ნივთები სახლში, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობას გვილახავს


ჩვენს გარშემო არსებული ნივთები და გარემო ძალიან მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ხასიათზე. საქმე ეზოთერიკასა და ფსიქოლოგიაში როდია, საქმე ის არის, რომ მოწესრიგებულ და სუფთა გარემოში ყოფნა ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს. უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოწესრიგებული სახლი მოწესრიგებულ ცხოვრებას ნიშნავს და ამიტომაც გვირჩევენ რაც შეიძლება ხშირად მოვაწყოთ სახლში გენერალური დასუფთავება. მოდით ვნახოთ, რა არ უნდა გვქონდეს სახლში, თავი მყუდროდ და კომფორტულად რომ ვიგრძნოთ.

არეულობა

არ არის საჭირო მანიაკალური სისუფთავე და ყველაფრის ფერებისა თუ ზომების მიხედვით განლაგება თაროებსა თუ კარადებში, თუმცა წესრიგი ის
არის, რაც ყველა ოჯახში უნდა არსებობდეს, უბრალოდ წესად აქციეთ ჭურჭლის მაშინვე გარეცხვა, საწოლის მაშინვე ალაგება, ნივთების თავის ადგილზე დალაგება და მიხვდებით, როგორ გაუმარტივებთ საკუთარ თავს საქმეს. ასე თქვენი სახლის ყოველთვის მოწესრიგებული იქნება და თქვენც ყოველთვის გაგიხარდებათ იქ დაბრუნება.

გატეხილი და გაბზარული ნივთები


არავინ გეუბნებათ, რომ ავეჯი და ჭურჭელი მუდმივად უნდა ცვალოთ, თუმცა ნამდვილად არ გირჩევთ სახლში გატეხილი თეფშის ან ჭიქის ქონას, უბრალოდ გადააგდეთ ძველი ნივთ, ჩაანაცვლეთ ახლით. გატეხილი სკამი კი შეაკეთეთ. გვერწმუნეთ, ეს ხასიათს მხოლოდ გამოგიკეთებთ. უმჯობესია სახლში ცოტა ნივთი გქონდეთ მაგრამ მთელი, ხარისხიანი და არა ბევრი და შელახული.

უსარგებლო ნივთები

დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ნივთებს სამომავლოდ ყიდულობდნენ და ინახავდნენ, ეს ჩვენი ბებიების ჩვევა იყო. თუ ისეთი ნივთები გაქვთ, რომელთაც არ ხმარობთ, წელიწადზე მეტია გიდევთ და არც ერთხელ გისარგებლიათ, უმჯობესია ისეთ ადამიანს მისცეთ, ვისაც ის რეალურად სჭირდება. ასე სიკეთესაც გააკეთებთ და სახლსაც განტვირთავთ.

ნივთები, რომელიც ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული


არავითარ შემთხვევაში არ ღირს ოჯახში ისეთი ნივთების ქონა, რომელიც რაღაც ტრავმულს გახსენებთ. გირჩევთ გადახედოთ და ასეთ ნივთები თავიდან მოიშოროთ, თქვენს ირგვლივ უნდა იყოს ნივთები, რომელიც სიამოვნებას და სითბოს განიჭებთ.

ნეგატიური ხასიათის ნახატები

ფსიქოლოგები გვირჩევენ არ ვიქნიოთ სახლში ისეთი ნახატი, ფერწერული ტილო, რომელსაც ნეგატიური სიუჟეტი ექნება. ამან შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩაგაგდოთ. თუ გინდათ იყოთ ხალისიანი და ოპტიმისტური, ირგვლივ მხოლოდ ასეთი საგნები იქნიეთ.

ზედმეტად მკვეთრი ფერები

მკვეთრი ფერები ინტერიერში მხოლოდ დეკორის სახით არის დასაშვები, სხვა შემთხვევაში მკვეთრი ფერის კედლები და ავეჯი აუცილებლად გააღიზიანებს ადამიანის ფსიქიკას. ყველაფერი დოზირებულად უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში, მათ შორს ინტერიერში, ეს განსაკუთრებით საძინებელს ეხება, სადაც ადამიანი უნდა განიტვირთოს და დაისვენოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები