ვანგას რჩევები სახლში ბარაქასა და ფულზე

ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა მსოფლიოს მასშტაბით აკვირვებდა ხალხს საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით. მაგრამ ბევრმა არ იცის ალბათ, რომ ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომელიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.

1. თუკი გსურთ, რომ სახლში ბარაქამ დაისადგუროს და ავი თვალისგან დაიცვათ ოჯახი, კარის ზღურბლზე ანწლის რტოებისგან გაკეთებული ჯვარი ჩამოკიდეთ.

2. დილით საწოლიდან ადგომისას არასოდეს ჩაიცვათ ჯერ ერთი ფეხსაცმელი და მერე მეორე. აუცილებელია ორივე მონახოთ და ჩაიცვათ ერთდროულად, თუკი გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს.

3. სახლში ფულის მოსაზიდად შეინახეთ მონეტები და სხვადასხვა

ქვეყნის ფულის
კუპიურები. თუმცა, სასურველია, თუკი მონეტები ვერცხლისფერი იქნება.

4. თუკი გსურთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ახალი, ნათელი პერიოდი დაიწყოს, ახალმთვარეობას ავეჯი გადაადგილეთ სახლში.

5. არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები, მით უმეტეს, არასოდეს გადაყაროთ ისინი. ასე თქვენი ცხოვრებიდან ბარაქა და ფული წავა. აჯობებს ძველი პურით ჩიტებს გაუმასპინძლდეთ.

6. თუკი გსურთ, რომ მთელი წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი გქონდეთ, ახალი წლის ღამეს ზუსტად თორმეტზე გადათვალეთ საფულეში არსებული მსხვილი კუპიურები.

7. თუკი ფინანსური პრობლემები გაქვთ, ხალიჩის ქვეშ ერთი კვირით გააჩერეთ ხავსი, პრობლემები გამოგისწორდებათ.

8. მზის ჩასვლის შემდეგ ფული არც ისესხოთ, არც გაასესხოთ.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები

ლალუკა 2018-03-22 09:07
ჩვენი ბებიები არასოდეს საუბრობდნენ ასეთი ენით, იშრომე, ხელი გაანძრიეო თორემ, ერთი ადგილი სხვა რამეს ნიშნავს.
ზიზი 2018-02-28 17:26
ზღურბლი არის გაღებულ კარებში რომ შეაბიჯებ და იქ ჯვარი სად უნდა დაკიდო.
nino 2018-02-23 03:51
ai xavsi ukve agar iko sachiro...
იზი 2018-02-14 14:19
თუ იმ ერთი ადგილის განძრევა არ გიშველით, გაანძრიეთ მეორეც, ამჯერად- თავი.
nona 2017-06-13 15:36
bevri ert adgils ki ara celhi gackvetamde muhaobs da baraka ar akvt.bevri ram ar vicit.stavla sikvdilamdeo.cxovrebahi kvelaferi gamartlebazea da tu arafris gjeravs arc vangac locva da arc erti adgilis gandreva ar gihvelit

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები