მსოფლიო ყველაზე ცხელი ზაფხულის მოლოდინში - "ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს"

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო ხუ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ამ ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, წი­ნა­ზე უფრო პე­სი­მის­ტუ­რი გა­მო­ვი­და. 98%-იანი ალ­ბა­თო­ბით, ის გვპირ­დე­ბა, რომ 2023-2027 წლებ­ში სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­სუ­ლი ხუთი წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე მკვეთ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და 2016 წლის რე­კორ­დი - რე­კორ­დუ­ლად ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წელი - მო­იხ­სნე­ბა.

Skynews-ი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ამ თე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში იგ­რძნო­ბა, სა­დაც უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში შე­საძ­ლოა 40 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი 2011 წლის რე­კორ­დი - 37.4 გრა­დუ­სი მო­იხ­სნე­ბა.

ისე­თი სა­ნა­პი­რო ზო­ნე­ბი,
რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, გიბ­რალ­ტა­რი, ნორ­მა­ზე 10 გრა­დუ­სით თბი­ლი იქ­ნე­ბა.Euronews travel-ი წერს, რომ უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი იყო ევ­რო­პა­ში ზამ­თა­რიც. მა­გა­ლი­თად, ბილ­ბა­ო­ში იან­ვარ­ში 29 გრა­დუ­სიც კი და­ფიქ­სირ­და.



უთოვ­ლო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ თოვ­ლის სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ე­ხუ­რათ საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, რად­გან მთის ფერ­დო­ბებ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, თოვ­ლი არ იდო.

ახალ წელს რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შეხ­ვდნენ ჩე­ხე­თი, და­ნია, გერ­მა­ნია, ლატ­ვია, ლიტ­ვა, პო­ლო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ეს­პა­ნე­თი და შვე­ი­ცა­რია.

რო­გორც 2022 წელს, ეს ზამ­თა­რიც მცი­რე თოვ­ლი­ა­ნი და მშრა­ლი აღ­მოჩ­ნდა. არც მა­შინ და არც ამ­ჯე­რად წვი­მა თით­ქმის არ იყო. ალ­პებ­ში თოვ­ლი ის­ტო­რი­ულ ნორ­მებს ჩა­მოც­და, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს გვალ­ვას. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები