ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, „საქართველოს ბულბულად“ წოდებული ივანე (ვანო) პეტრეს ძე სარაჯიშვილი 1879 წელს სიღნაღში დაიბადა.
ლირიკულ დრამატული ტენორი 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში (1888-1895 წლები). 1898 წელს შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი). 1898-1900 წლებში. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). 1903 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა სიმღერას და იქვე შედგა დებიუტი 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში“. პარალელურად იტალიაში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წლებში).
მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრში.
1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
1910-1920 წლებში. ვანო სარაჯიშვილის შემოქმდების აყვავების ხანაა. 1913 წლის 28 მაისს შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ახლად შექმნილი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომის პარტია). 1916-1917 წლებში – ცხოვრობდა ბაქოში, სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მონაწილეობდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, ასრულებდა აბესალომის („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“ ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით. ასრულებდა ასევე სხვა ქართველი კომპოზიტორების დიდებულ სიმღერებს, გადაღებულია კინო-ფილმში „მამის მკვლელი“ (1923).
გარდაიცვალა 1924 წეკს. დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, ქ. სიღნაღში მაისის თვეში ყოველწლიურად იმართება ვანოობა. იქვეა მისი მემორიალური მუზეუმი, საიდანაც პატარა ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს გვთავაზობს ნინო ჩიქოვანი:
"სიღნაღში დასასვენებლად და განსატვირთად ჩასული, გზად სრულიად მოულოდნელად ვანო სარაჯიშივილის მუზეუმს წავაწყდი…
ალბათ 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა აღფრთოვანებით გაგვაცნო მსოფლიო დონის ახალგაზრდა, გაუხარელი, ნიჭიერი ადამიანის მოღვაწეობა და მიღწევები და უფრო მეტიც, მას ქართული პროფესიული ვოკალის ფუძემდებლადაც მოიხსენიებდა… ეს იყო ვანო სარაჯიშვილი…
მუზეუმში შესულს მოღიმარი თანამშრომლები დამხვდნენ და სასიამოვნო ღიმილითვე გამიძღვნენ წინ, ექსპონატების გასაცნობად…
აქვე შეხვდებით მის ხელნაწერ ნოტებს. მოგეხსენებათ თბილისის სამუსიკო სასწავლებლის შემდეგ პეტერბურგში განაგრძო მუსიკის შესწავლა. იქვე შედგა ვანო სარაჯიშვილის დებიუტი ჯუზეპე ვერდის ოპერა “ტრავიატაში”.
მუზეუმში შეძლებთ მოსმენას რომანსის "ისევ შენ და ისევ შენ", რომელსაც თვითონ ვანო ასრულებს… თურმე ანზორ ერქომაიშვილს მის მიერ შესრულებული 8 რომანსი საზღვარგარეთ, ერთი - მოსკოვში, ხოლო 7 ინგლისში, ფირფიტებზე ჩაწერილი აღმოუჩენია, გაუსუფთავებია და მუზეუმისთვის უჩუქებია…
1923 წელს ვანო სარაჯიშვილი უხმო ფილმ "მამის მკვლელში” ნატო ვაჩნაძესთან ერთად გადაუღიათ და წარმატებულად შეუსრულებია იაგოს როლი. სწორედ იმ დროს, როცა მისი ნიჭით მწერვალისკენ მიიწევდა შეწყდა ახალგაზრდა ნიჭიერი კაცის სიცოცხლე… 1912 წელს ესპანური გრიპი შეხვდა, რომელიც გადაიტანა, თუმცა წლების მერე კვლავ იჩინა თავი და ისე გარდაიცვალა, სამედიცინო პერსონალმა ვერ შეძლო ზუსტი დიაგნოზის დასმა. ასევე ამბობდნენ, რომ გულის დაავადება ჰქონდა.
ვანო სიმპათიური კაცი ყოფილა სქელი, ხშირი თმა ჰქონია და ავდმყოფობის პერიოდში დალაქი დაუბარებია და გადაუპარსინებია. წოლით თმა გამიფუჭდებაო… მისი თმა დღემდე ინახება მუზეუმში…
მუზეუმშია დაცული თიხის დოქი, რომლითაც გარდაცვალების წინ, ვანოს ძმას ავადმყოფისთვის სიღნაღიდან "თავგატეხილას” წყაროს წყალი ჩამოუტანია…
ექსპონანტებიდან აღასანიშნავია ვანოს საათი, რომელიც მისი გარდაცვალების დროს თავისით გაჩერებულა… წლების შემდეგ მუსიკოსის მეუღლეს აუმუშავებია და 30 წლის მერე საათი ისევ იგივე დროს გაჩერებულა…"