ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსი კვაზი ჩე გევარა ევგენი პრიგოჟინი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე თურმე აღარ არის და სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა. ამის პარალელურად რუსულ მედიაში გავრცელდა პრიგოჟინის პეტერბურგული სასახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები. როგორც რუსული გამოცემები იუწყებიან, ჩხრეკა სასახლეში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ელიტურ დასახლება "ჩრდილოეთ ვერსალში" მდებარეობს, 24 ივნისს, ანუ ე.წ. ამბოხის დღეს ჩატარდა.
როგორც ირკვევა, პრიგოჟინის მამულის საერთო ფართობი 1.5 ჰექტარია.
პრიგოჟინის სასახლეში ბევრ საინტერესო ნივთს მიაგნეს, მათ შორის ოქროს ზოდებს, ცეცხლსასროლ იარაღს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ნაჩუქარ Glock-ს, თუმცა მათ
შორის განსაკუთრებულად საინტერესო და სასტიკი ერთი რამ იყო, რომელზეც სტატიის ბოლოს ვისაუბრებთ.
სასახლე კლასიკური ინტერიერით და მასიური ხით არის გაფორმებული. პრიგოჟინის კაბინეტი ძვირფასი ავეჯით, ანტიკვარული მაგიდითა და ბილიარდის მაგიდით იპყრობს ყურადღებას.
ასევე, ჩხრეკის დროს იპოვეს პიჯაკი უამრავი ჯილდოთი, მათ შორის იყო: რუსეთის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის გმირის ვარსკვლავები, სიმამაცის ორდენი, უცხო ქვეყნის ორდენები, "ვაგნერის“ დროშა, პარიკები და გრიმი.
ასევე იპოვეს სხვადასხვა სახელზე დამზადებული პასპორტები.
სახლში ნაპოვნია ასევე დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის როგორც რუსულ-საბჭოური, ასევე დასავლური წარმოების. განაგრძეთ კითხვა