23 აპრილს "ბიბლუსის" ინიციატივით, "ისთ პოინტში" წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე წიგნის მოყვარულებს არასტანდარტულ ფასდაკლებებს, მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟებთან შეხვედრას, ყვავილებს, წიგნის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარს და ლიტერატურულ ჯემ-სეიშენს სთავაზობდა. მონაწილეები დარტსს ისროდნენ და მოიპოვებდნენ ფასდაკლებას სასურველ წიგნებზე, რაც ძალიან სახალისო გამოდგა ყველასთვის.
გარდა ამისა, ფესტივალს ჟურნალი "შინიც" შეუერთდა უპრეცედენტო ფასდაკლებით - მხოლოდ ამ დღეს ჟურნალის 4 საუკეთესო ნომერი სპეციალურ ფასად, 10 ლარად იყიდებოდა. ამ სააქციო ფასდაკლებამ მკითხველი მეტისმეტად გაახარა და მიიზიდა - ჟურნალის ფასი ჩვეულებრივ 8 ლარია, ამ დღეს კი ერთდროულად
"შინი" მადლობას უხდის თავის ერთგულ მკითხველებს და აპირებს, კიდევ არაერთხელ დაასაჩუქროს ისინი სხვადასხვა აქციით, ღონისძიებით და საჩუქრებით.