ექვსი წლის წინ, რუსულმა ტელეარხმა "დოჟდმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის კარელიის რეგიონის ტყეებში მდებარე შენობას, რომელსაც არქიტექტორები "მეთევზის ქოხს“ უწოდებდნენ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საკუთრება იყო.
თავად ადგილობრივები იქ არსებული შენობების კომპლექსს "პუტინის აგარაკად" მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ძვირადღირებული ქონების ფლობის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე აქტივია დარეგისტრირებული. მათ შორისაა პატარა ბინა სანკტ-პეტერბურგში, 1950-იანი წლების საბჭოთა პერიოდის ორი მანქანა, ტრაილერი და პატარა ავტოფარეხი.
როგორც მაშინ "დოჟდი" იტყობინებოდა, სწორედ ამ ზე ახერხებს პუტინი "კრემლის სტრესისგან
თავის დაღწევას."
პუტინის "მეთევზის ქოხი" ახალ ამბებში კვლავ ამოტივტივდა და ამის მიზეზი ორი სამშენებლო კომპანიიდან ათასობით ელექტრონული წერილის გაჟონვა გახდა. ამ წერილებიდან კი გაირკვა, რომ "მეთევზის ქოხის" გარდა, აქ კიდევ ერთი ორსართულიანი შენობაა, ე.წ. ბაღის სახლი, რომელიც რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც "ბეღელი".
"ბეღლის" სახურავი მთლიანად მწვანე ბალახითაა დაფარული. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ამ შენობის სახურავი დასავლელ ჯაშუშებს თვალში არ მოხვედროდათ.
გაჟონილი ელექტრონული წერილებით ასევე ირკვევა, რომ პუტინის IKEA-ს მოკრძალებული ავეჯით არაა გაწყობილი, როგორც აქამდე იყო ცნობილი.
იატაკის გეგმები და ინტერიერის დიზაინის სქემები ცხადყოფს, რომ ექვსოთახიანი "ბაღის სახლის" მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მისი იატაკი ნახევრადძვირფასი ქვებით - ლაპის ლაზულითა და ლაბრადორიტითაა გაწყობილი. პირველ ქვას სამკურნალო თვისებები აქვს, მეორე კი სტრესის და შფოთვის შესამსუბუქებლად გამოიყენება. განაგრძეთ კითხვა