებელი.

გაფუჭებული გაჯეტები


ყველანაირი გაფუჭბული ტექნიკა, გაჯეტები, ნივთები, რომელსაც აღარ აქვს ფუნქცია და სახლში უბრალოდ მტვერს აგროვებს, სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან, აურასაც გაწმენდთ და ხასიათსაც გამოიკეთებთ.

ძველი ფოტოები


გასაგებია, რომ ძველ ფოტოებს თავისი დატვირთვა აქვს, თუმცა მსგავსი ნივთები ჯობია არ იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილას, ჯობს მათ ადგილი დახურულ ყუთში ან ალბომში მიუჩინოთ და მოაშოროთ ცოცხალი ადამიანების ფოტოებს.

ცხოველების ფიტულები და რქები


ყველა მსგავსი ნივთი გამოყოფს უარყოფით ენერგიას და არავის ვურჩევთ მსგავსი ნივთების სახლში გაჩერებას.

კომენტარის დამატება