ივნისში ზაფხულის პირველი ახალმთვარეობაა. როგორ გამოვიყენოთ მთვარის ენერგია საკუთარი სარგებლობისთვის და რა არ უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში?
ზაფხულის პირველ თვეში ახალმთვარეობა 18 ივნისაა, 07:37 საათზე. მაგრამ ახალი მთვარის გავლენა მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა - ანუ ახალი მთვარის მომენტამდე 12 საათით ადრე და 12 საათის შემდეგ.
რა შეუძლია ახალ 2023-ის ახალ მთვარეს
ახალი მთვარე შესაძლებლობას გაძლევთ ცხოვრება ნულიდან დაიწყოთ. ეს ის მომენტია, როდესაც ყველაფერი ცუდი და მოძველებული წარსულში უნდა დატოვოთ და ახალი მთვარის ციკლში ახალი იმედებითა და მიზნებით შეხვიდეთ.
ახალი მთვარე
რა არ უნდა გააკეთოთ ახალ მთვარეზე
ახალ მთვარეზე ადამიანი, ისევე როგორც დედამიწის თანამგზავრს, ენერგიის ნაკლებობას განიცდის და გრძნობებიც მძაფრდება. ამიტომ ჯობია ამ დროს თავი შეიკავოს შემდეგი ქმედებებისგან:
1. თმის და ფრჩხილების შეჭრა;
2. ახალი სამუშაო, პროექტები, ბიზნესი;
3. ზედმეტად მუშაობა - დიდია ზედმეტი მუშაობის და გადაღლის რისკი;
4. გარისკვა და ზედაპირული გადაწყვეტილებები
5. გინება, ჩხუბი, ურთიერთობების რკვევა.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ახალ მთვარეზე
ჯობს, ეს დღეების მშვიდად, მძიმე ფიზიკური სამუშაოს და ზედმეტი აქტივობის გარეშე გაატაროთ. დაუთმეთ ეს დრო თქვენი ცხოვრების, მოქმედებების და ემოციების გაანალიზებას - დიდი ალბათობით, იპოვით იმას, რისი გამოსწორება გსურთ და შეძლებთ მიაგნოთ გზას, თუ როგორ გააკეთოთ ეს.
1. დაწერეთ თვის გეგმა, ჩაწერეთ თქვენი მიზნები, ოცნებები და სურვილები - ეს არის პირველი ნაბიჯი მათი რეალიზაციისკენ;
2. დაალაგეთ სახლი, რათა ახალი ენერგიას სივრცე გაუთავისუფლოთ;
3. მიირთვათ ჯანსაღი საკვები;
4. დაიწყეთ ახალი ჰობი ან ისწავლეთ რაიმე ახალი;
5. გააკეთეთ სიკეთე, დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ახალი მთვარე ასევე კარგი დროა მავნე ჩვევებისგან და ტოქსიკური ურთიერთობებისგან თავის დასაღწევად. ჩაისუნთქეთ ღრმად - და მთელი სისწრაფით მიაშურეთ ახალ სიმაღლეებს.