ქალი და სახლი სარკის გარეშე წარმოუდგენელია.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სარკე გაგვიტყდება?
ეს ცუდია არა მარტო იმიტომ, რომ ახალი სარკის ყიდვა მოგიწვეთ და ეს იაფი არ ღირს, არამედ იმიტომ, რომ ის მისტიკური ნივთია, ტყუილად კი არ უკავია ცენტრალური ადგილი მრავალ მისტიკურ რიტუალში. ფენშუიც მოწიწებით ეპყრობა სარკეს, ფენშუის მიხედვით მკაცრად არის რეგლამენტირებული, სად შეიძლება დაიკიდოს და სად არა.
გატეხილი სარკე, როგორც წესი, უბედურებასთან ასოცირდება. ძველად ითვლებოდა, რომ სარკე ირეკლავს არა მარტო ადამიანის სახესა და სხეულს, არამედ მის სულს. სწორედ ამიტომ
ინგლისში, მაგალითად, მიიჩნევა, რომ სარკის გატეხა ახლობელი ადამიანის სიკვდილის მომასწავებელია. ამის თავიდან ასაცილებლად სარკის ნამსხვრევები აუცილებლად, დაუყოვნებლივ მდინარეში უნდა გადაიყაროს.
ამერიკელები კი უბედურების თავიდან აცილებას ოქროს მეშვეობით ცდილობენ. სარკის გატეხის შემთხვევაში ჯიბიდან ოქროს მონეტას იღებდნენ და ჯვარს ისახავდნენ. თანამედროვე ეპოქაში ოქროს მონეტა დოლარიანმა ჩაანაცვლა.
თუ ჯიბის სარკე გაგიტყდათ, პრობლემა არ არსებობს, მისი გადაგდება მარტივია, მაგრამ თუ სარკე ოჯახში გატყდა, მაშინ საქმე ცოტა რთულად არის.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაბზარულ სარკეში ჩახედვა. ასევე სარკის ნატეხში. გატეხილი ან გაბზარული სარკე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაშოროთ სახლიდან.
არ ღირს ვინმესთან იმის თქმა, რომ სახლში სარკე გაგიტყდათ.
მთავარი კი არის, სასწრაფოდ მოგავოთ გატეხილი სარკის ნამსხვრევები, ეცადეთ გატეხილ სარკეში ან მის ნამსხვრევებში საკუთარი ანარეკლი არ დაინახოთ. დიდი ნატეხებს, როგორც წესი, გამდინარე წყალში ავლებენ და ისე ყრიან, რაც შეეხება ნამსხვრევებს, მას უბრალოდ ერთად აგროვებენ და მიაქვთ ნაგავსაყრელზე.
სასურველია ადგილი, სადაც სარკე გატყდა, ნაკურთხი წყლით აპკუროთ.
კომენტარები