"დადიანების სასახლე" ის ადგილია, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში სტუმრად ყოფნისას, აუცილებლად სანახავ ადგილთა რიგში უნდა მოინიშნო. შენობისა და ეზოს ტერიტორიაზე სკამზე ევროპულად გამოწყობილი კაცი ჩამომჯდარა, თავზე ცილინდრითა და ხელში ჯოხით (ქანდაკების ავტორი გიორგი კიკვაძე, 2014 წელი). ეს აკაკი ჭანტურიაა, რომლის ინიციატივითა და ძალისხმევით, 1921 წლის 1-ლ მაისს გაიხსნა სივრცე, რომელსაც თავდაპირველად "სამეგრელოს მუზეუმი" ეწოდა (დღევანდელი ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი). მეცნიერმა აქ თავი მოუყარა სამეგრელოს მთავრების მემკვიდრეობას ანუ - დადიანების ქონებას, ბიბლიოთეკას, ასევე რელიგიურ სიწმინდეებს, მარიამ ღვთისმშობლის კვართსა და სხვა
ექსპონატებს. არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომ არა, აკაკი ჭანტურიას სახელს ჯერ მხოლოდ ისიც ეყოფოდა, რომ მან საბჭოთა დიქტატურისგან განადგურებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი გადაარჩინა...
აკაკი ჭანტურიას არაერთხელ გაუვლია ერთი და იგივე გზა, ქვეითად თუ ცხენით. სოფელ-სოფელ ეძებდა დადიანების მემკვიდრეობას და მოპოვებულ ნივთებს ურმებით ეზიდებოდა. ექსპონატების მოძიების პროცესში ბევრჯერ საკუთარი თანხაც დაუხარჯავს, ხოლო მუზეუმის დაარსებიდან პირველ წლებში: მდივანიც იყო, განძის დარაჯიც და აღნიშნული სივრცის დამლაგებელიც... თუმცა, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მის გარჯაზე, ამომწურავი მაინც არ იქნება. ერთი რამ ფაქტია - მან ეს ყველაფერი უდიდესი ფიზიკური შრომისა და მუდმივი ზეწოლის შედეგად გააკეთა, ჩანაფიქრი მაინც განახორციელა და მომავალ თაობებს შეუფასებელი საგანძური შემოუნახა.
აკაკი ჭანტურია 1881 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. იოანე ჭანტურიასა და ხანძე შამუგიას მეხუთე ვაჟმა დაწყებითი განათლება ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. წარჩინებული მოსწავლე ყოფილა და ელოდნენ, რომ სწავლას თბილისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელებდა, მაგრამ ბათუმში გაემგზავრა და როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ინგლისური ენის შესწავლას შეუდგა და ინგლისში გასამგზავრებლად თანხის შეგროვებასაც მიჰყო ხელი. ოცნება მალე აიხდინა. ლონდონში გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამასთანავე, როგორც თავისუფალი მსმენელი, სხვადასხვა ფაკულტეტზე ესწრებოდა ლექციებს. ცდილობდა ყველაფერში ჩართულიყო, მათ შორის - ექსპედიციებშიც და სწორედ იმ პერიოდს უკავშირებენ მსოფლიოს გარშემო მის მოგზაურობას, რომელიც ლონდონის გეოლოგიური ექსპედიციების წყალობით შეძლო. ერთხანს ამერიკაშიც იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში იღრმავებდა ცოდნას. 1921 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა არქივებში, წიგნთსაცავებში, მუზეუმებში, თბილისის უნივერსიტეტში იწვევდნენ ლექციების წასაკითხად; ნოე ჟორდანიას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც შეუთავაზებია, მაგრამ უარი უთქვამს; მისი მიზანი მუზეუმის დაარსება იყო...
აკაკისა და მის მეუღლეს, ინგლისელ ქალბატონ ქეთრინ ბოულის 5 შვილი ჰყავდათ: მარციანე, ვივიანე, არიანე, ფლავიანე და ლეილა. მათგან მხოლოდ ერთი მემკვიდრე დარჩა - კესო ჭანტურია, რომელიც პაპისეულ სახლში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
კესო ჭანტურია:
- აკაკისა და ქეთრინის შვილებიდან მხოლოდ მამაჩემი ვივიანე დაოჯახდა, მან შურა ნანავა შეირთო და გავჩნდი მე. დედისერთა ვარ. ნათესავები იხსენებდნენ, აკაკი და ქეთრინი საქართველოში რომ ჩამოვიდნენ, თან ბავშვი ახლდათ (ანუ უფროსი შვილი მარციანე) და იმ პერიოდში ქეითი სავარაუდოდ, ორსულად იყო მამაჩემზე. შესაბამისად, მათი უფროსი შვილი ლონდონში იყო დაბადებული, მაგრამ იმ რეჟიმის პერიოდში, ბიძაჩემის საბუთებში დაბადების ადგილად მითითებული გახლდათ "საქართველო, ზუგდიდი". ბაბუაჩემი ჯვარიდან იყო, სოფელ ჩქვალერში დაბადებული და თავდაპირველად მეუღლესთან ერთად იქ დასახლებულა. აკაკიმ მუზეუმის დაარსების იდეაზე მუშაობა და ჩანაფიქრის განხორციელება რომ დაიწყო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯვარში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს იქ ხანძარი გაჩნდა და სახლი განადგურდა. არავინ იცის, შემთხვევით მოხდა ეს, თუ პოლიტიკური მოტივით ვიღაცამ სპეციალურად გააჩინა ხანძარი. ამის შემდეგ საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდნენ. ამ დროს ხუთივე შვილი ჰყავდათ. ქეთრინი რომ გარდაიცვალა, უფროსი შვილი 16-17 წლის იქნებოდა, ხოლო დანარჩენები მცირეწლოვნები იყვნენ. ვინაიდან ბავშვების დედა ინგლისელი იყო, ოჯახში ძირითადად ინგლისურად ლაპარაკობდნენ. მართალია, ქეთრინმა საქართველოში რამდენიმე წელი გაატარა, მაგრამ ახლობლისგან ვიცი, რომ ქართულად არ ლაპარაკობდა, თუმცა ყველაფერი მშვენივრად ესმოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ხუთივე შვილმა უმაღლესი განათლება მიიღო, ხუთივეს ორ-ორი პროფესია ჰქონდა.
- ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ქეთრინი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა...
- დიახ, ლამაზი იყო. ლორდის შვილი, ფუფუნებასა და კარგ პირობებში გაზრდილი. ძალიან ახალგაზრდა იყო, აკაკი რომ გაიცნო და საქართველოში წამოჰყვა. ის ავადმყოფობის შედეგად, 34 წლისა გარდაიცვალა. მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინგლისში, თავისი ოჯახის წევრებთან ძალიან მწირი ურთიერთობა ჰქონდა. ვიცი, რომ თავის ქვეყანაზე სიახლეებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალ-გაზეთებს იწერდა. ოჯახსა და ნათესავებს დროდადრო წერილებსაც სწერდა. დღეს თუ თავისუფლად ვამბობ, "ლონდონში ნათესავები მყავს", ჩემი ბიძები და მამა, 2010-იან წლებშიც კი ვერ გამოდიოდნენ საბჭოთა წყობის სისასტიკისა და რეპრესიების შიშიდან და თუ ლონდონიდან წერილს მივიღებდით, ამბობდნენ: "იქიდან წერილი მოვიდა", "იქიდან ცნობა მივიღე", "იქიდან თანხა ჩამერიცხა" და ა.შ. 2013 წლიდან პირადად აღვადგინე ნათესავებთან ურთიერთობა. განაგრძეთ კითხვა