სატურნიის სასწაულმოქმედი თერმული წყლები, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს - ადგილი იტალიაში, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს

სატურნია ძალიან ცნობილი და უძველესი საკურორტო ცენტრია იტალიაში, ტოსკანაში, რომიდან 170 კილომეტრში. ეს ბალნეოლოგიური კურორტი ერთ-ერთი იშვიათია იტალიაში, სადაც ბანაობა სრულიად უფასოა. ადგილობრივი მცხოვრებნი მტკიცედ იცავენ უფასოდ სარგებლობის პრინციპს და არაერთი სამთავრობო თუ კერძო ფირმა მოიშორეს თავიდან, რომლებიც ცდილობდნენ ამ წყლების ბიზნესად ქცევას. რა თქმა უნდა, რაიონში არის მაღალი კლასის სასტუმროები, სპა-ცენტრებით, რადგან აქ ბევრი თერმული წყაროა, თუმცა ეს ძველი და ცნობილი ადგილი სრულიად უფასოა. 

ლეგენდის თანახმად, სატურნიის თერმული წყლები გაჩნდა იმ ადგილას, სა
დაც სატურნზე განრისხებულმა იუპიტერმა მას შუბი ესროლა და ააცილა. არსებიტად, სატურნიის წყლები ვულკანური წარმოშობისაა. ამ ადგილებში ეტრუსკები ბინადრობდნენ, რომლებიც წყაროს წყლებს სამკურნალოდ იყენებდნენ. 
წყლის ტემპერატურა 37,5 გრადუსია და ძალიან კომფორტულია საბანაოდ. გარდა ამისა, კურორტს ამდიდრებს ტოსკანის მსუბუქი ჰავა, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ამიტომ არის, რომ სატურნიის მინერალურ წყლები უამრავ ადამიანს იზიდავს. 


ამბობენ, რომ ეს წყლები ძალიან კარგია ბევრი დაავადების დროს. მაგალითად, კანის დაავადებების (ნეიროდერმიტი, ეგზემა, ალერგიული დერმატიტი), სასუნთქი გზების დაავადებების, კუჭნაწლავის სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ართროზისას.

 


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები