უფასო სახლი ალპებში ყოველთვის ელოდება სტუმრებს

ეს პატარა ქოხი შესანიშნავი ხედით, რომელიც ალპებს გადაჰყურებს, ყოველთვის მოუთმენლად ელის სტუმარს. ალბათ გაინტერესებთ, რა ღირს აქ ღამის გათენება? უნდა გაგაოცოთ -ამ ულამაზეს ადგილას სტუმრობა და ღამის გათენება თქვენ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. მხოლოდ ერთი რამ მოგეთხოვებათ - ამ მთის მწვერვალზე ასვლა, რომლიც 2,5 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს პატარა ქოხი ალპინისტის, ლუკა ვუერიჩის ოჯახის შეკვეთით აშენდა. ეს მთამსვლელი 2010 წელს ზვავს ემსხვერპლა. პატარა სახლი Ceria-Merlone-ის ბილიკზე მდებარობს და ამ მარშრუტით მოსიარულე ყველა ადამიანის უფასო თავშესაფარს წარმოადგენს.


ქოხი 2012 წლის სექტემბერში აშენდა. სიმაღლის

გამო, რადგან აქ არ არის გზა, ყველა სამშენებლო მასალა ადგილამდე ვერტმფრენით მიიტანეს. ამისთვის ვერტმფრენს 18 გზის გაკეთება მოუწია.

12 პროფესიონალი მშენებლისგან შემდგარმა ჯგუფმა, ასევე რამდენიმე მაშველმა და ლუკას მეგობრებმა სახლი ერთ დღეში ააშენეს. სახლის საერთო ფართი 16 კვადრატული კმ-ია.

კონსტრუქცია შეიმუშავა არქიტექტორმა ჯოვანი პესამოსკამ. დახრილი კედლები, იგივე სახურავი, სახლს თოვლის ნადებისგან იცავს. მზის სხივები კი თოვლის სწრაფ დნობას უწყობს ხელს.


ისე, ალპებში, ცოტა უფრო ნაკლებ სიმაღლეზე, მრავლადაა მსგავსი ტიპის პატარა სახლები, თუმცა იქ თქვენ ღამის გათენებაში ფულის გადახდა მოგიწევთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები