როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიში


სწორად შერჩეულმა ორთოპედიულმა ბალიშმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი და შეგიმსუბუქოთ კისრისა და ხერხემლის დისკომფორტი. ალბათ ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როგორ უნდა შეარჩიოს სწორად ორთოპედიული ბალიში.

ყურადღება მიაქციეთ შიგთავსს


ორთოპედიული ბალიშები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, მათ შორის ქაფითა და ლატექსით.
ქაფს აქვს მეხსიერების უნარი და შეუძლია კომფორტულად მოერგოს თქვენს თავსა და კისერს.
ლატექსი შედარებით მაგარ საყრდენს უზრუნველყოფს.
ბუმბული რბილი და ნაზია და სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ხერხემლის და კისრის პრობლემა აქვს.

გაითვალისწინეთ თქვენი ძილის მდგომარეობა

თქვენი ძილის მდგომარეობა
მნიშვნელოვანი ფაქტორია ბალიშის შერჩევის დროს.
თუ ძირითადად ზურგზე გძინავთ, კისრის ნეიტრალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად უმჯობესია დაბალი ბალიში შეარჩიოთ. ვისაც გვერდზე ძილი უყვარს მას შედარებით მაღალი ბალიში დასჭირდება კისრისა და მხრების ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.
ვისაც მუცელზე ძილი სჩვევია, მან ძალიან თხელი ბალიში უნდა შეარჩიოს ან საერთოდ უბალიშოდ უნდა დაიძინოს.
არსებობს ბალიშები, რომელთა დარეგულირება საკუთარი სურვილის მიხედვით არის შესაძლებელი, შიგთავს თავად შეგიძლიათ არეგულიროთ, ჩაამატოთ ან მოაკლოთ, აკონტროლოთ ბალიშის სიმკვრივე და სიმაღლე. ეს საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევისთვის, თუ ზუსტად არ იცით, როგორი ბალიში გჭირდებათ.

ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ფასს


რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველაზე იაფი ბალიში, თუმცა კარი ხარისხის ბალიშს რეალურად აქვს უნარი გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი და აქედან გამომდინარე თქვენი განწყობა მთელი დღის განმავლობაში. კომფორტში ცოტა მეტი ფულის გადახდა ნუ დაგენანებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრმად უნდა გადაიხადოთ ფული მხოლოდ ბრენდში. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს.
გაითვალისწინეთ ინდივიდუალური თვისებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალიში იყოს ჰიპოალერგიული, ასევე მნიშვნელოვანია, ის,რომ შიგთავსი ადვილად ირეცხებოდეს. ორთოპედიული ბალიში ყველას არ უხდება, მაგალითად, ორ წლამდე ბავშვებს ორთოპედიულ ბალიშზე არ უნდა ეძინოთ.
ზოგიერთ ადამიანს აწუხებს ასე თუ ის დაავადება ან ტრავმა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბალიშის შერჩევის დროს. მათ ორთოპედიული ბალიში შესაძლოა არ გამოდგეთ და სპეციალური, ექიმის მიერ შერჩეული ბალიში დასჭირდეთ.

როდესაც საუბარია ორთოპედიულ ბალიშზე, არის დეტალები, რომელსაც ხაზს უსვამენ რეკლამის დროს, თუმცა ეს რეალურად არც ისე მნიშვნელოვანია:

ძაფების რაოდენობა

გვერწმუნეთ, რამდენი ძაფი ექნება ორთოპედიულ ბალიშს, აბსოლუტურად უმნიშვნელოა.

ბალიშის ფორმა

ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც შიგთავსი, რომელიც მოგცემთ თქვენი კისრის და თავის კომფორტულად დაჭერის გარანტიას.
საერთო ჯამში მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ბალიში აკმაყოფილებდეს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები